“პოლიტიკაში იმ ასაკში უნდა მივიდეს ადამიანი, როდესაც მისი... თუ გნებავთ, სექსუალური ლტოლვის ადრეფიზიოლოგიური ეტაპი გადალახულია, ანუ მე მოწიფულ ასაკზე გესაუბრებით, როდესაც უკვე ადამიანს აქვს სრულად გააცნობიეროს ყველა ის რეალობა, რომელიც მის წინაშე არის”. ამ სიტყვებს ყურადღებასაც არავინ მიაქცევდა, ვინმე არჩილ კბილაშვილს, “ქართული ოცნების” წევრსა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ადვოკატს რომ არ ეთქვა.
სავარაუდოდ, კბილაშვილი მოწიფული და ზომიერად ფერხორციანი მამაკაცია. სულ მცირე იმიტომ, რომ თვითონ პოლიტიკაში მივიდა. რაც, მისივე ლოგიკით, იმას ნიშნავს, რომ იგი სრულად აცნობიერებს იმ რეალობას, რომელიც მის წინაშე არის, რამდენადაც მას სექსუალური ლტოლვის ადრეფიზიოლოგიური ეტაპი გადალახული აქვს. მგონი, ეს ეტაპი “ქართული ოცნების” ლიდერსაც გავლილი უნდა ქონდეს. ყოველ შემთხვევაში, როგორც ვიდეოჩანაწერიდან ჩანს, ივანიშვილს მისი ადვოკატის საწინააღმდეგო არაფერი აქვს.
მოცემულ შემთხვევაში, კბილაშვილის სიტყვებზე უფრო ივანიშვილის დუმილია საგულისხმო. ნუთუ იზიარებს იგი თავისი ადვოკატის აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ კარგი პოლიტიკოსი, მოწიფული ანუ დინჯი, თვინიერი, მშვიდი მოქალაქე უნდა იყოს, ვისაც არანაირი ქალი/კაცი არ აღელვებს სექსუალურად?
მაგრამ ამბავი აქ არ თავდება. სტილის დაცვით, სააკაშვილი ნამდვილი მონსტრი გამოდის. რამდენადაც, ქართველი პოლიტიკოსებიდან სექსთან მხოლოდ და მხოლოდ იგი ასოცირდება. მასთან შედარებით, რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, დანარჩენები სრულიად ასექსუალურები ჩანან. რომელ ერთზე გვსმენია იმდენი სექსუალური თავგადასავალი და ეროტული შინაარსის ჭორი, რამდენიც სააკაშვილზე? ვისი სახელის გარშემო ტრიალებს იმდენი სექსუალური ლტოლვის ობიექტი, რამდენიც სააკაშვილისაზე? მის გარდა რომელ ქართველ პოლიტიკოსს აქვს რამდენადმე გამოხატული ლიბიდო? ვინაა მასავით ერთდროულად პოლიტიკურად მკვირცხლი და სექსუალურად მხნე?
მერედა, რას უპირისპირებს ამ მონსტრს “ქართული ოცნება”? ნუთუ პოლიტიკურ სიმშვიდეს და სექსუალურ სიმთხლევეს? ნუთუ ვინმეს მართლა გონია, რომ მთხლეობით მხნეობას დაამარცხებს? ნუთუ ესაა სიმწიფე? ძალიან სამწუხაროა, თუკი არც ერთი მრჩეველი არ ეუბნება მთავარ მეოცნებეს, რომ ფორმულა “მთხლეობითა მხნეობის დამთრგუნველი” არ იმუშავებს. სამწუხაროა, რამდენადაც, როგორც ჩანს, თავად მეოცნებე ვერ ხვდება, რომ კბილაშვილისნაირი მწიფე ხალხის გვერდში ამოყენებით, ისევ სააკაშვილის წისქვილზე ასხამს წყალს.
დაბოლოს, ძალიან არ მომწონს, რომ ამ დისკურსებს შორის ვართ გაჩხერილი. სამწუხაროა, რომ უხეშად სწორედ ამ ორიდან უნდა აირჩეს ერთი: ან პოლიტიკურად მკვირცხლი, სექსუალურად მხნე, ან პოლიტიკურად მშვიდი, სექსუალურად მთხლე. სამწუხარო კი ისაა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში შედეგი ერის დიაგნოზი იქნება.