ფინანსთა სამინისტრო პარლამენტს 2017 წლის ბოლომდე მიმართავს დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღების თაობაზე კანონპროექტით, სისტემის ამოქმედება კი მომავალი წლის მესამე კვარტლიდანაა დაგეგმილი. საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს შემდეგ სქემას: თითოეული დასაქმებული ხელფასის დაუბეგრავი მოცულობის 2 %-ის ოდენობით თანხას შეიტანს საპენსიო ფონდში, თვითდასაქმებული პირები კი - შემოსავლის 4 %-ს. სახელმწიფო როგორც დასაქმებულებს, ისე თვითდასაქმებულებს მათ სასარგებლოდ დამატებით დასაბეგრი შემოსავლის 2 %-ს გადაურიცხავს. საპენსიო ასაკს მიღწეული პირები საბაზო პენსიასთან ერთად საპენსიო ფონდში დაგროვილ თანხასაც მიიღებენ. რადიო თავისუფლება დაინტერესდა, რას ფიქროს ხალხი დაგროვებითი პენსიის თაობაზე.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1