რადიო თავისუფლება ეძებს ჟურნალისტიკის ტრენერს, რომელიც საქართველოში, თბილისში შეუერთდება ჟურნალისტიკის ტრენინგის დეპარტამენტს.
თქვენ გახდებით დინამიკური და მზარდი გუნდის წევრი, რომლის მისიაც არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტებისთვის ტრენინგის ჩატარება ყველა სფეროში - სარედაქციო სტანდარტებიდან ინოვაციურ უნარ-ჩვევებამდე. რადიო თავისუფლებისთვის პრიორიტეტულია შერეული თემატიკის ტრენინგები როგორც პირისპირ, ისე ონლაინ.
შთამაგონებელ საქმესა და მისიასთან ერთად გთავაზობთ შესაძლებლობას, იმუშაოთ ნიჭიერ კოლეგებთან ერთად არა მხოლოდ საქართველოში, არამედ "თავისუფლების" სხვა ქვეყნების სამსახურებშიც.
რას გულისხმობს ეს პოზიცია?
თქვენ მჭიდროდ ითანამშრომლებთ ჟურნალისტიკის ტრენინგის დირექტორთან და დაგეგმავთ სარედაქციო და მულტიპლატფორმულ ტრენინგებს. ამასთან, დაადგენთ ტრენინგის საჭიროებებს საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის სამსახურებში, ასევე იმუშავებთ მიწვეული ტრენერის რანგში რადიო თავისუფლების სხვა სამსახურებშიც.
რა მოგეთხოვებათ:
- ჩაატარებთ ტრენინგებს ჟურნალისტებისათვის (ინდივიდუალურად და ჯგუფურად);
- მონიტორინგს გაუწევთ ტრენინგის ეფექტიანობას;
- შექმნით ტრენინგების სესიებს;
- საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფთ ტრენინგს ადმინისტრაციული და ტექნიკური რესურსებით;
- შეასრულებთ ამ საქმესთან დაკავშირებულ სხვა დავალებებს.
სწორი კანდიდატი ხართ თუ არა?
წარმატებულ კანდიდატს მოეთხოვება:
- სასურველია ბაკალავრის ხარისხი კომუნიკაციის ან ჟურნალისტიკის სფეროში ან მედიის კვლევის სერტიფიკატი, თუმცა, შესაბამისი გამოცდილების შემთხვევაში, მისაღებია სხვა რანგის განათლებაც;
- ტრენერის მინიმუმ სამი წლის გამოცდილება;
- კარგი გამოცდილება ციფრულ/მულტიპლატფორმულ ჟურნალისტიკაში და ახალი ამბების შეფასების კარგი უნარი;
- ქართული, ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა;
- სხვადასხვა პლატფორმისთვის განკუთვნილი მასალის წარმოების და ვიდეომონტაჟის ცოდნა და უნარები;
- სასურველია კიბერუსაფრთხოების ტექნიკების ცოდნა;
- Microsoft-ის პროდუქტების ფლობა, ციფრული ტექნიკისა და ახალი ხელსაწყოების ცოდნა;
- დაგეგმვის კარგი უნარები და დეტალების მიმართ ყურადღება;
- ძლიერი სარედაქციო და ტექნიკური უნარები პრაქტიკული სესიების შესამუშავებლად;
- მოთმინება, რამდენიმე საქმის ერთდროულად და დროულად კეთების უნარი;
- რადიო თავისუფლების სამიზნე ქვეყნებში საერთაშორისო მოვლენებისა და პოლიტიკის ცოდნა;
- პერსონალური კომუნიკაციისა და ადამიანებთან მუშაობის კარგი უნარები;
- პროაქტიული დამოკიდებულება და ენთუზიაზმი;
- პორტფოლიო, რომელიც წარმოაჩენს თქვენს კვალიფიკაციას.
CV და სამოტივაციო წერილი მიიღება მხოლოდ ინგლისურად. სამოტივაციო წერილის გამოგზავნა აუცილებელია - მათ ყურადღებით ვკითხულობთ.
აპლიკაცია შეავსეთ აქ
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ჩვენს ვებგვერდს.