Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჩვენი ყავა, ჩვენი ნაყინი, ჩვენი „პინგვინი“… ლეგენდარული „პინგვინის“ გზა სოხუმიდან ბათუმამდე


ამირან გაგუა და კაფეპინგვინიაფხაზეთში ყველამ იცოდა - ადგილობრივმაც და ტურისტმაც. აქ სოხუმელები ერთმანეთს ხვდებოდნენ და ქვიშაში მოდუღებულ ყავას სვამდნენ. „პინგვინშიამირანმა 16 წელი იმუშავა, 1992 წლის 14 აგვისტომდე. ახლა ბათუმში მის კაფეს ისევპინგვინიჰქვია და იქ ყველაზე ხშირად ისევ სოხუმელები მოდიან. მირანმა ყავა ქვიშაში სოხუმიდან ჩამოტანილი ჯეზვეთი მოგვიდუღა და სოხუმიდან ბათუმამდე გატარებული წლების შესახებ გვიამბო.

- რატომ არის სოხუმისპინგვინიდღემდე ლეგენდარული?

- ადგილი იყო ძალიან ლამაზი - პორტის შესასვლელი, სანაპირო. სოხუმში მიღებული იყო: სამუშაოს მერე, საღამოს, ყველა სანაპიროზე გამოდიოდა. ან სასტუმრო „აფხაზეთის“ კაფეში შედიოდნენ, ან „პინგვინში“. მაშინ ბევრი კაფე და სანაყინე არც იყო.

კაფე „პინგვინი“ სოხუმში
კაფე „პინგვინი“ სოხუმში

- თან, ვერ ვიტყვით, რომ კაფეპინგვინსრამე განსაკუთრებული დიზაინი ჰქონდა.

- არაფერი დიზაინი არ ჰქონდა, მაგრამ, თავს არ ვიქებ და, კარგი ყავა იყო, კარგი ნაყინი, კარგი კოქტეილები. კაფე „ბრეხალოვკაში“ ძველი სოხუმელები და ფეხბურთის გულშემატკივრები იკრიბებოდნენ, ჩვენთან - უფრო ახალგაზრდობა, სტუდენტები. რამდენი წელი გავიდა და რომ გაიგეს, ბათუმში ვარ, ისევ მოდიან. მაშინ, ალბათ, 20-22 წლისები იყვნენ, ახლა 50 წლისები არიან, ვეღარ ვცნობ. თავად მახსენებენ, ესა ვარ, ის ვარო. თუ ვინმე სოხუმელი იყო, ყველა მოვიდა.

- ანუ, „პინგვინშიმთავარი ურთიერთობა იყო?

- კი, აბა რა! სიყვარული იყო. ბევრი გამოჩენილი ადამიანი მოდიოდა - რეჟისორები, მხატვრები... ეს კაფე საბჭოთა კავშირის მასშტაბით იყო ცნობილი. შავი ზღის გარდა სხვა ზღვა არ იყო, სადაც ზაფხულში ბანაობა შეიძლებოდა და ყველა აქ ისვენებდა. სოხუმი ძალიან ინტერნაციონალური ქალაქი იყო. ყველა ეროვნების ადამიანი ცხოვრობდა. არავინ ასხვავებდა - სომეხი იყავი, ქართველი თუ აფხაზი.

- სოხუმური ნაყინი რანაირი იყო?

- პლომბირი, შოკოლადის და მარწყვის, თხილს ვაყრიდით. მაშინ არ იყო ასეთი ფერადი ნაყინები. ყავას ახლაც სოხუმიდან ჩამოტანილი ჯეზვეთი ვადუღებ. ქვიშაში მოდუღებულ ყავას სხვა არომატი აქვს. ახალგაზრდები კი შეჩვეულები არიან ამერიკანოს და ესპრესოს, მაგრამ ქვიშაზე მაინც სხვანაირი ყავა კეთდება, ძველ სოხუმელებს ეს ახსოვთ.

- და რა არის გემრიელი ყავის საიდუმლო?

- ყავა კარგი უნდა იყოს, ძვირიანი. თუ კილო 5-10 ლარი ღირს, ის ყავა კარგი არ იქნება. იმდენი უნდა ჩაყარო, რამდენიც საჭიროა. თუ დააკლებ, ქაფს არ გაიკეთებს. სავსე ჩაის კოვზი უნდა იყოს, „მთაგორიანი“. ცოტათი რომ ამოიწევა, ნახევარი უნდა გადმოასხა ჭიქაში და დანარჩენი ოდნავ წამოადუღო.

- ომის დროს დაზიანდა კაფე?

- არა, მერე გადააკეთეს. იქ ახლა პინგვინის პატარა ქანდაკებაც არის, ჩემს დროს არ იყო.

- თქვენი ცხოვრება როგორი იყო ომის შემდეგ?

- მე აღმოვჩნდი მოსკოვში. ძველ არბატზე ცნობილი გასტრონომია, „სმოლენსკი“. ჯერ იქ ვმუშაობდი, მერე მოსკოვის „ბავშვთა სამყაროში“. ნაყინი და ყავა მქონდა. შემდეგ კრუიზულ გემზე მოვხვდი. სანკტ- პეტერბურგი - ჰელსინკი- სტოკჰოლმი- ტალინის მარშრუტით დადიოდა. ზოგჯერ რიგაშიც შევივლიდით ხოლმე. გემის ბარში ვმუშაობდი და ჩემი ყავა და ნაყინი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ძალიან ბევრი უცხოელი იყო: ფრანგები, ჩინელები, არგენტინელები... ყველას მოსწონდა. 2014 წელს ჩამოვედი საქართველოში და მას მერე აქ ვარ.

- სოხუმში აღარ ყოფილხართ?

- არა. სოხუმში ყველა რომ ჩავა, მაშინ ჩავალ.

- რა გენატრებათ იქაური?

- ჩემი ქალაქი, „პინგვინი“, ჩემი ეზო, მეზობლები...

- სოხუმის ამინდი არ გენატრებათ?

- როგორ არა. აბა, ბათუმში ყოველ მესამე დღეს წვიმა მოდის. სოხუმში ზაფხულში წვიმა იშვიათობა იყო.

სოხუმური ყავა
please wait

No media source currently available

0:00 0:00:31 0:00

- ყავაზე მკითხაობა სოხუმში კულტი იყო, თქვენ იცით ყავაშიჩახედვა“?

- მე არა, მაგრამ დღეში ოც ჭიქას ვკარგავდი. გასათხოვარი გოგოები დალევდნენ ყავას და ჭიქები თან მიჰქონდათ სამკითხაოდ.

ისე, ხანდახან მრცხვენია. სოხუმში იმდენი გამოჩენილი ადამიანი ცხოვრობდა - პროფესორები, ექიმები, ინჟინრები, სპორტსმენები... ჩემზე რომ ლაპარაკობენ, რით დავიმსახურე? ყავას ვამზადებდი და ნაყინს.

- არ მცირდება ის ხალხი, ვისაც ახსოვხართ?

- არა. პირიქით, ემატება. რანაირად, არ ვიცი. ალბათ, ვინც ომის შემდეგ დაიბადა, მათ მშობლები ეუბნებიან: აი, ჩვენი ყავა, ჩვენი ნაყინი, ჩვენი „პინგვინი“...

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG