„ნატოს ალიანსის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა - ეს არის იგივე ალიანსის თითოეული წევრის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა“, - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, თბილისში 25-26 მაისს გამართული ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ძირითადი გზავნილების შესახებ საუბრის დროს. ალიანსის საკანონმდებლო ორგანოს გასვლითი სხდომის გარდა, მაისის ბოლოს საქართველოში გაიმართა დიასპორის ფორუმი, რომლის მასპინძელი საგარეო საქმეთა სამინისტრო იყო. ამ ფორუმის მსვლელობის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩვენს რამდენიმე შეკითხვას უპასუხა.