Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის როლი უკრაინასა და საქართველოში


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იძებნება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლის მიხედვით - ამის შესახებ 6 დეკემბერს განაცხადა უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა ლარისა სარგანმა. ძირითადი ბრალი უკრაინის ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის პრორუსული ძალების რევანშისტული გეგმების ხელშეწყობას უკავშირდება, თუმცა მიხეილ სააკაშვილს, რომელიც თავისუფლად გადაადგილდება კიევში, სამართალდამცველები ვერ იჭერენ. ანალიტიკოსების ერთ ნაწილს რჩება შთაბეჭდილება, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, რაღაც ძალები, ნებსით თუ უნებლიეთ, მიხეილ სააკაშვილის რეიტინგის ზრდას ემსახურებიან. სადამდე შეიძლება მივიდეს საქმე და შესაძლებელია თუ არა, რომ უკრაინაში დაწყებული პროცესები საქართველოშიც გავრცელდეს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

  • 16x9 Image

    დათო ქორიძე

    რეპორტიორი, ფოტოგრაფი. მუშაობს ადამიანის უფლებების, უმცირესობების და სხვა სოციალურ საკითხებზე. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2015 წლიდან.

XS
SM
MD
LG