ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ახალი ამბავი, რომლითაც გასული სამუშაო კვირა დაიწყო, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსის დავით კეზერაშვილის დაკავებას უკავშირდება. 14 ოქტომბერს იგი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, პარიზისა და თბილისის ინტერპოლის ბიუროების თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთში დააკავეს. ოფიციალური ცნობით, დავით კეზერაშვილს ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში, ფულის გათეთრებასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში.
საქართველოს მთავარი პროკურატურა დავით კეზერაშვილის ექსტრადირებას გეგმავს. თავად პროკურატურა კი გასულ სამუშაო კვირაში ყურადღების ცენტრში ძირითადად ერთი წლის ანგარიშის საზოგადოებისათვის წარდგენის გზით აღმოჩნდა. რა გაკეთდა ერთი წლის განმავლობაში, როგორ უნდა განვითარდეს და როგორ უნდა მოიპოვოს საზოგადოების ნდობა პროკურატურამ - ამ საკითხებზე მსჯელობა 18 ოქტომბერს გაიმართა, მთავარმა პროკურორმა კი წარმატებული ნაბიჯები 11 პუნქტად ჩამოაყალიბა. არჩილ კბილაშვილმა ციფრებში ასახა ცვლილებები სამართლებრივი დევნის პროცესებთან დაკავშირებითაც:
“2012 წლის 1 ნოემბრიდან სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული იქნა წინა ხელისუფლების 7 პოლიტიკური თანამდებობის პირის, ანუ წინა მთავრობის 7 მინისტრის, ქალაქ თბილისის მერისა და 300 სხვა საჯარო მოხელის მიმართ. ასევე დევნა იქნა დაწყებული ახალი ხელისუფლების დროს დანიშნული 33 საჯარო მოხელის მიმართ“.
საქართველოს მთავარ პროკურორს გასულ კვირაში პასუხის გაცემა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებული საქმის გამოძიების შესახებაც მოუხდა. მისი განმარტებების თანახმად, საქმეში არის ახალი მტკიცებულებები, ახალი გარემოებები და ახალი ვერსია, თუმცა დარჩენილი საგამოძიებო პროცედურები არაპროგნოზირებადია და, შესაბამისად, არაპროგნოზირებადია საქმის გახსნის ვადებიც. თავის მხრივ, საქმის უახლოეს მომავალში გახსნას ვარაუდობს ზურაბ ჟვანიას ძმა, დეპუტატი გოგლა ჟვანია:
“შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ საქმეში არის ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რაც ჩვენ აქამდე არ ვიცოდით. ეს მტკიცებულებები გახდა ხელმისაწვდომი გამოძიებისთვისაც და ოჯახებისთვისაც მას შემდეგ, რაც გამოძიების პროცესი განახლდა. და შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს დეტალები გახდება წინაპირობა იმისა, რომ ეს საქმე უახლოეს მომავალში გაიხსნება“.
საზოგადეობისთვის განსაკუთრებული ინტერესის მქონე ეს საქმე კვირის განმავლობაში არაერთი დისკუსიისა და კომენტარის საგნად იქცა, რამაც გააჩინა აზრი, რომ ზურაბ ჟვანიას საქმის გააქტუალურება მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება.
მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები კი, თავის მხრივ, გასული სამუშაო კვირის მთავარი პოლიტიკური პროცესი იყო. გახურებული საარჩევნო კამპანიის ფონზე აქტიურობდნენ საერთაშორისო მეთვალყურეებიც. წინასაარჩევნო გარემო მშვიდია, არსებული საკანონმდებლო ბაზა ხარისხიანი არჩევნების ჩატარების საშუალებას იძლევა, მაგრამ ვლინდება პოლიტიკური დაძაბულობა და გარკვეული სახის დარღვევები - ამ შინაარსის შუალედური ანგარიში გასულ კვირაში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა გამოაქვეყნა. ანგარიში 19 სექტემბრიდან 11 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. ეუთოს ანგარიშში ასახული
შენიშვნების ნაწილი აისახა ასევე „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაციის“ წინასაარჩევნო პერიოდის შემფასებელ მეხუთე ანგარიშში, რომლის პრეზენტაციაც 15 ოქტომბერს გაიმართა. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ, წინა არჩევნებთან შედარებით, გარემო გაუმჯობესებულია, თუმცა დარღვევები მაინც არის:
“ყველაზე მნიშვნელოვან ტენდენციად გამოიკვეთა ზეწოლა საარჩევნო კომისიის წევრებზე მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან, რომ მათთვის სასურველი პირებით დაეკომპლექტებინათ საუბნო კომისიები. ასევე გამოიკვეთა „ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიის ხელის შეშლის მცდელობები, როგორც ტენდენცია. დაფიქსირდა ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები. ერთ-ერთი ჩვენ მიერ უკვე დადასტურდა, ხოლო მეორეს ჯერ ისევ სამართალდამცავი ორგანოები იკვლევენ. დაფიქსირდა ამომრჩეველზე ზეწოლის შემთხვევები, ასევე დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები. კერძოდ, საჯარო მოხელეთა უკანონო მონაწილეობა აგიტაციაში როგორც მმართველი კოალიციის კანდიდატის, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის სასარგებლოდ“.
თბილისში აკრედიტებული დიპლომატების ერთი ჯგუფის მხედველობის არეში კი წინასაარჩევნო მედია, კერძოდ, საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესები და სამეურვეო საბჭოს წევრების გადადგომასთან დაკავშირებით არსებული ზეწოლის ბრალდებები მოექცა. 18 ოქტომბერს მათ ერთობლივ განცხადებაში მოუწოდეს მხარეებს, რომლებსაც კონკრეტული საჩივრები აქვთ, თავიანთი წუხილების წარსადგენად ეროვნული მექანიზმებითა და ინსტიტუტებით ისარგებლონ. ელჩების სამუშაო ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ძირითადად ელჩებს ეუთოს წევრი სახელმწიფოებიდან, მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას, კერძოდ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, კანონის უზენაესობისა და მედიის თანაბარი ხელმისაწვდომობის პრინციპებს.
ამ პრინციპებზე, შიდა პოლიტიკური რაკურსით, 17 ოქტომბერს ისაუბრეს ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მასთან მიწვეულმა ჟურნალისტებმა. ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდური მედიისა და რადიოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დროის დიდი მონაკვეთი სამოქალაქო საზოგადოებაში თავისი სამომავლოდ გადასვლისა და იქიდან მთავრობასთან მუშაობის საკითხს დაუთმო და ისაუბრა იმაზეც, თუ როგორ ცდილობენ მინისტრები მას პოსტის დატოვების განზრახვა გადააფიქრებინონ:
“ვიზიტების დროს რამდენიმე მინისტრი მაცილებს ყოველთვის და - სამი საათი იქით, სამი საათი აქეთ - ხელჩაჭიდებული ომი გვაქვს. ფანჯიკიძე იყო ბოლოს და პეტრიაშვილიც, იყო კვირიკაშვილიც და ვერ ვუსაბუთებ, რამეთუ შიგნით ეს განცდა აქვთ, და ისევ გიორგი მარგველაშვილი დამეხმარა: პელე ხარ გუნდშიო და არავის უნდა პელე წავიდეს გუნდიდანო. უკაცრავად, რომ ჩემს თავზე ვსაუბრობ, მაგრამ მესმის მთავრობის წევრების, რომ არ უნდათ ეს კაცი გამოაკლდეს გუნდს... ყოველდღიური ჩარევა არც იქნება და არც უნდა ხდებოდეს. თუ სტრატეგიულად მე რამე იდეა გამიჩნდება, შემიძლია ეს საჯაროდ განვაცხადო. შემიძლია ისე დავურეკო, თუ ამის სურვილი გაუჩნდებათ. თუ დარეკვის საშუალებას არ მომცემენ, ამის თავისუფლებაც აქვთ. არავითარი ვალდებულება არ აქვთ, რომ მე დავურეკო და რამე ავუხსნა. შემიძლია საჯაროდ გავაცნო. არ მომისმენენ, შემიძლია საჯაროდ გავაკრიტიკო“.
ამ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ ურჩია კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს, არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში, თუკი პირველ ტურში გამარჯვებისთვის საჭირო ხმათა რაოდენობას ვერ დააგროვებს. ეს რჩევა, თავის მხრივ, გასული სამუშაო კვირის ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ ინტრიგად იქცა. ექსპერტები და „ქართული ოცნების“ ოპონენტები მიიჩნევენ, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება ემსახურება როგორც ამომრჩევლის, ისე თავად გიორგი მარგველაშვილის გააქტიურების მცდელობას.
საგარეო პოლიტიკური აქტიურობის პოზიტიურ შედეგებს კი ხელისუფლება დიდი იმედით ელის ვილნიუსის სამიტზე, რომელზეც საქართველოს ოფიციალური მიწვევის შესახებ ცნობილი 16 ოქტომბერს გახდა. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი 28-29 ნოემბერს გაიმართება. ვილნიუსის სამიტზე საქართველო და მოლდოვა ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას, ხოლო უკრაინა ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას ელოდება.
ექსპერტი საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე ფიქრობს, რომ პროცესი აღმოსავლეთ პარტნიორების მიმართ რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა დააჩქარა, თუმცა ევროკავშირის გააქტიურებამ, შესაძლოა, თავის მხრივ, რუსეთის კიდევ უფრო მეტი აგრესია განაპირობოს:
„ეს იქნება გარკვეულწილად ათვლის წერტილი ახალი ტალღისა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში, რასაც, ალბათ, დაძაბულობის იერი უფრო აქვს, ვიდრე რაიმე კონსტრუქციული მოლოდინი შეიძლება გვქონდეს... დამცავი ფარის ფუნქციას ვერ შეასრულებს ამ დოკუმენტის ვერც პარაფირება და ვერც ასოცირებული წევრობა, მაგრამ ჩვენთვის ეს გასავლელი გზა არის“.
რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის გართულების, კერძოდ, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და ღობეების მონტაჟის გამო პროტესტი ქართულმა მხარემ გასულ კვირაში გამოხატა ერგნეთში, სადაც ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის 38-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას პირველად დაესწრო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი საქართველოში ტოივო კლაარი, რომელმაც ფორმატს ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მნიშვნელოვანი მექანიზმი უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ კონკრეტულ სადავო საკითხებზე კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება შესაძლებელი იქნება.

ეს მტკიცებულებები გახდა ხელმისაწვდომი გამოძიებისთვისაც და ოჯახებისთვისაც მას შემდეგ, რაც გამოძიების პროცესი განახლდა. და შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს დეტალები გახდება წინაპირობა იმისა, რომ ეს საქმე უახლოეს მომავალში გაიხსნება...გოგლა ჟვანია

ყოველდღიური ჩარევა არც იქნება და არც უნდა ხდებოდეს. თუ სტრატეგიულად მე რამე იდეა გამიჩნდება, შემიძლია ეს საჯაროდ განვაცხადო. შემიძლია ისე დავურეკო, თუ ამის სურვილი გაუჩნდებათ. თუ დარეკვის საშუალებას არ მომცემენ, ამის თავისუფლებაც აქვთ...ბიძინა ივანიშვილი
ამ პრინციპებზე, შიდა პოლიტიკური რაკურსით, 17 ოქტომბერს ისაუბრეს ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მასთან მიწვეულმა ჟურნალისტებმა. ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდური მედიისა და რადიოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დროის დიდი მონაკვეთი სამოქალაქო საზოგადოებაში თავისი სამომავლოდ გადასვლისა და იქიდან მთავრობასთან მუშაობის საკითხს დაუთმო და ისაუბრა იმაზეც, თუ როგორ ცდილობენ მინისტრები მას პოსტის დატოვების განზრახვა გადააფიქრებინონ:
“ვიზიტების დროს რამდენიმე მინისტრი მაცილებს ყოველთვის და - სამი საათი იქით, სამი საათი აქეთ - ხელჩაჭიდებული ომი გვაქვს. ფანჯიკიძე იყო ბოლოს და პეტრიაშვილიც, იყო კვირიკაშვილიც და ვერ ვუსაბუთებ, რამეთუ შიგნით ეს განცდა აქვთ, და ისევ გიორგი მარგველაშვილი დამეხმარა: პელე ხარ გუნდშიო და არავის უნდა პელე წავიდეს გუნდიდანო. უკაცრავად, რომ ჩემს თავზე ვსაუბრობ, მაგრამ მესმის მთავრობის წევრების, რომ არ უნდათ ეს კაცი გამოაკლდეს გუნდს... ყოველდღიური ჩარევა არც იქნება და არც უნდა ხდებოდეს. თუ სტრატეგიულად მე რამე იდეა გამიჩნდება, შემიძლია ეს საჯაროდ განვაცხადო. შემიძლია ისე დავურეკო, თუ ამის სურვილი გაუჩნდებათ. თუ დარეკვის საშუალებას არ მომცემენ, ამის თავისუფლებაც აქვთ. არავითარი ვალდებულება არ აქვთ, რომ მე დავურეკო და რამე ავუხსნა. შემიძლია საჯაროდ გავაცნო. არ მომისმენენ, შემიძლია საჯაროდ გავაკრიტიკო“.
ამ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ ურჩია კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს, არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში, თუკი პირველ ტურში გამარჯვებისთვის საჭირო ხმათა რაოდენობას ვერ დააგროვებს. ეს რჩევა, თავის მხრივ, გასული სამუშაო კვირის ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ ინტრიგად იქცა. ექსპერტები და „ქართული ოცნების“ ოპონენტები მიიჩნევენ, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება ემსახურება როგორც ამომრჩევლის, ისე თავად გიორგი მარგველაშვილის გააქტიურების მცდელობას.
დამცავი ფარის ფუნქციას ვერ შეასრულებს ამ დოკუმენტის ვერც პარაფირება და ვერც ასოცირებული წევრობა, მაგრამ ჩვენთვის ეს გასავლელი გზა არის...ხათუნა ლაგაზიძე