Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: ჩემი დანაბარები არასწორად დაწერეს, ხალხი თავისი ნებით გამოდის ქუჩაში


საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუკზე” დაწერა, რომ მისი განცხადება არასწორად გავრცელდა და, შესაბამისად, დამსახურებული კრიტიკა მოჰყვა.

თავდაპირველად “ფეისბუკის” მის გვერდზე ეწერა: „შეცდომაა ამდენი ხალხის ჩამოყვანა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება“,

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა განცხადებას პოსტ-სკრიპტუმი დაამატა: “სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად დაპოსტვა მოხდა და შესაბამისად, ჩემმა ამ პოსტმა გამოიწვია დამსახურებული რეაქცია. რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს. ჩემი მიზანი იყო, ხაზი გამესვა შთამბეჭდავი მსვლელობისათვის და ხელშესახები შედეგების დადგომის აუცილებლობისათვის” - დაწერა მან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG