Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მშვიდობა და ღირსეული პენსია - ვეტერანთა სურვილები


88 წლის ნორა კუჭავა ქუთაისში, საბრძოლო დიდების ეროვნულ მუზეუმში, დილის 10 საათზე მივიდა და ერთ-ერთ კედელზე ძმის, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ბორის კუჭავას, ფოტოსურათი მოძებნა. ნორა კუჭავა ამბობს, რომ მისი ძმა ომში 17 წლის ასაკში დედის სურვილის საწინააღმდეგოდ მოხალისედ წავიდა, ორი წლის შემდეგ კი ოჯახს მისი დაღუპვის ამბავი შეატყობინეს. ნორა კუჭავა იხსენებს, რომ ძმის დაღუპვის შესახებ ფრონტზე მყოფ მამას, დედის თხოვნით, არ მისწერა და ომიდან დაბრუნებულმა მამამ მხოლოდ 1 წლის შემდეგ შემთხვევით გაიგო შვილის დაღუპვის ამბავი.მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ბორის კუჭავას და, ნორა კუჭავა, ამბობს, რომ მხოლოდ 2010 წელს გაარკვია, თუ სად არის დასაფლავებული მისი ძმა. ნორა კუჭავას თქმით, მშვიდობის ფასი უფრო მეტად იციან ყოფილმა მებრძოლებმა და იმ ადამიანებმა, რომელთა ახლობლები ომში დაიღუპნენ. მშვიდობას უპირველეს სურვილად ასახელებენ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებიც.

გადმოწერა
საარქივო მასალებით, მეორე მსოფლიო ომის დროს საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტი, 5 სამხედრო ჰოსპიტალი ქუთაისში ფუნქციონირებდა და იქ შავი ზღვის ფლოტის მეშვეობით ჩამოყვანილ დაჭრილებს მკურნალობდნენ...

არსებული მონაცემებით, მეორე მსოფლიო ომში ქუთაისიდან გაიწვიეს 22 ათასი მამაკაცი და ქალი და მათგან 7 ათასი არ დაბრუნებულა. დღეს ქალაქში 21 ვეტერანი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა 90 წელსაა გადაცილებული. ვეტერანები გულისტკივილით აღნიშნავენ, რომ თანამებრძოლები ყოველწლიურად აკლდებათ. ბოლო ერთ წელიწადში 11 ვეტერანი გარდაიცვალა. ისინი, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას აძლევს, 9 მაისს, დილით, ნინოშვილის სკვერში დიდების მემორიალთან იკრიბებიან, შემდეგ კი მიდიან საბრძოლო დიდების მუზეუმში, სადაც ომის წლებს იხსენებენ. ქუთაისელი ვეტერანები ამბობენ, რომ, ბოლო წლებია, ადგილობრივი თვითმმართველობა მათთვის ერთჯერადად 1000-1000 ლარს გამოყოფს, რაც მნიშვნელოვანი დახმარებაა, თუმცა სურთ ღირსეული პენსია ჰქონდეთ და არა 220 ლარი.

საარქივო მასალებით, მეორე მსოფლიო ომის დროს საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტი, 5 სამხედრო ჰოსპიტალი ქუთაისში ფუნქციონირებდა და იქ შავი ზღვის ფლოტის მეშვეობით ჩამოყვანილ დაჭრილებს მკურნალობდნენ. საბრძოლო დიდების ეროვნულ მუზეუმში დაცულია ცნობები ქუთაისში 80 ათასი დაჭრილის განკურნებისა და 1500 ოჯახის შეფარების შესახებ. ყოფილი ჰოსპიტლების შენობებში დღეს განთავსებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლო, მეორე საჯარო სკოლა და დავით კაკაბაძის სახელობის გალერეა.

XS
SM
MD
LG