პრაღაში ჩამოსულ აჭარის დელეგაციას შემთხვევით რომ არ შევხვედროდი, ნადირობის მიმართ ინდიფერენტულს, ალბათ, კიდევ კარგა ხანს არ მეცოდინებოდა, რომ საქართველომ ევროპისგან თურმე ნადირ-ფრინველთა ხოცვაც უნდა ისწავლოს. საქართველოში გამომცემლობა „მონადირის“ დირექტორი და წიგნის - „მონადირის გზამკვლევის“ - ერთ-ერთი ავტორი, ჯანსუღ ბოჭორიშვილი, და აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ბაციკაძე დიდხანს მიყვებოდნენ ნადირობის იმ ტრადიციაზე, რაც ჩეხეთის რესპუბლიკაში ასწლეულების განმავლობაში არსებობს, ნამდვილ მონადირეებზე, რომლებიც ბუნებასაც იცავენ და ხელისუფლებას სახელმწიფო ხაზინის შევსებაშიც ეხმარებიან.
„ზუსტად ასეთის სამონადირეო მეურნეობების შემოღებით და ხელშეწყობით, ჩვენ შევძლებთ, რომ პოპულაცია გაიზარდოს ირმის, ტახის თუ სხვა ცხოველების და მონადირეობამაც ცოტა უფრო ცივილიზებული სახე მიიღოს. და ესაა დასაქმებაც, ამასთან ერთად, ესაა ზედმეტი ფულის შემოდინებაც რეგიონში და ეს არის უფრო ცივილიზებული ტურიზმი და არა ველური. ჩამოდის ადამიანი, ინტელექტუალი, რომელმაც იარაღის მოხმარება იცის, წესი იცის, ფრინველს ცნობს, ნადირს ცნობს და ბევრად უკეთესი იქნება. არც არავინ ამ ქვეყანას არ წაგვართმევს და, პირიქით, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში სერიოზულ წვლილს შეიტანენ ეს ადამიანები“.
იარაღიანი ცივილიზებული ტურისტები
თუმცა, ვიდრე მონადირე ტურისტი საქართველოს საზღვარს გადმოკვეთდეს, ბევრი რამაა გასაკეთებელი. ჯანსუღ ბოჭორიშვილის თქმით, ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიდრე ადამიანი ნადირობის ნებართვას აიღებს, მას, საშუალოდ, ერთწლიანი სპეციალური კურსის ფარგლებში, დიდძალი მასალის გადამუშავება და გამოცდის ჩაბარება ევალება:
„ანუ რა შედის ამ მასალაში? ეს არის როგორც იარაღის უსაფრთხოების წესების დაცვა, იარაღით უსაფრთხოდ გადაადგილება და სროლის წესები, ასევე, თუ როგორ უნდა მიმდინარეობდეს ტყეებში რეპროდუქცია, რა უნდა იქნეს დაცული, რა უნდა იქნეს მოკლული, როგორ უნდა მოხდეს ცხოველების გამოკვება და ასე შემდეგ. ანუ ეს არის მთელი სისტემა, თუ როგორ უნდა მოხდეს ტყეების დაცვა, ვგულისხმობ ამ შემთხვევაში სანადირო ცხოველებისა და ფრინველების დაცვას და რეპროდუქციას“.
ჯანსუღ ბოჭორიშვილის თქმით, მონადირეს აცნობენ ასევე ტრადიციასაც, რომლის დაცვაც წმიდათაწმიდაა. ნადირობის დაწყებამდე მონადირეები ისმენენ კონკრეტული სამონადირეო მეურნეობის წარმომადგენლის ინსტრუქტაჟს, შემდეგ ბუკის ხმაზე მონადირეები იშლებიან ნომრებისაკენ და ელოდებიან მონადირე ძაღლების მიერ გამორეკილი ნადირისა თუ ფრინველის გამოჩენას და იწყება ნადირობა, რომელიც ასევე რაზმის ხელმძღვანელის საყვირის ხმაზე წყდება.
„მე ძალიან მომწონს ეს ტრადიცია და მოხარული ვიქნები მათი გადმოღებით. საყვირის ჩაბერვა, თუნდაც შემდეგ მონადირებული ცხოველებისა და ფრინველების დალაგება და ირგვლივ ნაძვის ტოტების შემოწყობა, კუთხეებში ცეცხლის დანთება - ეს არის ტრადიცია, რომელშიც ამ ადამიანებს რამდენიმე, შეიძლება ათი საუკუნის ისტორია აქვთ და ეს მონადირეები ამას აკეთებენ. თუმცა საქართველოსაც ოდითგანვე ჰქონდა კანონები ნადირობის შესახებ, მათ შორის - თუ როდის და რა ცხოველები უნდა მოკლულიყო და როდის არ შეიძლებოდა ნადირობა. ამის შესახებ კანონი ისტორიულად ჩვენში მე-12, მე-13 საუკუნიდან უკვე არსებობდა“.
მონადირეებისათვის უცნობი მისამართი
მაგრამ ისტორიული ტრადიცია დაიკარგა და ნადირობამაც განუკითხავი სახე მიიღო. საქართველოში ცოტაა ნამდვილი, ტრადიციის მიმდევარი მონადირე. სამაგიეროდ, მრავლად არიან მეკობრეები, რის გამოც საქართველოს ტყეებში ან განადგურდა, ან განადგურების პირას არის უნიკალური ჯიშის ცხოველები. თუმცა მხოლოდ ფაქტების ჩამოთვლით პრობლემას არ ეშველება. როგორც ზემოთ ითქვა, სახელმწიფოს ხელშეწყობით უნდა შეიქმნას სამონადირეო მეურნეობები, რაც ცხოველებისა და ფრინველების გამრავლებასაც შეუწყობს ხელს და, ჩეხეთის რესპუბლიკის მსგავსად, სამონადირეო ტურიზმის განვითარებასაცო, - ამბობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე დავით ბაციკაძე, რომელიც აჭარაში სამონადირეო ტურიზმის აღორძინების ერთ-ერთი ინიციატორია.
„იდეაც ეს გვქონდა, რომ აჭარაში მოგვეფიქრებინა და განგვევითარებინა ტურიზმის ერთ-ერთი სეგმენტი, ნადირობის ტურიზმი. არსებობს აჭარაში რამდენიმე მეურნეობა, მათ შორის, თეკერის მეურნეობა ქობულეთის რაიონში, რომელიც კომუნისტების დროს არსებობდა. კარგი იქნებოდა, აგვეღორძინებინა და რაღაც ევროპული ტიპის სამონადირეო მეურნეობები შეგვექმნა. ანუ აჭარაში ახალი სეგმენტები - ეკოტურიზმი, სამონადირეო ტურიზმიც - შემოვიტანოთ. .
თუმცა, როგორც ჩემი სტუმრები ამბობენ, აჭარის რეგიონში თითქმის აღარ დარჩა გარეული ღორი და ირემი. ერთადერთი სახეობა, რისთვისაც მონადირე ტურისტი შეიძლება საქართველოში ჩამოვიდეს, ეს არის ე.წ. გადამფრენი ფრინველები და ფრინველების ენდემური ჯიშები.
„ახლა ჩვენ ვერავის ჩამოვიყვანთ, ვერც ახლა და ვერც მომავალ წელს. ამ მიმართულებით, რომ ირემი მოვაკვლევინოთ, ჩვენ ვერავის ვერ ჩამოვიყვანთ. ეს არის სადღაც ათწლიანი პერსპექტივა. ამ ეტაპზე ჩვენ რაზეც შეგვიძლია ვიმუშაოთ, ეს არის, რომ საქართველოში გადის ერთ-ერთი ძირითადი გადამფრენი ტრასა, სადაც გადაიფრენს მწყერი, იხვი, ბატი. ეს არის გადამფრენი ტრასა, რომელიც მოდის ჩრდილოეთიდან, გადადის სამხრეთით და აკეთებს მიგრაციას“.
თოფიანი მონადირე ზოგიერთისათვის ნადირ-ფრინველის განადგურებასთან ასოცირდება, თუმცა ნამდვილ მონადირეებს აქვთ პრეტენზია, რომ ისინი იცავენ ბუნებასაც და ცხოველებსაც. ჯანსუღ ბოჭორიშვილის თქმით, სამონადირეო მეურნეობის აღორძინება-განვითარება ამ გზაზე პირველი ნაბიჯი იქნება, შემდეგ კი, როგორც ჩეხეთის რესპუბლიკაში, ცალკეულ ჯიშებზე უნდა შეიქმნას მონაცემთა ბაზა, რაც ნადირობის დინამიკაზე იმოქმედებს:
„მაგალითად, წავედით სანადიროდ, მოვკალით ღორი. სპეციალური ბლანკი ივსება, თუ სად მოიკლა, ვის მიერ მოიკლა. იქ რაღაც კბილებს უყურებენ, სწავლობენ, რაიმე დაავადება ხომ არ აქვს. ყველაფერს აბსოლუტურად დეტალურად აღრიცხავენ ნებისმიერ ცხოველზე და ნებისმიერ ფრინველზე. ჩვენ არავითარი სტატისტიკა არ გაგვაჩნია, ჩამოვედით ჩეხეთში და გვითხრეს, წელიწადში ჩვენ ვკლავთ 120 ათას გარეულ ღორსო. განსაკუთრებული სიზუსტით აქვთ აღრიცხული ყველაფერი და ზუსტად იციან, თუ ტყეში რა რამდენი ჰყავთ. ჩვენთან, სამწუხაროდ, ამის სტატისტიკური არავითარი მონაცემები არ არსებობს“.
თუმცა არათუ ჩეხეთისგან, როგორც გაირკვა, საქართველომ, ამ მხრივ, თავისი მეზობელი აზერბაიჯანისგანაც ბევრი უნდა ისწავლოს. სამონადირეო მეურნეობებისა და სამონადირეო ტურიზმის განვითარებამ აზერბაიჯანი უკვე აქცია მონადირეებისათვის მიმზიდველ ქვეყნად, სადაც ყოველ წელიწადს ასობით ადამიანი მიეშურება გარეულ ღორზე სანადიროდ. საქართველო კი, რომელიც მსოფლიოში სახელგანთქმული კოლხური ხოხობის სამშობლოდ და გადამფრენი ფრინველების სატრანზიტო ქვეყნად ითვლება, სამონადირეო ტურიზმით დაინტერსებული ადამიანებისათვის მსოფლიო რუკაზე ჯერაც უცნობ მისამართს წარმოადგენს.
„ზუსტად ასეთის სამონადირეო მეურნეობების შემოღებით და ხელშეწყობით, ჩვენ შევძლებთ, რომ პოპულაცია გაიზარდოს ირმის, ტახის თუ სხვა ცხოველების და მონადირეობამაც ცოტა უფრო ცივილიზებული სახე მიიღოს. და ესაა დასაქმებაც, ამასთან ერთად, ესაა ზედმეტი ფულის შემოდინებაც რეგიონში და ეს არის უფრო ცივილიზებული ტურიზმი და არა ველური. ჩამოდის ადამიანი, ინტელექტუალი, რომელმაც იარაღის მოხმარება იცის, წესი იცის, ფრინველს ცნობს, ნადირს ცნობს და ბევრად უკეთესი იქნება. არც არავინ ამ ქვეყანას არ წაგვართმევს და, პირიქით, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში სერიოზულ წვლილს შეიტანენ ეს ადამიანები“.
იარაღიანი ცივილიზებული ტურისტები
თუმცა, ვიდრე მონადირე ტურისტი საქართველოს საზღვარს გადმოკვეთდეს, ბევრი რამაა გასაკეთებელი. ჯანსუღ ბოჭორიშვილის თქმით, ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიდრე ადამიანი ნადირობის ნებართვას აიღებს, მას, საშუალოდ, ერთწლიანი სპეციალური კურსის ფარგლებში, დიდძალი მასალის გადამუშავება და გამოცდის ჩაბარება ევალება:
„ანუ რა შედის ამ მასალაში? ეს არის როგორც იარაღის უსაფრთხოების წესების დაცვა, იარაღით უსაფრთხოდ გადაადგილება და სროლის წესები, ასევე, თუ როგორ უნდა მიმდინარეობდეს ტყეებში რეპროდუქცია, რა უნდა იქნეს დაცული, რა უნდა იქნეს მოკლული, როგორ უნდა მოხდეს ცხოველების გამოკვება და ასე შემდეგ. ანუ ეს არის მთელი სისტემა, თუ როგორ უნდა მოხდეს ტყეების დაცვა, ვგულისხმობ ამ შემთხვევაში სანადირო ცხოველებისა და ფრინველების დაცვას და რეპროდუქციას“.
მე ძალიან მომწონს ეს ტრადიცია და მოხარული ვიქნები მათი გადმოღებით. საყვირის ჩაბერვა, თუნდაც შემდეგ მონადირებული ცხოველებისა და ფრინველების დალაგება და ირგვლივ ნაძვის ტოტების შემოწყობა, კუთხეებში ცეცხლის დანთება - ეს არის ტრადიცია...ჯანსუღ ბოჭორიშვილი
„მე ძალიან მომწონს ეს ტრადიცია და მოხარული ვიქნები მათი გადმოღებით. საყვირის ჩაბერვა, თუნდაც შემდეგ მონადირებული ცხოველებისა და ფრინველების დალაგება და ირგვლივ ნაძვის ტოტების შემოწყობა, კუთხეებში ცეცხლის დანთება - ეს არის ტრადიცია, რომელშიც ამ ადამიანებს რამდენიმე, შეიძლება ათი საუკუნის ისტორია აქვთ და ეს მონადირეები ამას აკეთებენ. თუმცა საქართველოსაც ოდითგანვე ჰქონდა კანონები ნადირობის შესახებ, მათ შორის - თუ როდის და რა ცხოველები უნდა მოკლულიყო და როდის არ შეიძლებოდა ნადირობა. ამის შესახებ კანონი ისტორიულად ჩვენში მე-12, მე-13 საუკუნიდან უკვე არსებობდა“.
მონადირეებისათვის უცნობი მისამართი
ახლა ჩვენ ვერავის ჩამოვიყვანთ, ვერც ახლა და ვერც მომავალ წელს. ამ მიმართულებით, რომ ირემი მოვაკვლევინოთ, ჩვენ ვერავის ვერ ჩამოვიყვანთ. ეს არის სადღაც ათწლიანი პერსპექტივა. ამ ეტაპზე ჩვენ რაზეც შეგვიძლია ვიმუშაოთ, ეს არის, რომ საქართველოში გადის ერთ-ერთი ძირითადი გადამფრენი ტრას...დავით ბაციკაძე