ბოლო დღეების აქტუალურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებს შორის პარტიათა ქცევის საკითხებზე დისკუსიაც აღმოჩნდა. დისკუსიის საგანი ერთდროულად არის, ერთი მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული დეკლარაცია, მეორე მხრივ კი, სამოქალაქო სექტორის მიერ შედგენილი დებულებები. სამოქალაქო სექტორი, იმავდროულად, პარტიათა დიალოგისა და წესებზე შეჯერების პროცესის ხელშეწყობის ვალდებულებასაც იღებს. ამჟამად კი პარტიათა ქცევის ნორმების შესახებ დისკუსიის ასპარეზი არის რადიო თავისუფლების თბილისის სტუდია, სადაც ნონა მჭედლიშვილმა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამების ხელმძღვანელი ნინა ხატისკაცი და არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი კახი კახიშვილი მიიწვია.
ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1