Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფარავანჰესი - სარგებელი ორი მოსაზღვრე ქვეყნისთვის


ფარავანჰესის გახსნა. 2014 წლის 11 ოქტომბერი
ფარავანჰესის გახსნა. 2014 წლის 11 ოქტომბერი

დღეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გაიმართა ფარავანჰესის ექსპლუატაციაში გაშვების ცერემონიალი, რომელსაც დაესწრნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი თანერ ილდიზი, თურქული კომპანია „ანადოლუ ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თუნჯაი ოზილჰანი, მთავრობისა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები. ფარავანჰესის პროექტის საინვესტიციო ღირებულება 200 მლნ აშშ დოლარია, დადგმული სიმძლავრე – 87 მგვტ, ხოლო წლიური გამომუშავება – 400 მილიონ კლვტ საათი. „ბოლო 35 წელია, ჩვენს ქვეყანაში არ აშენებულა ასეთი მძლავრი ჰიდროელექტროსადგური. ჰესის მშენებლობაში 200 მილიონი დოლარი ჩაიდო, რაც მართლაც სოლიდური ინვესტიციაა.საქართველოს ენერგორესურსების მიმართ ინვესტორების ინტერესი სულ უფრო იზრდება და დარწმუნებული ვარ, ყოველი შემდგომი პროექტი ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის სისტემას გააძლიერებს და ხელს შეუწყობს ჩვენი ენერგოუსაფრთხოების გაზრდას", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჰესის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

გადმოწერა

XS
SM
MD
LG