თბილისს სულ მალე ახალაგზრდული კამერულ-სიმფონიური ორკესტრი ეყოლება. გიორგი გვახარიას სტუმრები, დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი და კომპოზიტორი მიხეილ მდინარაძე ამ იდეის ავტორები და შემსრულებლები არიან. გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ ისინი გვიამბობენ ახალ მუსიკალურ კოლექტივზე, რომელმაც მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში დაიდო ბინა.
ახალგაზრდულ ორკესტრში მუშაობს შეძლებენ 15-28 წლის მუსიკოსები, მათ შორის მუსიკალური სკოლებისა და კონსერვატორიის სტუდენტები. მირიან ხუხუნაიშვილის თქმით, ეს ახალი მუსიკალური კოლექტივი აუცილებლად გააცოცხლებს ქვეუნის მუსიკალურ ცხოვრებას, იქნება სტიმული ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის... მიხეილ მდინარაძე ამბობს, რომ მიუხედავად „პოლიფონიის ტრადიციებისა“ საქართველოში ისევ პრობლემაა გუნდურობა და გუნდური მუშაობის ცოდნა. ახალი ორკესტრის წევრები დაეუფლებიან რა მარტო მუსიკაურ ხელოვნებას, არამედ ისწავლიან დიდ კოლექტივში მოღვაწეობას, რაც, მიხეილ მდინარაძის თქმით, პრინციპში, ყველა მუსიკოსს მოეთხოვება.
გიორგი გვახარიას სტუმრები გვიამბობენ როგორ შეიძლება ორკესტრში გაწევრიანება და რას მოითხოვენ ახალგაზრდული ორკესტრის ხელმძღვანელები მუსიკოსებისგან, როგორ შეუთავსებენ ისინი სწავლას და ორკესტრში მუშაობას