თურქი ოფიციალური პირები „გამაფრთხილებელ ზომას“ უწოდებენ სირიის საზღვართან 30-მდე სამხედრო ავტომანქანის კოლონის გაგზავნას და საზენიტო თავდაცვის იარაღისა და რაკეტების განთავსებას. ეს „გამაფრთხილებელი ზომა“ მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც სირიამ 22 ივნისს ხმელთაშუა ზღვის თავზე ჩამოაგდო თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი. ამასთან, პრემიერ-მინისტრი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი დამასკს აფრთხილებს, რომ სირიის ნებისმიერი სამხედრო შენაერთი, რომელიც თურქეთის საზღვარს მიუახლოვდება, პოტენციურ საფრთხედ იქნება მიჩნეული.
ერდოანის თქმით, თურქი სამხედროები აღარ დაუშვებენ საზღვრის დარღვევას მეზობელი ქვეყნის ჯარების მიერ მას შემდეგ, რაც სირიის ვერტმფრენები ბოლოხანს ხუთჯერ შეიჭრნენ თურქეთის საჰაერო სივრცეში.
ორი დღის წინ ნატომ, რომლის წევრებს შორის, როგორც ცნობილია, თურქეთიც არის, მას "მტკიცე სოლიდარობა" გამოუცხადა. ალიანსის გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა, რომ, სირიასთან დაპირისპირებაში, ნატო მხარში უდგას ანკარას. „ალიანსის უსაფრთხოება განუყოფელია. ჩვენ მხარში ვუდგავართ თურქეთს, ძლიერი სოლიდარობის სულისკვეთებით“, - განაცხადა რასმუსენმა ბრიუსელში, სამშაბათს ნატოს ელჩების შეხვედრის შემდეგ.
თვით სირიიდან გავრცელებული ცნობებით, ხუთშაბათს დედაქალაქის ცენტრში, იუსტიციის სასახლესთან მოხდა ძლიერი აფეთქება, რომელზე პასუხისმგებლობაც სახელმწიფო ტელევიზიამ მალევე დაკისრა „ტერორისტებს“. პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ასე მოიხსენიებს პირებს, ვინც მისი რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხებაში მონაწილეობს. იუწყებიან აგრეთვე, რომ ზედიზედ მესამე დღეა, გრძელდება მთავრობის ჯარებსა და მეამბოხეებს შორის შეტაკებები დამასკის გარეუბნებში.
ამ ცნობების ფონზე მიმდინარეობს მზადება ჟენევაში 30 ივნისისთვის დაგეგმილი კონფერენციისათვის. შეხვედრაზე, რომელიც სირიის საკითხში საერთაშორისო თანამეგობრობის საგანგებო წარმომადგენელმა, კოფი ანანმა მოიწვია, შეიკრიბება გაეროს მიერ შექმნილი სამოქმედო ჯგუფი. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს სირიის ტრადიციული მოკავშირე რუსეთიც. ამასთან, ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უარყო ადრე გავრცელებული ცნობა, თითქოს მოსკოვი მხარს უჭერდეს გეგმას, რომელიც ითვალისწინებს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადადგომას და ძალაუფლების გადაცემას სირიის ეროვნული თანხმობის მთავრობისათვის.
ლავროვის თქმით, მოსკოვი არ ემხრობა და არც მიემხრობა „გარედან ჩარევას“ სირიის საშინაო საქმეებში: „გარე მოთამაშეები არ უნდა კარნახობდნენ სირიელებს თავიანთ რეცეპტებს. მათ პირველ რიგში უნდა ივალდებულონ სირიაში ყველა მხარეზე ზემოქმედება, რათა შეწყდეს ძალადობა, რათა ორივე მხარის შეიარაღებულმა რაზმებმა სინქრონულად, გაეროს მეთვალყურეების კონტროლ ქვეშ დატოვონ ქალაქები და სხვა დასახლებული პუნქტები და რათა ოპოზიციამ უარი თქვას თავის მიუღებელ მიდგომებზე და, კოფი ანანის გეგმის შესაბამისად, მთავრობასთან ერთად მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას. სულ ეს არის, რაც გარე მოთამაშეებმა უნდა გააკეთონ“, - აღნიშნავს ლავროვი.
რუსეთს აქამდეც აქვს ნათქვამი, რომ შეეწინააღმდეგება ზომებს, რომლებსაც უცხოეთში მიმართავენ სირიის პრეზიდენტის პოსტიდან ასადის გადადგომის მისაღწევად. სირიის ოპოზიციამ კი ხუთშაბათს დაადასტურა, რომ მიუღებლად მიიჩნევს ნებისმიერ გეგმას, რომელშიც არ შევა მკაფიოდ ჩამოყალიბებული მოთხოვნა: სირიაში ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნამდე პრეზიდენტის პოსტიდან გადადგეს ბაშარ ალ-ასადი.