წელს, მაისის დასაწყისში, მოსკოვში, კინოთეატრ ”პიონერში”, ახალი ციკლის, ”50 საუკეთესო საბჭოთა ფილმის”, ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო რუს საბჭოთა მუსიკოსთან, ოლეგ კარავაიჩუკთან.
88 წლის კომპოზიტორმა თავისი შემოქმედებიდან ქართული ფილმის, ”ბებიაჩემისთვის” დაწერილი მუსიკა აარჩია. 13 ივნისს კარავაიჩუკი ფილტვების ანთების დიაგნოზით სანკტ-პეტერბურგში გარდაიცვალა. გიორგი გვახარია გვიამბობს კომპოზიტორზე, რომლის მუსიკის შესრულება საბჭოთა კავშირში თითქმის 30 წლის განმავლობაში იკრძალებოდა.