სერბიის პრემიერ-მინისტრის, ალექსანდარ ვუჩიჩის აზრით, ევროკავშირმა ნაწილობრივ დაკარგა თავისი მიმზიდველობა ბალკანეთის ქვეყნებისათვის, რის მიზეზადაც სერბი ლიდერი მიგრანტთა კრიზისსა და ბლოკიდან ბრიტანეთის გასვლის საფრთხეს მიიჩნევს. ამ შინაარსის განცხადება ვუჩიჩმა ლონდონში ვიზიტის დროს გააკეთა. თუმცა, მისივე თქმით, სერბია მაინც იმედოვნებს, რომ გაწევრიანდება ევროკავშირში, ამ საკითხზე შარშან დაწყებული მოლაპარაკებების შედეგად. ჩვენ ყველას გვსურს ევროკავშირში შესვლა, მაგრამ ეს აღარ არის ის დიდი ოცნება, წინათ რომ იყოო, აღნიშნა ვუჩიჩმა ლონდონში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კონფერენციაზე.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1