აბანოში, გარდა იმისა, რომ ბანაობდნენ, ერთმანეთსაც ხვდებოდნენ. შეიძლებოდა აბანოში დაეწყოთ ქეიფი და შემდეგ ორთაჭალის ბაღებში გაეგრძელებინათ ან პირიქით. გარდა ამისა, სოფლიდან ჩამოსული გლეხისთვის ეს იაფად ღამის გასათევი ადგილიც იყო, სადაც თავსაც მოიწესრიგებდა. რეცხავდნენ სარეცხს, ხარშავდნენ საპონს. ქალები და მამაკაცები ერთ აბანოში დადიოდნენ, მაგრამ სხვადასხვა დღეს. სიონთან მდებარე აბანოში ქალები სამშაბათობით დადიოდნენ, ამიტომ მას "სამშაბათის აბანო" ერქვა. ეროვნულ მუზეუმში დაცულია სააბანოე ნივთები.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1