„სარაევოს გული“ – „საშიშ დედას“
გასულ კვირაში სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურიმ მთავარი ჯილდო -„სარაევოს გული“ - მიანიჭა 26 წლის ქართველი რეჟისორის, ანა ურუშაძის ფილმ „საშიშ დედას“. ცოტა ხნით ადრე „საშიშმა დედამ“ პირველი საერთაშორისო აღიარება დაიმსახურა - გაიმარჯვა ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალის სრულმეტრაჟიანი სადებიუტო ნამუშევრების სექციაში. ფილმი ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტი და საქართველო-ესტონეთის ერთობლივი ნაწარმოებია. ფილმის სცენარი თავად რეჟისორს ეკუთვნის, ხოლო მთავარ როლს ნატო მურვანიძე ასრულებს. მისი გმირი, მანანა, რეალობასთან, საკუთარ ცხოვრებასთან მებრძოლი ქალია, რომელსაც სურს, შეცვალოს ყოველდღიური რუტინა და აკეთოს საყვარელი საქმე − წეროს. თუმცა ოჯახი მის საქმეს არასერიოზულად აღიქვამს. საქართველოს სინამდვილისთვის ასეთი ვითარება კარგად არის ნაცნობი: ოჯახის ჩრდილში მდგომ ასეთ ქალებს, საზოგადოება ჩარჩოებს რომ უწესებს, ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით. ახლა „საშიში დედა“ საქართველოდან „ოსკარის“ ნომინაციის მოსაპოვებლად იბრძვის სამ სხვა ფილმთან ერთად. ქართველი მაყურებელი ფილმს, სავარაუდოდ, დეკემბერში იხილავს.
ეპიზოდები
-
აპრილი 14, 2025
თემურ ჩხეიძის სახელოსნო დახურეს
-
აპრილი 09, 2025
მეც იქ ვიდექი - 9 აპრილი 36 წლის შემდეგ
-
მარტი 31, 2025
100-კილომეტრიანი მარში დმანისიდან
-
მარტი 25, 2025
მაღაროელები თბილისში
-
მარტი 17, 2025
პროტესტი ტრანსპორტში ტრანსპარანტებით