Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძვირად ღირებული ბრძოლა სიცოცხლისთვის


ძუძუს კიბოსა და სხვა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა ზრდასრული ადამიანისთვის მასშტაბურ ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მათ გარკვეული სახის სერვისებს თანადაფინანსების ძირითადად 80%-იანი წილით სთავაზობს და ასევე მუშაობს გარკვეული სახელმწიფო პროგრამები, ექსპერტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების დაკვირვებით, პაციენტებისთვის მაინც მძიმე ტვირთად რჩება როგორც მკურნალობის სერვისები, ასევე მედიკამენტები. სწორედ ამ პრობლემების წინ წამოწევას ისახავს მიზნად პროექტი, რომელსაც ასოციაცია „უფლება ჯანმრთელობაზე“ ახორციელებს. არასამთავრობო სექტორი სახელმწიფოს კონკრეტულ ვალდებულებებს შეახსენებს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG