Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში პროკურორი მოითხოვს 23 წლით პატიმრობას ნადია სავჩენკოსთვის


ნადია სავჩენკო
ნადია სავჩენკო

რუსეთში პროკურორი მოითხოვს 23 წლით პატიმრობას უკრაინელი მფრინავი ქალის, ნადია სავჩენკოსათვის, რომელსაც ბრალად ედება მონაწილეობა აღმოსავლეთ უკრაინაში ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში. პროკურორი ამ მოთხოვნით გამოვიდა საბოლოო სიტყვის დროს. მოსალოდნელია, რომ ვერდიქტს მალევე გამოაცხადებენ საბოლოო სიტყვით გამოსვლების დასრულების შემდეგ. სავჩენკო მოხალისეთა ბატალიონის შემადგენლობაში იბრძოდა აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების წინააღმდეგ, როცა 2014 წლის ივნისში შეიპყრეს. ის სეპარატისტებს ადანაშაულებს მოტაცებასა და რუსეთის ტერიტორიაზე გადაყვანაში. კიევი აცხადებს, რომ სავჩენკოსთვის წაყენებული ბრალდებები ფაბრიცირებულია და მას უნდა მოექცნენ, როგორც სამხედრო ტყვეს. სავჩენკომ არაერთხელ გამოაცხადა შიმშილობა რუსეთის ციხეში და ახლა მშრალი შიმშილობით იმუქრება, თუ უკრაინაში არ დააბრუნებენ ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ 10-დღიან ვადაში.

XS
SM
MD
LG