Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი: აშშ-რუსეთის ურთიერთობა, შესაძლოა, ყველაზე უარესი იყოს, ვიდრე ოდესმე


დონალდ ტრამპი თეთრ სახლში, 12 აპრილს გამართული პრესკონფერენციისას
დონალდ ტრამპი თეთრ სახლში, 12 აპრილს გამართული პრესკონფერენციისას

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, მის ქვეყანას „არ გამოსდის ურთიერთობა რუსეთთან“ და ორმხრივი ურთიერთობა, შესაძლოა, "ყველა დროის ყველაზე მძიმე ეტაპზე იყოს" დასული. ეს შეფასება ტრამპმა გამოთქვა თეთრ სახლში 12 აპრილს - მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი მოსკოვში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ეს იყო აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენელთა პირისპირ შეხვედრა ყველაზე მაღალ დონეზე მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა.

„შესანიშნავი იქნებოდა, როგორც ამაზე ეს-ესაა ვილაპარაკეთ, რომ ნატოსა და ჩვენს ქვეყანას კარგი ურთიერთობა გვქონდეს რუსეთთან. ამჟამად რუსეთთან ურთიერთობა ნამდვილად არ არის კარგი. რუსეთთან ურთიერთობის მხრივ შესაძლოა, ყველა დროის ყველაზე მძიმე ეტაპზე ვიმყოფებოდეთ. დიდი ხანი გაგრძელდა, სანამ აქამდე მოვიდოდით. მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება. პუტინი რუსეთის ლიდერია. რუსეთი ძლიერი ქვეყანაა. ჩვენ კი ძალიან, ძალიან ძლიერი ქვეყანა ვართ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები" - განაცხადა ტრამპმა ვაშინგტონში ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ. თუმცა, საკუთრივ პუტინისა და ტილერსონის საუბართან დაკავშირებით ტრამპმა თქვა, რომ შეხვედრამ მშვენივრად ჩაიარა - შესაძლოა უკეთ, ვიდრე მოსალოდნელი იყოო.

ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ამჟამად მწვავე უთანხმოებას იწვევს ვითარება სირიაში, სავარაუდოდ, სამთავრობო ჯარის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ. მოსკოვი სირიის პრეზიდენტს ემხრობა. სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ ტრამპმა თქვა ასევე, რომ ნატო „აღარ არის დრომოჭმული“. ამ სიტყვებით მან უარყო წინასაარჩევნო პერიოდში გამოთქმული შეფასება, ნატო "დრომოჭმული" ალიანსი არისო.

XS
SM
MD
LG