Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოვში ეძებენ 30-ზე მეტ ადამიანს - ბოლო ინფორმაცია


რაჭა, შოვი
რაჭა, შოვი

ბოლო ინფორმაციით [14:13 საათი], რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესების განვითარებით დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიაწოდა.

"210 მოქალაქე უვნებელი იქნა გამოყვანილი... სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის 7 გარდაცვლილია ნაპოვნი, ცხედარი. ძალიან მძიმე ვითარებაა, 30-ზე მეტს ეძებენ. დაველოდოთ, მიდის აქტიური სამუშაოები.

მივიღე გადაწყვეტილება, რომ ამ პროცესში მაშველებთან ერთად ჩაერთვება ჩვენი ჯარი, თავიანთი სპეც. საშუალებებით, რომ აქტიური ძიება გაგრძელდეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე თქვა, რომ ორშაბათი, 7 აგვისტო, საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდება.

გუშინ, 3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინების გაკეთებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო. დღეს, 4 აგვისტოს, სტიქიის ზონაში გაემგზავრა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

XS
SM
MD
LG