ექსპერტებთან შეხვედრიდან ერთკვირიანი პაუზის შემდეგ, 2 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თავის ბიზნესცენტრში ამჯერად ტელეკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. დებატები და კითხვა-პასუხი სამსაათ-ნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა. ივანიშვილმა შენიშვნები, ექსპერტების მსგავსად, არც ჟურნალისტების მიმართ დაიშურა და დიდი ხნის განმავლობაში მათ არგუმენტებით გამყარებული კრიტიკისკენ მოუწოდებდა. ჟურნალისტებმა შეკითხვების დასმა მხოლოდ ხანგრძლივი შესავლისა და ორმხრივი თავის მართლების შემდეგ დაიწყეს: დვანში განვითარებული მოვლენები და პრემიერის დამოკიდებულება, „ოცნების“ შეუსრულებელი დაპირებები, ეკონომიკური სტაგნაცია, შეუმდგარი ვიზიტი ამერიკაში, კოჰაბიტაციის დასასრული და სამართლიანობის აღდგენა, ივანიშვილის გადასვლა სამოქალაქო სექტორში, შეცვლის თუ არა ახალი პრემიერი მინისტრთა კაბინეტს - ტელევიზიათა ჟურნალისტების შეკითხვები ამ თემებს შეეხებოდა.
ტელეჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაცემული სამსაათნახევრიანი შეხვედრის უდიდესი ნაწილი ცალკეულ ჟურნალისტთა გამონათქვამების, მათ გადაცემებში დასმული კითხვების განხილვას და იმის შეფასებას დაეთმო, თუ როგორი უნდა იყოს მაღალი სტანდარტის, ობიექტური ჟურნალისტიკა. ივანიშვილი ჟურნალისტებისგან მეტ პროფესიონალიზმსა და არგუმენტირებულ შეკითხვებს მოითხოვდა და აცხადებდა, რომ არასწორი კრიტიკა საქმეს აფუჭებს და რომ ამას, შესაძლოა, „ბევრმა მინისტრმა ვერ გაუძლოს“.
ბიძინა ივანიშვილი: ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ, გააანალიზოთ და ერთი ერთზე არ უნდა მიაწოდოთ მაყურებელს. თუ ასე აწვდით, მაშინ ეს ფოსტალიონობაა, წერილის გაგზავნაა.
ინგა გრიგოლია: ხშირად უწოდებთ ხოლმე ჟურნალისტებს ფოსტალიონებს და ეს არასასიამოვნო მოსასმენია.
ბიძინა ივანიშვილი: სასიამოვნო თუ არ არის, ასე არ უნდა მოიქცეთ.
სოფო მოსიძე: იქ, სადაც არის კრიტიკა, არის თავისუფალი მედია და სადაც არის თავისუფალი მედია, ხალხი არ შიმშილობს. ეს არის ფორმულა.
ბიძინა ივანიშვილი: ნუ გაქვთ კომპლექსი იმისა,რომ გაკეთებულზე თქვათ, რომ გაკეთებულია. ასე ცალმხრივად არ არის, რომ მედია მხოლოდ აკრიტიკებს...
ალექსანდრე ელისაშვილი: თქვენ როგორი წარმოდგენაც არ უნდა გქონდეთ მედიაზე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჟურნალისტის მოვალეობაა იყოს კრიტიკული. და რაც შეეხება თქვენ მიერ მოყვანილ ციტატებს, კარგი იქნებოდა, თუ მაგ გადაცემების შინაარსსაც მოგაწვდიან, ვინც მაგ ფრაზებს გაწვდით.
ბიძინა ივანიშვილი: აი,ნახეთ, „ეკონომიკაში აურზაურია“, „ზურაბიშვილს ივანიშვილი არ აძლევს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას“, „არის თუ არა ივანიშვილის წასვლა გაქცევა“... გაქცევაა ეს, ალეკო, თქვი, გაქცევაა?
ალექსანდრე ელისაშვილი: თქვენი გუნდის წევრები საუბრობენ ამაზე და მე რომ ეს შეკითხვა დამესვა, ეს ლოგიკურად არ გეჩვენებათ? ჩვენ სტუდიაში მარტო კი არ ვსხედვართ, რესპონდენტები გვყავს და მათ ვუსვამთ ამ შეკითხვებს.
ბიძინა ივანიშვილი: და თუ ჩემი გუნდელი მაგინებს, ამიტომ თქვენც უნდა მაგინოთ?
ალექსანდრე ელისაშვილი: არა, გინება არაფერ შუაშია.
ბიძინა ივანიშვილი: კარგით, არაკორექტული გამონათქვამი რომ თქვა, თქვენც იგივე უნდა გაიმეოროთ?
ალექსანდრე ელისაშვილი: ეს შეკითხვაა, თქვენ ვერ ამიკრძალავთ კითხვის დასმას, უკაცრავად...
მედია შეხვედრის პირველი საათის განმავლობაში ცდილობდა პრემიერისათვის აეხსნა, რომ ჟურნალისტების მოვალეობა სწორედ ხელისუფლების კრიტიკა და მთავრობის წევრთა განცხადებების ეჭვქვეშ დაყენებაა. პრემიერი კი სხვადასხვა გადაცემებიდან ჟურნალისტების მიერ ნათქვამ ცალკეულ ფრაზებს იშველიებდა და მათგან მოითხოვდა მეტ ცოდნას, მაგალითად, ეკონომიკაში ( თუ ამ საკითხზე კითხვებს სვამდნენ), არგუმენტებს და ისევ არგუმენტებს. სოფო მოსიძე, მერაბ მეტრეველი, ინგა გრიგოლია, ალექსანდრე ელისაშვილი, ნინო ჟიჟილაშვილი, ნინო ჯანგირაშვილი და სხვები რამდენჯერმე შეეკამათნენ პრემიერს ამ თემაზე.
ივანიშვილი ფიქრობს, რომ „თუ ჟურნალისტები აკრიტიკებენ იმას, რაც მისაღები არ არის, ასეთი კრიტიკა ფასს კარგავს“. მან ჟურნალისტებს მოუწოდა, არ ჰქონდეთ „ქების კომპლექსი“, გულისხმობდა ხელისუფლების მიერ გაკეთებულ საქმეებს. „სოზარ სუბარს ღამეები არ სძინავს და მას სჭირდება მხარში დგომა. ძალიან ბევრი მინისტრი განიცდის ასეთ ზეწოლას და შეიძლება გაიქცეს კიდეც“.
დვანთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა პრემიერს ჰკითხეს, რატომ არ წავიდა თავად პრემიერი სოფელში, სადაც ოკუპანტი ქვეყანა მავთულხლართს ავლებს, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა იძულებულია საკუთარი ხელით დაშალოს საკუთარი სახლები და სოფლიდან აიყაროს. და როგორია, საერთოდ, პრემიერის დამოკიდებულება იქ შექმნილი ვითარების მიმართ. ივანიშვილმა თქვა, რომ მას აქვს ძალიან ბევრი საქმე და ის ყველგან ჩასვლას ვერ მოახერხებს, თუმცა ადგილზე ჩასულები იყვნენ მინისტრები:
სოფო მოსიძე: უკვე მეორე კვირაა ყველა ტელევიზიის საონფორმაციო გამოშვება იწყება დვანის კადრებით. რა რეაქცია გქონდათ თქვენ, როცა ეს კადრები ნახეთ?
ბიძინა ივანიშვილი: რეაქცია გვქონდა ადეკვატური და დღესაც ასეთი გვაქვს. დღესაც სერგეენკო წავიდა დვანში, მთავრობის სხვა წევრებიც ჩართულები არიან ამ ამბავში, კომისია გვაქვს შექმნილი და მაქსიმალურად ვცდილობთ მხარში დავუდგეთ იქაურებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრი ბერკეტი არ გაგვაჩნია. თქვენ რას მთავაზობთ, ომი დავიწყოთ?
მერაბ მეტრეველი: მე, მაგალითად, თქვენს ადგილას ჩავიდოდი დვანში და ეს, სულ ცოტა, იმას მაინც აგაცილებდათ თავიდან, რომ დვანის მოსახლეობას არ დაეჩივლა, რომ მთავრობისგან საკმარის ყურადღებას არ გრძნობენ.
დვანის საკითხზე გამოხმაურებისას ივანიშვილმა ასევე გაიმეორა მის მიერ არაერთხელ ნათქვამი, რომ დვანში განვითარებული მოვლენები წინა ხელისუფლების მძიმე მემკვიდრეობაა, ხოლო 2008 წელს განვითარებული მოვლენები საქართველოს ხელისუფლების პროვოკაციის გარეშე ვერ მოხდებოდა.
ამ შეხვედრაზე ასევე გაირკვა, რომ ივანიშვილი პრემიერობის რანგში საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში, აშშ-ში, ვიზიტს ვეღარ მოასწრებს. მისი თქმით, მას აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ურჩია ნოემბერში სწვეოდა ამერიკას, ივანიშვილი კი პასუხად ამბობს, რომ ის „ამერიკაში წავა თუ არა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. არ წავსულვარ, მაგრამ უფრო მეტი გაკეთდა“.
ივანიშვილმა ბევრი ილაპარაკა თავის გადასვლაზე სამოქალაქო სექტორში და კიდევ ერთხელ გააპროტესტა მედიაში არაერთხელ გამოთქმული ვარაუდი მისი პოლიტიკიდან გაქცევის თაობაზე და თქვა, რომ გამარჯვებულები არსად გარბიან, შემდეგ კი დაამატა, რომ შესაძლოა მას ჰქონდეს მხოლოდ პოზიტიური გავლენა მთავრობაზე. რაც შეეხება იმას, შეცვლის თუ არა ახალი პრემიერი ივანიშვილის დანიშნულ მთავრობას, ამაზე მოქმედი პრემიერის პასუხია, რომ შესაძლოა შეიცვალოს ერთი-ორი მინისტრი, ის მითითებებს არ მისცემს ახალ პრემიერს:
„მე არავის დავამადლი კონსულტაციას, თუ ეს ვინმეს დასჭირდება, მაგრამ ასეთი რამ არ მოხდება, რომ ვინმესგან რამე მოვითხოვო. თუ დავინახე, რომ რაღაც უხეში შეცდომა დაუშვეს, არ გამოვრიცხავ, ვცადო დარეკვა მათთან და არ გამოვრიცხავ საჯაროდაც მივუთითო შეცდომაზე“.
„ოცნების“ შეუსრულებელი დაპირებების შესახებ ივანიშვილს შეკითხვები მერაბ მეტრეველმა დაუსვა და ისიც ჰკითხა, რატომ არ შეასრულა „ოცნებამ“ წინასაარჩევნო პერიოდში დეკლარირებული დაპირება, რომ ახალი ხელისუფლება საჯარო სამსახურებიდან მოხელეებს მასობრივად არ გაათავისუფლებდა. პასუხად ითქვა:
„არავითარი გადაჭარბება აქ არ მომხდარა, ჩვენ ძალიან კულტურულად მოვიქეცით და აბსოლუტური უმრავლესობა შევინარჩუნეთ ამ ხალხისა“.
პრემიერს პრეზიდენტ სააკაშვილის 2 ოქტომბერს გაკეთებული განცხადების კომენტირებაც სთხოვეს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი საზღვრის გადმოწევას განმუხურთანაც აპირებს. ივანიშვილი ასეთ საფრთხეს რუსეთისგან გამორიცხავს.
ჰკითხეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ჟურნალისტების ეკა კვესიტაძის და დავით პაიჭაძის გადაცემებისა და „მეცხრე არხის“ დახურვის შესახებ.
„ეს გადაცემები და მათი ავტორები ზუსტადაც რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აგიტაციას ეწეოდნენ, მაგრამ მე არც ერთ კონკრეტულ გადაცემაზე არ მქონია რეაქცია. ზოგადად, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ საზოგადოებრივი ტელევიზია მუდამ იყოს სწორედ საზოგადოების სამსახურში“, - უპასუხა შეკითხვას პრემიერმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტები აცხადებდნენ, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზების გამო უწევდათ თავის მართლება. მედიის წარმომადგენლები თანხმდებიან აზრზე, რომ მათ და პრემიერს ჟურნალისტიკაზე განსხვავებული წარმოდგენა აქვთ.

თქვენ როგორი წარმოდგენაც არ უნდა გქონდეთ მედიაზე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჟურნალისტის მოვალეობაა იყოს კრიტიკული. და რაც შეეხება თქვენ მიერ მოყვანილ ციტატებს, კარგი იქნებოდა, თუ მაგ გადაცემების შინაარსსაც მოგაწვდიან, ვინც მაგ ფრაზებს გაწვდით...ალექსანდრე ელისაშვილი
სოფო მოსიძე: იქ, სადაც არის კრიტიკა, არის თავისუფალი მედია და სადაც არის თავისუფალი მედია, ხალხი არ შიმშილობს. ეს არის ფორმულა.
ბიძინა ივანიშვილი: ნუ გაქვთ კომპლექსი იმისა,რომ გაკეთებულზე თქვათ, რომ გაკეთებულია. ასე ცალმხრივად არ არის, რომ მედია მხოლოდ აკრიტიკებს...
ალექსანდრე ელისაშვილი: თქვენ როგორი წარმოდგენაც არ უნდა გქონდეთ მედიაზე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჟურნალისტის მოვალეობაა იყოს კრიტიკული. და რაც შეეხება თქვენ მიერ მოყვანილ ციტატებს, კარგი იქნებოდა, თუ მაგ გადაცემების შინაარსსაც მოგაწვდიან, ვინც მაგ ფრაზებს გაწვდით.
ბიძინა ივანიშვილი: აი,ნახეთ, „ეკონომიკაში აურზაურია“, „ზურაბიშვილს ივანიშვილი არ აძლევს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას“, „არის თუ არა ივანიშვილის წასვლა გაქცევა“... გაქცევაა ეს, ალეკო, თქვი, გაქცევაა?
ალექსანდრე ელისაშვილი: თქვენი გუნდის წევრები საუბრობენ ამაზე და მე რომ ეს შეკითხვა დამესვა, ეს ლოგიკურად არ გეჩვენებათ? ჩვენ სტუდიაში მარტო კი არ ვსხედვართ, რესპონდენტები გვყავს და მათ ვუსვამთ ამ შეკითხვებს.
ბიძინა ივანიშვილი: და თუ ჩემი გუნდელი მაგინებს, ამიტომ თქვენც უნდა მაგინოთ?
ალექსანდრე ელისაშვილი: არა, გინება არაფერ შუაშია.
ბიძინა ივანიშვილი: კარგით, არაკორექტული გამონათქვამი რომ თქვა, თქვენც იგივე უნდა გაიმეოროთ?
ალექსანდრე ელისაშვილი: ეს შეკითხვაა, თქვენ ვერ ამიკრძალავთ კითხვის დასმას, უკაცრავად...
მედია შეხვედრის პირველი საათის განმავლობაში ცდილობდა პრემიერისათვის აეხსნა, რომ ჟურნალისტების მოვალეობა სწორედ ხელისუფლების კრიტიკა და მთავრობის წევრთა განცხადებების ეჭვქვეშ დაყენებაა. პრემიერი კი სხვადასხვა გადაცემებიდან ჟურნალისტების მიერ ნათქვამ ცალკეულ ფრაზებს იშველიებდა და მათგან მოითხოვდა მეტ ცოდნას, მაგალითად, ეკონომიკაში ( თუ ამ საკითხზე კითხვებს სვამდნენ), არგუმენტებს და ისევ არგუმენტებს. სოფო მოსიძე, მერაბ მეტრეველი, ინგა გრიგოლია, ალექსანდრე ელისაშვილი, ნინო ჟიჟილაშვილი, ნინო ჯანგირაშვილი და სხვები რამდენჯერმე შეეკამათნენ პრემიერს ამ თემაზე.
დღესაც სერგეენკო წავიდა დვანში, მთავრობის სხვა წევრებიც ჩართულები არიან ამ ამბავში, კომისია გვაქვს შექმნილი და მაქსიმალურად ვცდილობთ მხარში დავუდგეთ იქაურებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრი ბერკეტი არ გაგვაჩნია. თქვენ რას მთავაზობთ, ომი დავიწყოთ?..ბიძინა ივანიშვილი
ივანიშვილი ფიქრობს, რომ „თუ ჟურნალისტები აკრიტიკებენ იმას, რაც მისაღები არ არის, ასეთი კრიტიკა ფასს კარგავს“. მან ჟურნალისტებს მოუწოდა, არ ჰქონდეთ „ქების კომპლექსი“, გულისხმობდა ხელისუფლების მიერ გაკეთებულ საქმეებს. „სოზარ სუბარს ღამეები არ სძინავს და მას სჭირდება მხარში დგომა. ძალიან ბევრი მინისტრი განიცდის ასეთ ზეწოლას და შეიძლება გაიქცეს კიდეც“.
დვანთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა პრემიერს ჰკითხეს, რატომ არ წავიდა თავად პრემიერი სოფელში, სადაც ოკუპანტი ქვეყანა მავთულხლართს ავლებს, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა იძულებულია საკუთარი ხელით დაშალოს საკუთარი სახლები და სოფლიდან აიყაროს. და როგორია, საერთოდ, პრემიერის დამოკიდებულება იქ შექმნილი ვითარების მიმართ. ივანიშვილმა თქვა, რომ მას აქვს ძალიან ბევრი საქმე და ის ყველგან ჩასვლას ვერ მოახერხებს, თუმცა ადგილზე ჩასულები იყვნენ მინისტრები:
სოფო მოსიძე: უკვე მეორე კვირაა ყველა ტელევიზიის საონფორმაციო გამოშვება იწყება დვანის კადრებით. რა რეაქცია გქონდათ თქვენ, როცა ეს კადრები ნახეთ?
ბიძინა ივანიშვილი: რეაქცია გვქონდა ადეკვატური და დღესაც ასეთი გვაქვს. დღესაც სერგეენკო წავიდა დვანში, მთავრობის სხვა წევრებიც ჩართულები არიან ამ ამბავში, კომისია გვაქვს შექმნილი და მაქსიმალურად ვცდილობთ მხარში დავუდგეთ იქაურებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრი ბერკეტი არ გაგვაჩნია. თქვენ რას მთავაზობთ, ომი დავიწყოთ?
მერაბ მეტრეველი: მე, მაგალითად, თქვენს ადგილას ჩავიდოდი დვანში და ეს, სულ ცოტა, იმას მაინც აგაცილებდათ თავიდან, რომ დვანის მოსახლეობას არ დაეჩივლა, რომ მთავრობისგან საკმარის ყურადღებას არ გრძნობენ.
დვანის საკითხზე გამოხმაურებისას ივანიშვილმა ასევე გაიმეორა მის მიერ არაერთხელ ნათქვამი, რომ დვანში განვითარებული მოვლენები წინა ხელისუფლების მძიმე მემკვიდრეობაა, ხოლო 2008 წელს განვითარებული მოვლენები საქართველოს ხელისუფლების პროვოკაციის გარეშე ვერ მოხდებოდა.
მე არავის დავამადლი კონსულტაციას, თუ ეს ვინმეს დასჭირდება, მაგრამ ასეთი რამ არ მოხდება, რომ ვინმესგან რამე მოვითხოვო. თუ დავინახე, რომ რაღაც უხეში შეცდომა დაუშვეს, არ გამოვრიცხავ, ვცადო დარეკვა მათთან და არ გამოვრიცხავ საჯაროდაც მივუთითო შეცდომაზე...ბიძინა ივანიშვილი
ამ შეხვედრაზე ასევე გაირკვა, რომ ივანიშვილი პრემიერობის რანგში საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში, აშშ-ში, ვიზიტს ვეღარ მოასწრებს. მისი თქმით, მას აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ურჩია ნოემბერში სწვეოდა ამერიკას, ივანიშვილი კი პასუხად ამბობს, რომ ის „ამერიკაში წავა თუ არა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. არ წავსულვარ, მაგრამ უფრო მეტი გაკეთდა“.
ივანიშვილმა ბევრი ილაპარაკა თავის გადასვლაზე სამოქალაქო სექტორში და კიდევ ერთხელ გააპროტესტა მედიაში არაერთხელ გამოთქმული ვარაუდი მისი პოლიტიკიდან გაქცევის თაობაზე და თქვა, რომ გამარჯვებულები არსად გარბიან, შემდეგ კი დაამატა, რომ შესაძლოა მას ჰქონდეს მხოლოდ პოზიტიური გავლენა მთავრობაზე. რაც შეეხება იმას, შეცვლის თუ არა ახალი პრემიერი ივანიშვილის დანიშნულ მთავრობას, ამაზე მოქმედი პრემიერის პასუხია, რომ შესაძლოა შეიცვალოს ერთი-ორი მინისტრი, ის მითითებებს არ მისცემს ახალ პრემიერს:
„მე არავის დავამადლი კონსულტაციას, თუ ეს ვინმეს დასჭირდება, მაგრამ ასეთი რამ არ მოხდება, რომ ვინმესგან რამე მოვითხოვო. თუ დავინახე, რომ რაღაც უხეში შეცდომა დაუშვეს, არ გამოვრიცხავ, ვცადო დარეკვა მათთან და არ გამოვრიცხავ საჯაროდაც მივუთითო შეცდომაზე“.
„ოცნების“ შეუსრულებელი დაპირებების შესახებ ივანიშვილს შეკითხვები მერაბ მეტრეველმა დაუსვა და ისიც ჰკითხა, რატომ არ შეასრულა „ოცნებამ“ წინასაარჩევნო პერიოდში დეკლარირებული დაპირება, რომ ახალი ხელისუფლება საჯარო სამსახურებიდან მოხელეებს მასობრივად არ გაათავისუფლებდა. პასუხად ითქვა:
„არავითარი გადაჭარბება აქ არ მომხდარა, ჩვენ ძალიან კულტურულად მოვიქეცით და აბსოლუტური უმრავლესობა შევინარჩუნეთ ამ ხალხისა“.
ზოგადად, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ საზოგადოებრივი ტელევიზია მუდამ იყოს სწორედ საზოგადოების სამსახურში...ბიძინა ივანიშვილი