ფარავანჰესის გარემოზე ზემოქმედების შესახებ სპეციალური კვლევა აქვს მომზადებული არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“. ორგანიზაცია შიშობს, რომ ჰიდროელექტროსადგური საფრთხეს წარმოადგენს, როგორც ეკოსისტემისთვის, ისე მოსახლეობისთვის. განმარტებისთვის „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელს დავით ჭიპაშვილს მივმართეთ.