ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობა, წინა წლების მსგავსად, წელსაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ათასობით ლარს ისეთ პროექტებზე ხარჯავს, რომლებიც არ წარმოადგენდნენ ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტებს, და ნაკლები ყურადღება ეთმობოდა სოციალური პროექტების განხორციელებას.
ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისში აცხადებენ, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ პრიორიტეტების განსაზღრისას უნდა შეისწავლოს მოსახლეობის ძირითადი საჭიროებები, რათა თანხა მიზნობრივად გადანაწილდეს. ორგანიზაციის ანალიტიკოსის არჩილ თოდუას თქმით, ზუგდიდში 11 ათასი ადამიანია რეგისტრირებული როგორც სოციალურად დაუცველი და აქედან ძალიან მცირე ნაწილი იღებს დახმარებას მუნიციპალიტეტისგან:
„დისკრიმინაციული კრიტერიუმებია გამგეობის მიერ წარმოდგენილი და მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილს აქვს რეალურად შესაძლებლობა გახდეს ბენეფიციარი. დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 700 ათასი ლარით ფინანსდება საფეხბურთო კლუბი „ზუგდიდი“. მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ფეხბურთის მიმართ, მიმაჩნია, რომ თითქმის 3,03% არის დღევანდელი ბიუჯეტის 700 ათასი ლარი და ის არ უნდა იხარჯებოდეს ისეთ საქმეში, რომელსაც განსაკუთრებულად დიდი ეფექტი არ მოაქვს“.
ზუგდიდის გამგეობაში აცხადებენ, რომ მათთვის პრიორიტეტული სოციალური პროგრამებია, თუმცა მათი დაფინანსება ხდება ბიუჯეტის ოდენობიდან გამომდინარე. საფინანსო სამსახურის საბიუჯეტო განყოფილების უფროსმა თამარ ნასარიძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ 2013 წელს სოციალური პროგრამების დაფინანსება ნახევარი მილიონით გაიზარდა:
„ადგილობრივი ბიუჯეტი ორმილიონ-ნახევარია - ის, რაც ადგილზე რჩება, დანარჩენი ცენტრალურ ბიუჯეტში მიდის. იმდენად მცირეა ბიუჯეტი, რომ მეტ თანხებს ჩვენ ვერ დავგეგმავდით. სოციალური პროგრამები შარშან იყო 450 ათასი და წელს არის 973 ათასი. წლის ბოლომდე, როცა ცვლილებები შევა ბიუჯეტში და ვხედავთ, თანხებია გაზრდილი, შემდეგ ვამატებთ კიდევ“.
რაც შეეხება საფეხბურთო გუნდს, თამილა ნასარიძე აცხადებს, რომ ის 700 ათასით დაფინანსდა, რადგან გუნდს სხვა სპონსორი არ ჰყავს. მისივე თქმით, ბიუჯეტის დაგეგმარება ყოველ წელს მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით ხდება და არის ტენდენცია, რომ ყოველ წელს გაიზარდოს სოციალური პროგრამების დაფინანსება.
იმ მიზნით, რომ გამგეობამ მომავალში სწორად განსაზღვროს ბიუჯეტის პრიორიტეტები, ორგანიზაცია „სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრმა“ საკუთარი წინადადება წარუდგინა გამგეობას.
„სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრის“ წარმომადგენელ ნუგზარ გაბელიას თქმით, რეკომენდაციების შეთავაზება მოხდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის დროებით მოვალეობის შემსრულებლის ედიშერ თოლორაიას ბრძანების თანახმად. ეს არასამთავრობო ორგანიზაციებს შესაძლებლობას აძლევს გამგეობას წარუდგინონ წინადადებები 2014 და მომდევნო სამი წლის პრიორიტეტების შესამუშავებლად.
ცენტრში აცხადებენ, რომ მათ მიერ შეირჩა ქალაქისთვის მნიშვნელოვანი სამი საკითხი - მუნიციპალიტეტის დასუფთავება და ნარჩენების გატანა, პარკირების სისტემა და სასტიპენდიო პროგრამები:
„ამ საკითხების შერჩევა მოხდა იმიტომ, რომ სამივე ძალიან აქტუალურია ქალაქისთვის. დასუფთავება ნომერ პირველი პრობლემაა გამგეობისთვის. არ არის ფინანსური და მატერიალური რესურსები. ჩვენ მიერ წარმოდგენილი წინადადებები შესაძლებლობას მისცემს მათ გაზარდონ თავიანთი ფინანსური აქტივები და, თუ მთლიანად არა, ნაწილობრივ მაინც გადაიჭრას პრობლემები“.
„სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრი“ გამოთქვამს მზადყოფნას, დაინტერესების შემთხვევაში, გამგეობასთან ერთად იმუშაოს საკითხების გადასაჭრელად.
თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თოდუამ.
მისი განცხადებით, ცენტრის მიერ წარმოდგენილი სტრატეგიები საკმაოდ საინტერესოა და გამგეობა, „დიდი ალბათობით“, ითანამშრომლებს ამ ჯგუფთან.
ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისში აცხადებენ, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ პრიორიტეტების განსაზღრისას უნდა შეისწავლოს მოსახლეობის ძირითადი საჭიროებები, რათა თანხა მიზნობრივად გადანაწილდეს. ორგანიზაციის ანალიტიკოსის არჩილ თოდუას თქმით, ზუგდიდში 11 ათასი ადამიანია რეგისტრირებული როგორც სოციალურად დაუცველი და აქედან ძალიან მცირე ნაწილი იღებს დახმარებას მუნიციპალიტეტისგან:
„დისკრიმინაციული კრიტერიუმებია გამგეობის მიერ წარმოდგენილი და მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილს აქვს რეალურად შესაძლებლობა გახდეს ბენეფიციარი. დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 700 ათასი ლარით ფინანსდება საფეხბურთო კლუბი „ზუგდიდი“. მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ფეხბურთის მიმართ, მიმაჩნია, რომ თითქმის 3,03% არის დღევანდელი ბიუჯეტის 700 ათასი ლარი და ის არ უნდა იხარჯებოდეს ისეთ საქმეში, რომელსაც განსაკუთრებულად დიდი ეფექტი არ მოაქვს“.
ზუგდიდის გამგეობაში აცხადებენ, რომ მათთვის პრიორიტეტული სოციალური პროგრამებია, თუმცა მათი დაფინანსება ხდება ბიუჯეტის ოდენობიდან გამომდინარე. საფინანსო სამსახურის საბიუჯეტო განყოფილების უფროსმა თამარ ნასარიძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ 2013 წელს სოციალური პროგრამების დაფინანსება ნახევარი მილიონით გაიზარდა:
სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრის“ წარმომადგენელ ნუგზარ გაბელიას თქმით, რეკომენდაციების შეთავაზება მოხდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის დროებით მოვალეობის შემსრულებლის ედიშერ თოლორაიას ბრძანების თანახმად...თამილა ნასარიძე