ორშაბათს, 14 ოქტომბერს, ევროპის პრესა ბევრს წერდა ლტოლვილებთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ტრაგედიაზე, რომელიც კუნძულ ლამპედუზასთან პარასკევს, 11 ოქტომბერს, მოხდა: გემის ჩაძირვას 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მალტისა და იტალიის მაშველებმა 200-მდე პირი გადაარჩინეს. რამდენიმე დღით ადრე, 3 ოქტომბერს, ლამპედუზის მახლობლად უფრო მასშტაბური ტრაგედია მოხდა: ჩაიძირა აფრიკიდან მომავალი ხომალდი, რასაც 300-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. დასავლეთის პრესაში წერდნენ, ჩრდილოეთ ევროპამ სამხრეთი ევროპა მიგრანტთა შემოდინების პრობლემის წინაშე მარტო დატოვაო და გამოთქვამდნენ მოწოდებებს აფრიკაში ლტოლვილთა ცენტრის დაარსების შესახებ. ფინეთში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის ყოველდღიური გაზეთი „კალევა“ 14 ოქტომბერს წერდა:
„ევროკავშირის სამხრეთელი წევრებისთვის ვითარება უკვე დიდი ხანია გაუსაძლისი გახდა. ისინი, უბრალოდ, ვერ უმკლავდებიან საზღვრის გაკონტროლებისა და თავშესაფრის გამოყოფის ამოცანებს - რომ არაფერი ვთქვათ ადამიანურ გაჭირვებასთან ბრძოლის ამოცანაზე. ევროკავშირის დანარჩენმა წევრმა ქვეყნებმა ამ ხმელთაშუაზღვისპირულ ტრაგედიაზე მეტ-ნაკლებად თვალი დახუჭეს. მათ მნიშვნელოვანი დახმარება არ შეუთავაზებიათ. ამის მიზეზებს შორისაა გახანგრძლივებული ეკონომიკური კრიზისი, რომელმაც მათი მთელი ყურადღება მიიპყრო, და ის ფაქტიც, რომ ავსტრიის, გერმანიისა და ფინეთის პერსპექტივით, ხმელთაშუაზღვისპირელი ლტოლვილები მათგან შორს არიან... იმედია, ლამპედუზის ტრაგედია მათ დამოკიდებულებას შეაცვლევინებს და უფრო დიდი პასუხისმგებლობის აღებისკენ უბიძგებს... დღევანდელ ვითარებაში მხოლოდ მოხდენილი განცხადებებით გამოსვლა საკმარისი არ იქნება. საჭიროა მოქმედება და ერთობლივი პასუხისმგებლობის აღება“.
სამშაბათს, 15 ოქტომბერს, ევროპის პრესის ყურადღების ცენტრში მოხვედრილ საკითხებს შორის იყო წარმატება, რომელიც საფრანგეთში ულტრამემარჯვენე „ეროვნულმა ფრონტმა“ მოიპოვა ქვეყნის სამხრეთში, ქალაქ ბრინიოლში გამართულ რიგგარეშე არჩევნებში, სადაც ამ პარტიის კანდიდატმა ლორან ლოპესმა გაიმარჯვა. პრესა წერდა, რომ „ეროვნული ფრონტის“ აღზევება შედარებით მეინსტრიმულმა პარტიებმა უნდა შეაჩერონ - წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპის კრიზისს მემარჯვენე პოპულისტები სათავისოდ გამოიყენებენ და პოლიტიკურ ცენტრში გადაინაცვლებენ. „ევროპის არჩევნები 2014 წლის მაისშია დანიშნული და წინასწარმეტყველის ნიჭი არაა აუცილებელი საიმისოდ, რომ გამოვიცნოთ: ამ არჩევნებს ერთი დიდი გამარჯვებული ეყოლება - მემარჯვენე პოპულიზმი“, - წერდა გერმანიაში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის „ტაგეშპიგელი“ 15 ოქტომბერს და დასძენდა:
„თანამედროვე მემარჯვენე პოპულიზმი უფრო მოქნილი გახდა, მან გადალახა გარკვეული კულტურული გულუბრყვილობა და თანამედროვე მედიას და მეთოდებსაც იყენებს. ამ თვალსაზრისით, გასაკვირი არაა ის ფაქტი, რომ „ეროვნული ფრონტი“ უფრო წარმატებული აღმოჩნდა ლე პენის ქალიშვილის, მარინის, შედარებით ზომიერი ლიდერობის პირობებში, ვიდრე მისი ძველმოდური და რეაქციონერი მამის, ჟან-მარის დროს იყო“.
დასავლეთის პრესაში კვირის განმავლობაში ბევრი იწერებოდა აშშ-ში სახელმწიფო ვალის ლიმიტის გაზრდასთან დაკავშირებულ კრიზისსა და დეფოლტის საფრთხეზე, რომელიც კვირის ბოლოს დროებით გადაილახა. 17 ოქტომბერს „ნიუ-იორკ ტაიმსში“ დაიბეჭდა წერილი, სათაურით „ორი პარტია მუშაობას იწყებს კრიზისის განმეორების თავიდან ასაცილებლად“, რომელშიც ვკითხულობთ:
„ღრმა სკეპტიციზმს აღძრავს შეკითხვა, მაინც რა შედეგს გამოიღებს 13 დეკემბერს დანიშნულ ბოლო ვადამდე წარმომადგენელთა პალატისა და სენატის საბიუჯეტო კონფერენცია, რომელმაც კონგრესს 15 იანვრამდე უნდა მისცეს დაფინანსებასთან დაკავშირებით მოქმედების საშუალება, რათა მთავრობამ ფუნქციონირება შეძლოს. სკეპტიციზმს დიდწილად ამყარებს წარსულში განცდილი არაერთი მარცხი, როცა დეფიციტის შემცირებასა და ხარჯვით ინვესტიციებზე ფართომასშტაბიანი შეთანხმების მიღწევას ცდილობდნენ. თუმცა ამჯერად მოლაპარაკების მასშტაბი შემცირებულია. განხილვის თემებს შორის წარსულის უნაყოფო მოლაპარაკებებიდან შემორჩენილი საკითხები დგას: სხვა პროგრამების შესაძლო შემცირება, მათ შორის სოფლის მეურნეობის სუბსიდირების, ფედერალური პენსიების, საფოსტო სამსახურებისა და უმუშევრობის დაზღვევის“. - სტატიის ავტორი იქვე დასძენს: „საბოლოო საბიუჯეტო შეთანხმების მიღწევის იმედი ორივე მხარეს არის, თუმცა სამკვირიანმა საბიუჯეტო კრიზისმა ვაშინგტონის ძალაუფლების სტრუქტურა შეარყია. დემოკრატები, რომლებიც საერთო პოზიციაზე დგანან, თვლიან, რომ მოლაპარაკების შემდეგ რაუნდს გაძლიერებული პოზიციებიდან იწყებენ და მათ ზურგს უმაგრებს პრეზიდენტი, რომელმაც თავისი სიმტკიცის დემონსტრირება შეძლო. რესპუბლიკელებმა კი მთავრობის უწყებების ნაწილის დახურვით თავიანთი კოზირი გამოიყენეს და ახლა ისინი ბევრად უფრო დასუსტებულნი და დაყოფილნი არიან, ვიდრე ოდესმე“.