Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერომ დაამტკიცა სიღარიბის აღმოფხვრის ახალი გეგმა


 რომის პაპი
რომის პაპი

25 სექტემბერს დამტკიცდა მასშტაბური გეგმა, რომელიც ეხება თორმეტ მნიშვნელოვან გლობალურ საკითხს - სიღარიბის აღმოფხვრას, ეკოლოგიას და უთანასწორობის შემცირებას. ახალ, ჩვიდმეტი პუნქტისგან შემდგარ გეგმას რომის პაპმა, ფრანცისკემაც დაუჭირა მხარი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას - მან გეგმას უწოდა „იმედის მნიშვნელოვანი ნიშანი“, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში შექმნილი რთული ვითარების ფონზე. ახლად დასახული მიზნებისკენ სვლისთვის განსაზღვრული ზომების ფასი 3,5 ტრილიონი დოლარიდან 5 ტრილიონამდე ეღირება ყოველ წელს, 2030 წლამდე. დოკუმენტს სახელად ჰქვია „მსოფლიოს გარდაქმნა: 2030 წლის გეგმა მდგრადი განვითარებისთვის“ და მასში 169 კონკრეტული სამიზნეა განსაზღვრული. გეგმის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ მიზნები ძალიან ზოგადია და სათანადოდ არ არის განსაზღვრული ანგარიშვალდებულების საკითხი.

XS
SM
MD
LG