„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 19 აპრილს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ, ყველა პატრიოტს მიტიგნზე იწვევს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მიტინგის მიზანია დღევანდელ მთავრობას დაანახვონ, რომ საქართველოს გზა მიდის ევროპისკენ და არა რუსეთისკენ. რატომ დააანონსა ორი თვით ადრე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიტინგის შესახებ ინფორმაცია და რატომ მიიჩნევენ ”ქართულ ოცნებაში”, რომ ეს არის კონფრონტაციის გაგრძელების მცდელობა?
”საქართველო ისტორიულად ძალიან ხშირად დგებოდა გზაჯვარედინზე, ჩვენს უახლეს ისტორიაში რამდენიმეჯერ დამდგარა საქართველო განსაცდელის წინაშე და საქართველოს ხშირად უწევდა არჩევანის გაკეთება”,- ამ სიტყვებით დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი, რომელზეც 19 აპრილს დაგეგმილი მიტინგი დააანონსა:
”დღევანდელი ხელისუფლების ბუნდოვანი და არამკაფიო პოზიცია საქართველოს მომავალზე, საქართველოს ორიენტაციაზე, ჩვენ გვაძლევს საფუძველს, რომ კიდევ ერთხელ ქართველი ხალხი შევიკრიბოთ და მთავრობას ვუთხრათ, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპული გზა და ჩვენი მომავალი არ არის უკან, რუსეთთან დაბრუნება”.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი მიტინგის საწინააღმდეგო არაფერი აქვს და უსაფრთხოების გარანტიებსაც იძლევა ”ქართული ოცნება”, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ფიქრობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მსგავსი მიტინგის დაგეგმვა კონფრონტაციის გაგრძელების მცდელობაა. უმრავლესობის წევრებისთვის გაუგებარია, სად ხედავს „ნაციონალური მოძრაობა“ დასავლური კურსის თაობაზე მთავრობის ორჭოფობას. ამასთან, უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი ამბობს,რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო საკითხებზე მოლაპარაკების ჩაშლის შემდეგ ღია კონფრონტაციის რეჟიმზე გადავიდა, მათ მიზნებში ის ქვეყანაში კრიზისის გამოწვევასაც ხედავს:
”ფაქტობრივად, მათი მხრიდან ეს არის გადასვლა ღია კონფრონტაციაზე: პირდაპირი მუქარა პარლამენტის დათხოვნით, პირდაპირი მუქარა და დამთხვევა - თარიღი, 19 აპრილი, უკავშირდება სწორედ საკონსტიტუციო ვადებს... ამათ მიერ შეთანხმებაზე ხელის არმოწერა, ამათი რიტორიკა, მათი ყველა ქმედება, მიმართული ამ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობისაკენ... ძალიან ადეკვატურ და ძალიან ამომწურავ პასუხს მიიღებს ქართველი ერისგან ‘ნაციონალური მოძრაობა’”.
კობა დავითაშვილის აზრს აგრძელებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომელსაც ასევე მიაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მსგავსი ნაბიჯებით ნიადაგს ამზადებს მთავრობის დასათხოვნად, მით უფრო, რომ აპრილი სწორედ ის თვეა, როდესაც მოქმედი კონსტიტუციის ვადები იწურება:
”ეს ყველაფერი, ალბათ, კეთდება იმისათვის, რომ სააკაშვილს მთავრობის დასათხოვნად საფუძველი მიეცეს. ყველა ეს ნაბიჯი მოამწიფებს შთაბეჭდილებას იმისა, რომ პრეზიდენტს დათხოვნის მოტივი ჰქონდეს, რომ, აი, ხალხი უკმაყოფილოა”.
რამაზ საყვარელიძე მიტინგის ჩასატარებლად პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიის შერჩევასაც სიმბოლურს უწოდებს და ამბობს, რომ ეს, ტრადიციულად, პოლიტიკური განცხადებების პედესტალი იყო წლების განმავლობაში.
ვერც კონფრონტაციად და ვერც რაიმე სახის კრიზისების მაპროვოცირებელ ქმედებად აღიქვამს აპრილში ევროპული ორიენტაციის მხარდამჭერი მიტინგის გამართვას ”ჯიპას” პროფესორი თორნიკე შარაშენიძე. ის ამბობს, რომ მსგავსი ლოზუნგით მიტინგის ჩატარება ”ქართულ ოცნებასაც” შეუძლია, რითაც დადასტურდებოდა კიდეც, რომ დასავლურ კურსზე „ნაციონალურ მოძრაობას“ მონოპოლია არა აქვს. თუმცა თორნიკე შარაშენიძე იმასაც შენიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი თავის რეაბილიტაციასაც ცდილობს:
”ბუნებრივია, ეს არის პოლიტიკური სვლა, რათა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააერთიანოს ხალხი პროდასავლური იდეის ქვეშ - თავისი მომხრეები და არამომხრეებიც, ასევე. მაგრამ თუ ეს პოლიტიკაა, ამას „ქართულმა ოცნებამ“ უნდა უპასუხოს. თუ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ გაძლიერდეს პროდასავლური იდეის წყალობით, მაშინ თავადაც ჩაატაროს მიტინგი ამ იდეით და დაამტკიცოს, რომ პროდასავლური ორიენტაცია არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ექსკლუზივი”.
„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მსგავსი შინაარსის მიტინგის დაგეგმვა არ უკვირს, თუმცა 2 თვით ადრე მისი დაანონსება კითხვებს უჩენს „სააარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელს კახა კახიშვილს. მისი სიტყვებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მსგავსი ლოზუნგით მიტინგის გამართვა მეტი არაფერია, თუ არა პროდასავლური ორიენტაციის პარტიის იმიჯის დამკვიდრების მცდელობა. პროევროპული ორიენტაცია აქამდე „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მოხმარების თემა იყო, ამბობს კახიშვილი და შენიშნავს, რომ ახლაც „ნაციონალური მოძრაობა“ უჩვენებს ევროპას, რომ საქართველო და მათი სახით ევროპული შუქურა საფრთხეშია.
„’ნაციონალური მოძრაობა’ პროდასავლური და პრონატოს ორინტაციის მხარდამჭერის ინიციატივის აღებას ცდილობს. ამავე დროს, ცოტა გაუგებარია, რა საჭიროა 21 თებერვალს ანონსი საგანგებო ბრიფინგზე იმის შესახებ, რომ 19 აპრილს აქვთ დაგეგმილი ღონისძიება. ეს მეტი არაფერი არ არის, თუ არა ის, რომ მეტი სალპარაკო თემა არ აქვთ”,- ამბობს კახა კახიშვილი.
ექსპერტების შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული ორიენტაციის მხარდაჭერის გზავნილს პოლიტიკური დატვირთვით უშვებს, რათა აქციაზე ამ იდეის გარშემო მრავალი ადამიანი გააერთიანოს, რასაც, საბოლოოდ, თავიანთი პოლიტიკის მხარდამჭერთა სიმრავლედ შეაფასებს.

ფაქტობრივად, მათი მხრიდან ეს არის გადასვლა ღია კონფრონტაციაზე: პირდაპირი მუქარა პარლამენტის დათხოვნით, პირდაპირი მუქარა და დამთხვევა - თარიღი, 19 აპრილი, უკავშირდება სწორედ საკონსტიტუციო ვადებს...კობა დავითაშვილი
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი მიტინგის საწინააღმდეგო არაფერი აქვს და უსაფრთხოების გარანტიებსაც იძლევა ”ქართული ოცნება”, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ფიქრობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მსგავსი მიტინგის დაგეგმვა კონფრონტაციის გაგრძელების მცდელობაა. უმრავლესობის წევრებისთვის გაუგებარია, სად ხედავს „ნაციონალური მოძრაობა“ დასავლური კურსის თაობაზე მთავრობის ორჭოფობას. ამასთან, უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი ამბობს,რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო საკითხებზე მოლაპარაკების ჩაშლის შემდეგ ღია კონფრონტაციის რეჟიმზე გადავიდა, მათ მიზნებში ის ქვეყანაში კრიზისის გამოწვევასაც ხედავს:
”ფაქტობრივად, მათი მხრიდან ეს არის გადასვლა ღია კონფრონტაციაზე: პირდაპირი მუქარა პარლამენტის დათხოვნით, პირდაპირი მუქარა და დამთხვევა - თარიღი, 19 აპრილი, უკავშირდება სწორედ საკონსტიტუციო ვადებს... ამათ მიერ შეთანხმებაზე ხელის არმოწერა, ამათი რიტორიკა, მათი ყველა ქმედება, მიმართული ამ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობისაკენ... ძალიან ადეკვატურ და ძალიან ამომწურავ პასუხს მიიღებს ქართველი ერისგან ‘ნაციონალური მოძრაობა’”.
კობა დავითაშვილის აზრს აგრძელებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომელსაც ასევე მიაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მსგავსი ნაბიჯებით ნიადაგს ამზადებს მთავრობის დასათხოვნად, მით უფრო, რომ აპრილი სწორედ ის თვეა, როდესაც მოქმედი კონსტიტუციის ვადები იწურება:
”ეს ყველაფერი, ალბათ, კეთდება იმისათვის, რომ სააკაშვილს მთავრობის დასათხოვნად საფუძველი მიეცეს. ყველა ეს ნაბიჯი მოამწიფებს შთაბეჭდილებას იმისა, რომ პრეზიდენტს დათხოვნის მოტივი ჰქონდეს, რომ, აი, ხალხი უკმაყოფილოა”.
ბუნებრივია, ეს არის პოლიტიკური სვლა, რათა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააერთიანოს ხალხი პროდასავლური იდეის ქვეშ - თავისი მომხრეები და არამომხრეებიც, ასევე...თორნიკე შარაშენიძე
რამაზ საყვარელიძე მიტინგის ჩასატარებლად პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიის შერჩევასაც სიმბოლურს უწოდებს და ამბობს, რომ ეს, ტრადიციულად, პოლიტიკური განცხადებების პედესტალი იყო წლების განმავლობაში.
ვერც კონფრონტაციად და ვერც რაიმე სახის კრიზისების მაპროვოცირებელ ქმედებად აღიქვამს აპრილში ევროპული ორიენტაციის მხარდამჭერი მიტინგის გამართვას ”ჯიპას” პროფესორი თორნიკე შარაშენიძე. ის ამბობს, რომ მსგავსი ლოზუნგით მიტინგის ჩატარება ”ქართულ ოცნებასაც” შეუძლია, რითაც დადასტურდებოდა კიდეც, რომ დასავლურ კურსზე „ნაციონალურ მოძრაობას“ მონოპოლია არა აქვს. თუმცა თორნიკე შარაშენიძე იმასაც შენიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი თავის რეაბილიტაციასაც ცდილობს:
”ბუნებრივია, ეს არის პოლიტიკური სვლა, რათა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააერთიანოს ხალხი პროდასავლური იდეის ქვეშ - თავისი მომხრეები და არამომხრეებიც, ასევე. მაგრამ თუ ეს პოლიტიკაა, ამას „ქართულმა ოცნებამ“ უნდა უპასუხოს. თუ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ გაძლიერდეს პროდასავლური იდეის წყალობით, მაშინ თავადაც ჩაატაროს მიტინგი ამ იდეით და დაამტკიცოს, რომ პროდასავლური ორიენტაცია არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ექსკლუზივი”.
ცოტა გაუგებარია, რა საჭიროა 21 თებერვალს ანონსი საგანგებო ბრიფინგზე იმის შესახებ, რომ 19 აპრილს აქვთ დაგეგმილი ღონისძიება...კახა კახიშვილი