პარლამენტის არჩევნებთან შედარებით, ვითარება ამჟამად გაცილებით მშვიდი და დემოკრატიულია, - ასე აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტის არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე ზუგდიდში არსებულ ვითარებას.
ამასთან, არასამთავრობო სექტორი საუბრობს იმ დარღვევებზეც, რაც ამ პერიოდში დაფიქსირდა:
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორის მალხაზ ჭკადუას თქმით, დიდი განსხვავებაა გასული წლის წაინასაარჩევნო პერიოდსა და მიმდინარეს შორის, თუნდაც იმ კუთხით, რომ ახლა გარემო უფრო თავისუფალი და ღიაა პოლიტიკური სუბიექტებისთვის, არ დაფიქსირებულა ჟურნალისტებზე ზეწოლის შემთხვევები ან მათთან მუქარის შემცველი ზარები, არ ყოფილა ასევე ძალადობის ფაქტები ამა თუ იმ პოლიტიკური სუბიექტების აქტივისტების მიმართ.
თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დარღვევები არ იყო, გვითხრა მალხაზ ჭკადუამ და დასძინა:
„’ნაციონალური მოძრაობის’ პრაიმერისის დროს გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს და მათ მხარდამჭერებს დაუშინეს ქვები და წყლის ბოთლები. ასევე პრობლემური იყო დავით ბაქრაძის შეხვედრაზე გამართული მეორე კონტრაქცია, რომელიც გამართა იმავე პერსონამ, რომელიც მონაწილეობდა პრაიმერისის დროს. ვგულისხმობ კახა მიქაიას. ჩვენ რამდენიმე საჯარო მოხელე დავაფიქსირეთ, რომლებიც აქციაზე სამუშაო დროს იმყოფებოდენ. მართალია, მათ თავი იმართლეს, რომ განცხადება ჰქონდათ დაწერილი, თუმცა მიგვაჩნია, რომ კანონი დაარღვიეს, რადგან სამუშაო დროს იმყოფებოდნენ იქ“.
დარღვევებზე იმავე აქცენტებს აკეთებს კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდს, თბილისის გარდა, რეგიონებშიც აკვირდება. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ პროგრამის კოორდინატორმა ნინო ხითარიშვილმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მათ მიერ ანგარიშებში ჩაიწერა დარღვევები, რომლებიც დაფიქსირდა ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ პრაიმერისა და პრეზიდენტობის კანდიდატ დავით ბაქრაძის შეხვედრაზე. ხითარიშვილის განმარტებით, ორივე შემთხვევაში კონტრაქციების გამო შეხვედრებმა ხმაურიან ვითარებაში ჩაიარა:
„ერთიანობაში, წინა წლებთან შედარებით, ვითარებამ მეტ-ნაკლებად მშვიდად ჩაიარა. ნაკლებად პოლიტიზებული გარემო იყო და დარღვევებიც ნაკლები დაფიქსირდა. იყო დარღვევები, მაგალითად, ორი შემთხვევა ამ კონტრაქციების, რომელიც ძაან პრობლემური იყო“.
რაც შეეხება საჯარო მოხეელეების მიერ პოლიტიკური აქტიურობისთვის სამუშაო დროის გამოყენებას, ნინო ხითარიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის ზუგდიდელ ამომრჩეველთან შეხვედრაზე დააფიქსირეს რამდენიმე საჯარო მოხელე, თუმცა ორგანიზაციის მიერ ინფორმაციის გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ მათ შვებულების შესახებ განცხადება ჰქონდათ დაწერილი.
მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებულ უარყოფით და დადებით ტენდენციებზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრი“, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდს „დემოკრატიისა და განვითარების ცენტრთან“ თანამშრომლობით აკვირდება.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ჩამოთვლილ დარღვევებთან ერთად საგულისხმოა კიდევ ერთი ფაქტი:
„პლაკატების გაკვრის საკითხი არის ყველაზე მტკივნეული, რადგან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყველგან ფიქსირდება მსგავსი დარღვევები. მსგავს ფაქტებზე მონიტორინგი ადგილობრივი გამგეობის ზედამხედველობის სამსახურმა უნდა გასწიოს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გურამ ჩიხლაძემ.
ქალაქში გაკრულ პოლიტიკურ პლაკატებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთეს ზუგდიდის გამგეობაში.
ინტერნეტგამოცემა livepress.ge-ს გამგეობის პრესსამსახურის უფროსმა მაია ღურწკაიამ განუცხადა, რომ პლაკატების გასაკვრელად ქალაქის ტერიტორიაზე შვიდ ადგილას ბილბორდი გამოყო, სხვაგან კი მის გაკვრაზე ბრძანება გაცემული არ არის. შესაბამისად, ღურწკაიას თქმით, „მნიშვნელობა არ აქვს, ვისი მხრიდან მოხდა ბოძებზე და სხვა ადგილებზე პლაკატის გაკვრა. ამ ფაქტს ზედამხედველობის სამსახური გამოიკვლევს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს“.
ამასთან, არასამთავრობო სექტორი საუბრობს იმ დარღვევებზეც, რაც ამ პერიოდში დაფიქსირდა:
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორის მალხაზ ჭკადუას თქმით, დიდი განსხვავებაა გასული წლის წაინასაარჩევნო პერიოდსა და მიმდინარეს შორის, თუნდაც იმ კუთხით, რომ ახლა გარემო უფრო თავისუფალი და ღიაა პოლიტიკური სუბიექტებისთვის, არ დაფიქსირებულა ჟურნალისტებზე ზეწოლის შემთხვევები ან მათთან მუქარის შემცველი ზარები, არ ყოფილა ასევე ძალადობის ფაქტები ამა თუ იმ პოლიტიკური სუბიექტების აქტივისტების მიმართ.
თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დარღვევები არ იყო, გვითხრა მალხაზ ჭკადუამ და დასძინა:
„’ნაციონალური მოძრაობის’ პრაიმერისის დროს გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს და მათ მხარდამჭერებს დაუშინეს ქვები და წყლის ბოთლები. ასევე პრობლემური იყო დავით ბაქრაძის შეხვედრაზე გამართული მეორე კონტრაქცია, რომელიც გამართა იმავე პერსონამ, რომელიც მონაწილეობდა პრაიმერისის დროს. ვგულისხმობ კახა მიქაიას. ჩვენ რამდენიმე საჯარო მოხელე დავაფიქსირეთ, რომლებიც აქციაზე სამუშაო დროს იმყოფებოდენ. მართალია, მათ თავი იმართლეს, რომ განცხადება ჰქონდათ დაწერილი, თუმცა მიგვაჩნია, რომ კანონი დაარღვიეს, რადგან სამუშაო დროს იმყოფებოდნენ იქ“.
ერთიანობაში, წინა წლებთან შედარებით, ვითარებამ მეტ-ნაკლებად მშვიდად ჩაიარა. ნაკლებად პოლიტიზებული გარემო იყო და დარღვევებიც ნაკლები დაფიქსირდა. იყო დარღვევები, მაგალითად, ორი შემთხვევა ამ კონტრაქციების, რომელიც ძაან პრობლემური იყო...ნინო ხითარიშვილი
„ერთიანობაში, წინა წლებთან შედარებით, ვითარებამ მეტ-ნაკლებად მშვიდად ჩაიარა. ნაკლებად პოლიტიზებული გარემო იყო და დარღვევებიც ნაკლები დაფიქსირდა. იყო დარღვევები, მაგალითად, ორი შემთხვევა ამ კონტრაქციების, რომელიც ძაან პრობლემური იყო“.
რაც შეეხება საჯარო მოხეელეების მიერ პოლიტიკური აქტიურობისთვის სამუშაო დროის გამოყენებას, ნინო ხითარიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის ზუგდიდელ ამომრჩეველთან შეხვედრაზე დააფიქსირეს რამდენიმე საჯარო მოხელე, თუმცა ორგანიზაციის მიერ ინფორმაციის გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ მათ შვებულების შესახებ განცხადება ჰქონდათ დაწერილი.
პლაკატების გაკვრის საკითხი არის ყველაზე მტკივნეული, რადგან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყველგან ფიქსირდება მსგავსი დარღვევები...გურამ ჩიხლაძე