Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ემიგრანტები საოკუპაციო გამყოფ ხაზთან


ემიგრანტები ხურვალეთში
ემიგრანტები ხურვალეთში

საქართველოს ძველი და ახალი ჰიმნი, მრავალჟამიერი და საქართველოს საბოლოო გამარჯვების სურვილი საოკუპაციო გამყოფ ხაზზე. საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ხურვალეთში, სადაც ხანდაზმულთა თავშესაფრის ბენეფიციარებს შეხვდნენ და საჩუქრები გადასცეს. სათვისტომოს წარმომადგენლები ხურვალეთში, მავთულხლართებთან, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციის გამართვას გეგმავდნენ, მაგრამ პოლიციამ, უსაფრთხოების გარანტიებისარარსებობის გამო, ამ აქციის ჩატარების ნება არ დართო. საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველებმა მავთულხლართებისგან მოშორებით გამართეს სიმბოლური აქცია - საჰაერო ბურთები გაუშვეს და საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

ემიგრანტები საოკუპაციო გამყოფ ხაზთან
please wait

No media source currently available

0:00 0:03:32 0:00
გადმოწერა

ამის შემდეგ სათვისტომოს წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს მშვიდობიანი აქცია გაემართათ სოფელ ერგნეთში, საითკენაც პოლიციის თანხლებით გაეშურნენ.დავით ფავლენიშვილი საფრანგეთიდან საქართველოში დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეზე ჩამოვიდა, დღეს კი გადაწყვიტა, რომ მეგობრებთან ერთად ოკუპაციის ხაზთან მისულიყო და წინაპართა მამულებისთვის გადაეხედა. ფავლენიშვილები ქართლში მიწებს ფლობდნენ. დავითმა ოკუპაციის ხაზთან ცრემლი ვერ შეიკავა.

ოთარ ზურაბიშვილი საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს ხელმძღვანელია. მისი თქმით, მავთულხლართებთან ისეთივე ემოცია ეუფლება, როგორიც მის წინაპრებს ჰქონდათ ბოლშევიკების საქართველოში შემოსვლისას. მისი აზრით,თავისუფლებისთვის ბრძოლა ისევ გრძელდება.

თამარ დემურია ფრანგული აუდიტორიისთვის სოციალურ ქსელ ფეისბუკის პირდაპირ ეთერში ჰყვებოდა საქართველოს ოკუპაციის შესახებ. მისი აზრით, უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, რომ ოკუპაცია რაც შეიძლება მალე დასრულდეს.

საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს წარმომადგენლები, რომელთა ნაწილი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრთა შთამომავალია, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან მეასე წლისთავის აღსანიშნავად სტუმრობენ.

XS
SM
MD
LG