”ნოვიე იზვესტია” საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტს ეხმაურება და აქვეყნებს სტატიას, სათაურით ”ის - ქართველია”. გამოცემის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა ჰილარი კლინტონს ბათუმის იუსტიციის სახლში საქართველოს მოქალაქის პასპორტი გადასცა, ხოლო, თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს ხელისუფლების მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთათვის გამოშვებული ე.წ. ნეიტრალური პასპორტები ცნო და განაცხადა, რომ ამ დოკუმენტებით ნებისმიერი მსურველი შეძლებს ამერიკაში მოგზაურობას და განათლების მიღებას. გაზეთს არც აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის სწრაფმავალი კატერის ჩუქების ფაქტი გამორჩენია მხედველობიდან.
კლინტონის საქართველოში ვიზიტს გაზეთი ”იზვესტიაც” ეხება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ალექსანდრ ლუკაშევიჩი კლინტონის გამოსვლის იმ ნაწილს, რომელშიც ის 2008 წლის ომსა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას ეხება, ”ტყუილ პროპაგანდას” უწოდებს:”ქალბატონი კლინტონის გამოსვლა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ვაშინგტონისათვის 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე მოვლენები ვერ გახდა კარგი გაკვეთილი. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამერიკისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების წახალისებით, საქართველოსათვის ნატოში შესვლის ცნობილი ავანსების მიცემისა და შეიარაღებით დახმარების შედეგი იყო ის, რომ სააკაშვილს დაუსჯელობის და ყველაფრის უფლების მქონის კომპლექსი გაუჩნდა, რამაც უბიძგა კიდეც მას სამხრეთ ოსეთში განხორციელებული ავანტიურისაკენ”, - აცხადებს ლუკაშევიჩი. – „დღესაც ერთგვარი დეჟა ვიუს შეგრძნებაა, აშშ-ის მაღალჩინოსნები კვლავაც განაგრძობენ სააკაშვილის მხარდამჭერი ხმამაღალი განცხადებების კეთებას, ისინი სიტყვასიტყვით იმეორებენ სააკაშვილის პროპაგანდის ცრუ თეზისებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შესახებ და ამით კიდევ უფრო აქეზებენ თბილისის რევანშისტულ მისწრაფებებს“, - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.
”როსიისკაია გაზეტა” სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის საკითხისადმი საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას ეხმაურება და აქვეყნებს ინტერვიუს ”საქართველოს ხალხების მსოფლიო კონგრესის” ვიცე-პრეზიდენტ ვლადიმერ ხომერიკთან, სათაურით ”თბილისს თავისი თამაშები აქვს”. გამოცემა იხსენებს სააკაშვილის ჯერ კიდევ გასულ წელს გაკეთებულ მოწოდებას დასავლეთის ქვეყნებისადმი ბოიკოტი გამოუცხადონ სოჭის ოლიმპიადას და საქართველოს ხელისუფლების არგუმენტების საწინააღმდეგო მოსაზრებებს ბეჭდავს. ჟურნალისტი ხომერიკს ეკითხება აზრს ეკოლოგიური საფრთხეების შესახებ, რაზეც უკვე დიდი ხანია საუბრობს საქართველოს ხელისუფლება. რესპონდენტი პასუხობს: ”მათი არგუმენტია, რომ აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა, ხოლო რუსეთი მის სამშენებლო რესურსებს სოჭის ოლიმპიადისათვის იყენებს. რუსეთისათვის კი აფხაზეთი, როგორც დე იურე, ისე დე ფაქტო, დამოუკიდებელი სახელმწიფოა. რუსეთი აფხაზეთისგან იმ პროდუქციას ყიდულობს, რომელსაც თავად სთავაზობს და რაც სოჭში სჭირდებათ. თბილისმა კი გამოთვალა ის ე.წ. ”ზარალი”, რომელიც თითქოს აფხაზეთიდან სამშენებლო მასალების გატანას მოჰყვება საქართველოსთვის და, მათი ამ გათვლებით, ამ ზარალმა 15 მილიარდი დოლარი შეადგინა. მე, როგორც ეკონომისტს, ძალიან მაოცებს საიდან მოიტანეს ეს ციფრი. სამწუხაროა, რომ სააკაშვილი ასე წუხს ქვიშასა და სხვა მასალებზე და საერთოდ არ ენანებოდა ოსი, ქართველი და რუსი ხალხი, რომელსაც ღამის სროლების დროს ხოცავდნენ სამხრეთ ოსეთში და მანამდე კი აფხაზეთში”. ეს პათოსი ინტერვიუს ბოლომდე გასდევს და ”როსიისკაია გაზეტას” რესპონდენტი იმაზეც ლაპარაკობს, რომ სააკაშვილისგან პროვოკაციები გამორიცხული არ არის.
გაზეთი ”კომერსანტი” ბეჭდავს ვრცელ სტატიას საქართველოში მიმდინარე უახლესი რეკონსტრუქციების, მშენებლობების, ახალი ქალაქებისა და კურორტების დაარსების შესახებ, სათაურით ”ჯერჯერობით ჩვენ აფხაზებისკენ ზურგით ვდგავართ”. გაზეთი წერს, რომ სააკაშვილს პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე ერთი წელი რჩება, საპარლამენტო არჩევნებამდე კი თვეები. ამიტომ საქართველოს ხელისუფლება სწრაფი ტემპებით აშენებს ყველაფერს და ცდილობს მოასწროს ეს პროცესი არჩევნებამდე - იქნება ეს აფხაზეთის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე კურორტი ანაკლია თუ საქართველოს ხელისუფლების მორიგი ახალი პროექტი - ქალაქი ლაზიკა. სტატიაში საუბარია საქართველოს მთავრობის მიერ ჩერქეზების გენოციდის აღიარების ფაქტზე: ”ნათელია რისთვის სჭირდება საქართველოს ჩერქეზეთის თემა. ეს საქართველოსა და აფხაზეთს უფრო აკავშირებს ერთმანეთთან, ვიდრე სხვა რომელიმე სამშვიდობო პროგრამის განხორციელება. აფხაზები და ჩერქეზები ერთ ენობრივ ჯგუფს მიეკუთვნებიან, მონათესავე ხალხები არიან და სწორედ ჩერქეზები ეხმარებოდნენ აფხაზებს საქართველოს წინააღმდეგ 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის დროს. თუმცა ჯერჯერობით“, წერს გამოცემა, „საქართველო ერთადერთია, ვინც ჩერქეზებს მოუსმინა და მათი გენოციდი აღიარა. ეს კი განწყობებს ცვლის. ამის მიმართ გულგრილნი ვერც აფხაზები რჩებიან”, - წერს გაზეთი „კომერსანტი“.