სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის და პრევენციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რომლებიც საპყრობილეებისა და სხვა დახურული ტიპის დაწესებულებების მონიტორინგს ახორციელებდნენ, პროტესტის ნიშნად სამსახური დატოვეს. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნათია იმნაძისა და მისი მოადგილის სამსახურიდან გათავისუფლება. სახალხო დამცველის აპარატის ყოფილი თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ ომბუდსმენი თავს არიდებს სასჯელაღსრულებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების კრიტიკას და უხეშად არღვევს საკუთარი თანამშრომლების უფლებებს.
მაია გიგინეიშვილი სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის და პრევენციის დეპარტამენტში 2006 წლიდან მუშაობს. ის და მისი ორი კოლეგა - ამირან ნიკოლაიშვილი და გურამ ბენდიანიშვილი - სახალხო დამცველის სახელზე დაწერილ განცხადებაში სამსახურიდან წასვლის მიზეზად სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შექმნილი მდგომარეობის მიმართ ომბუდსმენის გულგრილ დამოკიდებულებას ასახელებს, თუმცა, როგორც მაია გიგინეიშვილმა განაცხადა, გადამწყვეტი აღმოჩნდა სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგისა და პრევენციის დეპარტამენტის უფროსის ნათია იმნაძის სამსახურიდან დათხოვნა:
„სახალხო დამცველი როცა თავისი თანამშრომლის უფლებას არღვევს, ზედმეტია საუბარი იმაზე, რომ მან შეიძლება სხვისი უფლებები დაიცვას. სახალხო დამცველი, ზოგადად, მიმართავს ხოლმე სხვადასხვა ორგანოებს უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენაზე. უკმაყოფილების მიზეზი იყო ძალიან ბევრი. იყო კომუნიკაციის აბსოლუტური არქონა, გამარჯობასაც კი არ ამბოდნენ ხოლმე. როდესაც მივდიოდით კონკრეტულ დაწესებულებაში, სახალხო დამცველი და მისი მოადგილე არ ინტერესდებოდნენ, რას ვაკეთებდით, რისთვის მივდიოდით“...
მაია გიგინეიშვილის თქმით, სახალხო დამცველი მაღალი კვალიფიკაციის თანამშრომლების სამსახურიდან გაშვებით მიზანმიმართულად ასუსტებს პრევენციის ეროვნულ მექანიზმს. ოფიციალური ინფორმაციით, პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ნათია იმნაძე და მისი მოადგილე ოთარ კვაჭაძე სამსახურიდან 2013 წლის 5 ნოემბერს მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო დაითხოვეს, რაც შემდეგ ქმედებაში გამოიხატა: 2013 წლის 29 ოქტომბერს, გეგმიური მონიტორინგის დროს ხელი არ შეუშალეს პრევენციული ჯგუფის ექსპერტ თეა თუთბერიძეს ერთი ერთზე ესაუბრა პატიმარ ბაჩო ახალაიასთან, არადა, როგორც თავად ნათია იმნაძე ამბობს, ექსპერტსაც ისეთივე უფლებამოსილება აქვს მინიჭებული ომბუდსმენის რწმუნებით, როგორიც მას და, შესაბამისად, შეუძლებელი იყო ჯგუფის რომელიმე წევრს ხელი შეეშალა მეორისთვის:
„მიმაჩნია, რომ დასახელებული მიზეზი არის ფორმალური და ჩვენი გათავისუფლება უკავშირდება იმას, რომ ჩვენ მიერ ობიექტურად ხდებოდა სასჯელაღსრულების სისტემაში და სხვა დახურულ დაწესებულებებში არსებული სიტუაციის შეფასება. ჩვენ ვითხოვდით გარკვეული საკითხების გასაჯაროებას და ამის გამო გვქონდა კამათი ხელმძღვანელობასთან. მე ვფიქრობ, რომ ახლანდელი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი არ არის დამოუკიდებელი და იგი შეზღუდულია და არ არის ანგარიშვალდებული მხოლოდ პარლამენტის წინაშე“.
არადა, კანონით, ომბუდსმენი ანგარიშვალდებული მხოლოდ პარლამენტის წინაშეა. შესაბამისად, ოპოზიციონერი დეპუტატის აკაკი მინაშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხს გვერდს ვერ აუვლის ვერც შესაბამისი პროფილის კომიტეტი და ვერც მთლიანად პარლამენტი. დეპუტატის თქმით, ვითარების სერიოზულობაზე მეტყველებს ის, რომ განგაშს ტეხს არა რომელიმე პარტია, არამედ ომბუდსმენის ინსტიტუტის ნაწილი.
„ის ფაქტი, რომ სახალხო დამცველი ცდილობდა, როგორმე მიეჩქმალა პრობლემები სასჯელაღსრულების სისტემაში, ამაზე დიდი დავა საჭირო არ არის. შემიძლია მაგალითი მოგიყვანოთ, როცა გავრცელდა კადრები, თუ როგორ უსმენდნენ ბაჩო ახალაიას და პარლამენტის წევრს (ჩემს თავს ვგულისხმობ). ასევე უსმენდნენ მონიტორინგისა და პრევენციის ჯგუფის წევრს, რომლის ხმის ჩაწერაც ხდებოდა, რაც ფუნდამენტური დარღვევაა. ამაზე სახალხო დამცველის პოზიცია არ გაგვიგია. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობს სახალხო დამცველი არ გაამახვილოს ყურადღება სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე პრობლემებზე“, უთხრა აკაკი მინაშვილმა რადიო თავისუფლებას.
სახალხო დამცველის აპარატში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტიც, რომლის თავმჯდომარის მოადგილის გედევან ფოფხაძის თქმით, მონიტორინგისა და პრევენციის დეპარტამენტი ვერ გამოირჩეოდა კარგი მუშაობით:
„წლების განმავლობაში რომ არაკვალიფიციურად კეთდებოდა მონიტორინგი, ეს დრომ გამოაჩინა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა მოხდა, რამდენად ჰქონდა საფუძველი სახალხო დამცველს ეს გაეკეთებინა, მაგას საფუძვლიანი გამოკვლევა სჭირდება. პიროვნულად უჩა ნანუაშვილი კარგი ადამიანია და საქმეს კარგად აკეთებს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჯერ მიჭირს რამის თქმა“.
დღის ბოლოს ყოფილი თანამშრომლების ბრალდებებს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. უჩა ნანუშვილის თქმით, ომბუდსმენის აპარატის მონიტორინგის და პრევენციის დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი გახდა სახალხო დამცველის პირდაპირი და ლეგიტიმური მითითებების ბრალეული, უხეში შეუსრულებლობა, რაც, მისი თქმით, დადასტურებულია შიდასამსახურებრივი მოკვლევის ოქმითა და სახალხო დამცველის ბრძანებით:
„ადგილი ჰქონდა სახალხო დამცველთან არაკოორდინირებულ, შეუთანხმებელ მოქმედებებს, რაც ქმნიდა სახალხო დამცველის საქმიანობის დისკრედიტაციის საშიშროებას. თავიანთი ყოველდღიური საქმიანობით, თვისებებითა და საქმისადმი დამოკიდებულებით ისინი ზიანს აყენებდნენ სახალხო დამცველის ოფისს. საქართველოს სახალხო დამცველი აბსურდულს, გამაოგნებელსა და უტიფარს უწოდებს ნათია იმნაძის ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მისი და მისი მოადგილის სამსახურიდან გათავისუფლება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის კრიტიკის გამო მოხდა“.
უჩა ნანუშვილს ამ და სხვა არგუმენტების წარმოდგენა, სავარაუდოდ, სასამართლოშიც მოუწევს. ნათია იმნაძე და სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის და პრევენციის დეპარტამენტის თანამშრომლები სარჩელის სასამართლოში შეტანას აპირებენ.
მაია გიგინეიშვილი სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის და პრევენციის დეპარტამენტში 2006 წლიდან მუშაობს. ის და მისი ორი კოლეგა - ამირან ნიკოლაიშვილი და გურამ ბენდიანიშვილი - სახალხო დამცველის სახელზე დაწერილ განცხადებაში სამსახურიდან წასვლის მიზეზად სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შექმნილი მდგომარეობის მიმართ ომბუდსმენის გულგრილ დამოკიდებულებას ასახელებს, თუმცა, როგორც მაია გიგინეიშვილმა განაცხადა, გადამწყვეტი აღმოჩნდა სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგისა და პრევენციის დეპარტამენტის უფროსის ნათია იმნაძის სამსახურიდან დათხოვნა:
„სახალხო დამცველი როცა თავისი თანამშრომლის უფლებას არღვევს, ზედმეტია საუბარი იმაზე, რომ მან შეიძლება სხვისი უფლებები დაიცვას. სახალხო დამცველი, ზოგადად, მიმართავს ხოლმე სხვადასხვა ორგანოებს უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენაზე. უკმაყოფილების მიზეზი იყო ძალიან ბევრი. იყო კომუნიკაციის აბსოლუტური არქონა, გამარჯობასაც კი არ ამბოდნენ ხოლმე. როდესაც მივდიოდით კონკრეტულ დაწესებულებაში, სახალხო დამცველი და მისი მოადგილე არ ინტერესდებოდნენ, რას ვაკეთებდით, რისთვის მივდიოდით“...
მაია გიგინეიშვილის თქმით, სახალხო დამცველი მაღალი კვალიფიკაციის თანამშრომლების სამსახურიდან გაშვებით მიზანმიმართულად ასუსტებს პრევენციის ეროვნულ მექანიზმს. ოფიციალური ინფორმაციით, პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ნათია იმნაძე და მისი მოადგილე ოთარ კვაჭაძე სამსახურიდან 2013 წლის 5 ნოემბერს მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო დაითხოვეს, რაც შემდეგ ქმედებაში გამოიხატა: 2013 წლის 29 ოქტომბერს, გეგმიური მონიტორინგის დროს ხელი არ შეუშალეს პრევენციული ჯგუფის ექსპერტ თეა თუთბერიძეს ერთი ერთზე ესაუბრა პატიმარ ბაჩო ახალაიასთან, არადა, როგორც თავად ნათია იმნაძე ამბობს, ექსპერტსაც ისეთივე უფლებამოსილება აქვს მინიჭებული ომბუდსმენის რწმუნებით, როგორიც მას და, შესაბამისად, შეუძლებელი იყო ჯგუფის რომელიმე წევრს ხელი შეეშალა მეორისთვის:
ის ფაქტი, რომ სახალხო დამცველი ცდილობდა, როგორმე მიეჩქმალა პრობლემები სასჯელაღსრულების სისტემაში, ამაზე დიდი დავა საჭირო არ არის. შემიძლია მაგალითი მოგიყვანოთ, როცა გავრცელდა კადრები, თუ როგორ უსმენდნენ ბაჩო ახალაიას და პარლამენტის წევრს (ჩემს თავს ვგულისხმობ). ასევე უსმენდნენ მონიტორინგისა და პრევენციის ჯგუფის წევრს...აკაკი მინაშვილი
არადა, კანონით, ომბუდსმენი ანგარიშვალდებული მხოლოდ პარლამენტის წინაშეა. შესაბამისად, ოპოზიციონერი დეპუტატის აკაკი მინაშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხს გვერდს ვერ აუვლის ვერც შესაბამისი პროფილის კომიტეტი და ვერც მთლიანად პარლამენტი. დეპუტატის თქმით, ვითარების სერიოზულობაზე მეტყველებს ის, რომ განგაშს ტეხს არა რომელიმე პარტია, არამედ ომბუდსმენის ინსტიტუტის ნაწილი.
„ის ფაქტი, რომ სახალხო დამცველი ცდილობდა, როგორმე მიეჩქმალა პრობლემები სასჯელაღსრულების სისტემაში, ამაზე დიდი დავა საჭირო არ არის. შემიძლია მაგალითი მოგიყვანოთ, როცა გავრცელდა კადრები, თუ როგორ უსმენდნენ ბაჩო ახალაიას და პარლამენტის წევრს (ჩემს თავს ვგულისხმობ). ასევე უსმენდნენ მონიტორინგისა და პრევენციის ჯგუფის წევრს, რომლის ხმის ჩაწერაც ხდებოდა, რაც ფუნდამენტური დარღვევაა. ამაზე სახალხო დამცველის პოზიცია არ გაგვიგია. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობს სახალხო დამცველი არ გაამახვილოს ყურადღება სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე პრობლემებზე“, უთხრა აკაკი მინაშვილმა რადიო თავისუფლებას.
ადგილი ჰქონდა სახალხო დამცველთან არაკოორდინირებულ, შეუთანხმებელ მოქმედებებს, რაც ქმნიდა სახალხო დამცველის საქმიანობის დისკრედიტაციის საშიშროებას. თავიანთი ყოველდღიური საქმიანობით, თვისებებითა და საქმისადმი დამოკიდებულებით ისინი ზიანს აყენებდნენ სახალხო დამცველის ოფისს...უჩა ნანუაშვილი