ზუგდიდში მოქმედმა ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი მარგევლაშვილის, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გამოვლენილი შესაძლო კანონდარღვევების შესახებ ვიდეო და ფოტომასალა ერთმანეთისგან დმოუკიდებლად გამოაქვეყნა.
„თავისუფალი ზონის“ ვიდეო, სახელწოდებით „საჯარო მოხელეები გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო შეხვედაზე ზუგდიდში“, ასახავს საჯარო მოხელეთა ყოფნას კოალიციის შეხვედრაზე სამუშაო საათებში, რაც საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს. ვიდეოს დასასრულს თან ერთვის მინაწერი: „’საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს’ ზუგდიდის ოფისი „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრაზე საჯარო მოხელეების მონაწილეობას ვერ ხედავს“.
თავის მხრივ, „გამჭვირვალობამ“ ამავე შეხვედრაზე გამოვლენილი შესაძლო დარღვევების შესახებ ბლოგი დღეს, 11 ოქტომბერს, გამოაქვეყნა. მიუხედავად ამისა, „თავისუფალი ზონა“ ორგანიზაციას ტენდენციურობაში ადანაშაულებს.
„ამ არასამთავრობოს დიდ პატივს ვცემთ. მათ ძალიან კარგად იმუშავეს ბაქრაძის შეხვედრის დროს, განსხვავებით კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატის ზუგდიდში ვიზიტის დაკვირვებისგან. ჩვენ მიერ გამოქვეყნებული მასალის შემდეგ დადეს მათ რაღაც გაუგებარი ფოტოები“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას „თავისუფალი ზონის“ რეპორტიორმა ქრისტი შონიამ.
მის საპასუხოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური კოორდინატორი მალხაზ ჭკადუა ამბობს, რომ არ ჰქონდა მნიშვნელობა, როდის ან ვინ გამოაქვეყნებდა მასალას მარგველაშვილის ზუგდიდელ ამომრჩეველთან შეხვედრაზე, რომ მათ მუშაობის საკუთარი სტანდარტი აქვთ, რაც ნებისმიერი ინფორმაციის გადამოწმებას გულისხმობს:
„ჩვენ ბლოგს არ ვაქვეყნებთ ფაქტების გადამოწმების გარეშე და შესაბამისი დოკუმენტაციების არსებობის გარეშე. ამ შემთხვევაში დაგვჭირდა იმ პირებზე საჯარო ინფორმაციის მიღება, რომლებიც ბლოგში არიან ნახსენები. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს გამოაქვეყნებდა ვინმე ვიდეოს თუ არა. ჩვენ ჩვენი გრაფიკით და პრინციპით ვმუშაობთ“.
მალხაზ ჭკადუა „თავისუფალ ზონას“ საქართველოს კანონმდებლობაში ჩახედვასაც ურჩევს, რადგან მათ ვიდეოში კანონდამრღვევებად მიჩნეულ გამგებლებს სინამდვილეში მსგავს შეხვედრებში მონაწილეობის უფლება აქვთ.
მისი თქმით, ტენდენციურობა არ იკვეთება მათ მუშაობაში, რადგან ორივე - ბაქრაძისა და მარგველაშვილის - შეხვედრაზე მასალები ერთი და იმავე პერიოდულობით, აქციიდან მესამე დღეს გამოქვეყნდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ აქციაზე სამუშაო დროს დაფიქსირებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის თანამშრომელი ზვიად მალაზონია რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, რომ ის არ ესწრებოდა მარგველაშვილის ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრას:
„მეგობარს პირად საქმეზე შევხვდი. ის იმწუთას იქ იმყოფებოდა. აგიტაციას არ ვეწეოდი. ვიდეომასალით დამიდასტურონ, რამდენი ხანი ვიმყოფებოდი შეხვედრის ტერიტორიაზე“.
მის საპასუხოდ „გამჭვირვალობის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურმა კოორდინატორმა აღნიშნა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა ხანგრძლივობით იმყოფებოდა აქციაზე კონკრეტული საჯარო მოხელე, რადგან ამ შემთხვევაში არ სარგებლობდა შვებულებით და სამუშაო დროს შეხვედრაზე დაფიქსირებით საქართველოს კანონმდებლობა დაარღვია.
ფოტოკოლაჟში დაფიქსირებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალიაც, რომელიც არ იმყოფებოდა ამ დროს შვებულებით.
„აქციის დღეს მე ვასრულებდი ჩემს მოვალეობას, როგორც ყოველდღე ვაკეთებ, რადგან ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სამსახურს წარმოვადგენ. ბულვარის ტერიტორიაზე ზედამხედველობის სამსახურთან ერთად ვაკვირდებოდი დასუფთავების კუთხით ხომ არ იყო რაიმე პრობლემა. მე ასევე ვიმყოფებოდი დავით ბაქრაძის ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრაზეც“, - აცხადებს თენგიზ ქობალია.
9 სექტემბერს ზუგდიდში კოალიცია „ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრას ესწრებოდნენ ქალაქ ფოთის მერი და სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების გამგებლები. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ისინი პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან. შესაბამისად, აგიტაციაში მონაწილეობის უფლება ნებისმიერ დროს აქვთ.
„თავისუფალი ზონის“ ვიდეო, სახელწოდებით „საჯარო მოხელეები გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო შეხვედაზე ზუგდიდში“, ასახავს საჯარო მოხელეთა ყოფნას კოალიციის შეხვედრაზე სამუშაო საათებში, რაც საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს. ვიდეოს დასასრულს თან ერთვის მინაწერი: „’საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს’ ზუგდიდის ოფისი „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრაზე საჯარო მოხელეების მონაწილეობას ვერ ხედავს“.
თავის მხრივ, „გამჭვირვალობამ“ ამავე შეხვედრაზე გამოვლენილი შესაძლო დარღვევების შესახებ ბლოგი დღეს, 11 ოქტომბერს, გამოაქვეყნა. მიუხედავად ამისა, „თავისუფალი ზონა“ ორგანიზაციას ტენდენციურობაში ადანაშაულებს.
„ამ არასამთავრობოს დიდ პატივს ვცემთ. მათ ძალიან კარგად იმუშავეს ბაქრაძის შეხვედრის დროს, განსხვავებით კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატის ზუგდიდში ვიზიტის დაკვირვებისგან. ჩვენ მიერ გამოქვეყნებული მასალის შემდეგ დადეს მათ რაღაც გაუგებარი ფოტოები“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას „თავისუფალი ზონის“ რეპორტიორმა ქრისტი შონიამ.
მის საპასუხოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური კოორდინატორი მალხაზ ჭკადუა ამბობს, რომ არ ჰქონდა მნიშვნელობა, როდის ან ვინ გამოაქვეყნებდა მასალას მარგველაშვილის ზუგდიდელ ამომრჩეველთან შეხვედრაზე, რომ მათ მუშაობის საკუთარი სტანდარტი აქვთ, რაც ნებისმიერი ინფორმაციის გადამოწმებას გულისხმობს:
„ჩვენ ბლოგს არ ვაქვეყნებთ ფაქტების გადამოწმების გარეშე და შესაბამისი დოკუმენტაციების არსებობის გარეშე. ამ შემთხვევაში დაგვჭირდა იმ პირებზე საჯარო ინფორმაციის მიღება, რომლებიც ბლოგში არიან ნახსენები. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს გამოაქვეყნებდა ვინმე ვიდეოს თუ არა. ჩვენ ჩვენი გრაფიკით და პრინციპით ვმუშაობთ“.
მალხაზ ჭკადუა „თავისუფალ ზონას“ საქართველოს კანონმდებლობაში ჩახედვასაც ურჩევს, რადგან მათ ვიდეოში კანონდამრღვევებად მიჩნეულ გამგებლებს სინამდვილეში მსგავს შეხვედრებში მონაწილეობის უფლება აქვთ.
აქციის დღეს მე ვასრულებდი ჩემს მოვალეობას, როგორც ყოველდღე ვაკეთებ, რადგან ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სამსახურს წარმოვადგენ. ბულვარის ტერიტორიაზე ზედამხედველობის სამსახურთან ერთად ვაკვირდებოდი დასუფთავების კუთხით ხომ არ იყო რაიმე პრობლემა...თენგიზ ქობალია