Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დასასვენებლად იყვნენ ჩამოსულები" - შოვში 5-სულიან ოჯახსაც ეძებენ


დაკარგულებს შორის არის ზაზა მესხი მეუღლესთან და 3 შვილთან ერთად.
დაკარგულებს შორის არის ზაზა მესხი მეუღლესთან და 3 შვილთან ერთად.

რაჭაში მეწყერს, სულ მცირე, 7 ადამიანი ემსხვერპლა. ამჟამად მაშველები 30-ზე მეტ დაკარგულს ეძებენ.

დაკარგულთა შორის არის ხუთსულიანი ოჯახი - ზაზა მესხი მეუღლესთან და 3 შვილთან ერთად.

რადიო თავისუფლებას რაჭაში, სოფელ უწერაში მდებარე ერთ-ერთი კოტეჯის მეპატრონე ავთო ყავლაშვილი ეუბნება, რომ ოჯახი ორშაბათიდან ისვენებდა მის კუთვნილ კოტეჯში, - რომელიც სტიქიის ზონიდან მოშორებით მდებარეობს, - გუშინ კი შოვში იყვნენ ავტომობილით ასული.

ყავლაშვილის ინფორმაციით, ოჯახი ნიდერლანდში ცხოვრობს და ახლა საქართველოში დასასვენებლად იმყოფებოდნენ. მისივე ცნობით, დაკარგული ოჯახის ნათესავები მათ საძებნელად ადგილზე ჩავიდნენ.

“ჯერჯერობით არავითარი სიახლე არ გვაქვს”, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას 4 აგვისტოს, 14:40 საათისთვის.

ბოლო ინფორმაციით [14:13 საათი], რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესების განვითარებით დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 210 მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს.

სამძებრო სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჯარი ერთვება.

XS
SM
MD
LG