დღევანდელი "მეათე სტუდიის" შინაარსი ასეთი იქნება: რადიოჟურნალს გავხსნით სიუჟეტით, რომელიც ეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან მიმართებით ქართული შოუბიზნესის ვარსკვლავების როლს და მათი პოზიციის შეცვლას; აგვისტოს ომიდან 5 წლისთავზე გორში პირველად აჩვენეს დოკუმენტური ფილმი, რომელიც კონფლიქტებში მონაწილე ქართველისა და ოსის მეგობრობის რეალურ ამბავს ასახავს. გიამბობთ ფილმის ჩვენების შემდეგ გამართულ დისკუსიაზე; გესაუბრებით ლიტერატურულ კონკურსზე "ხვარამზე 2013" და გაუწყებთ, როგორ მიმდინარეობს მზადება ამ საინტერესო კონკურსისთვის და ვისი სახელი ჰქვია მას; შემოგთავაზებთ ინტერვიუს თეოლოგ ლევან აბაშიძესთან, რომელიც ამ კვირაში გვეწვია რადიო თავისუფლების პრაღის შტაბბინაში.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1