ორი მცირე ზომის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის - მოლდავეთისა და საქართველოს - ევროკავშირისკენ სწრაფვის ჩასაფუშად მოსკოვი სეპარატისტულ რეგიონებს იყენებს. ეს ორი ქვეყანა ერთმანეთის მსგავს პოლიტიკას მიმართავს თავის პრორუსული მიმართულების სეპარატისტულ რეგიონებთან დაახლოების მიზნით. ამგვარ მცდელობებს დაუყოვნებლივ მოსდევს ხოლმე მოსკოვის რეაქცია, უმეტესწილად, პროვოკაციული ქმედების სახით. ივნისის დასაწყისში მოლდავეთმა მიაღწია სანუკვარი მიზნის მნიშვნელოვან ეტაპს - ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების დადებაზე თანხმობას, მაგრამ ერთი დღე იყო დარჩენილი ხელშეკრულების გაფორმებამდე, როცა პრორუსულმა სეპარატისტულმა რეგიონმა, დნესტრისპირეთმა, ცალმხრივად და მოულოდნელად მიიღო კანონი, რომლის თანახმად, მოლდავეთის დარჩენილ ტერიტორიასთან გამყოფი, მანამდე ადმინისტრაციული, ზოლი სახელმწიფო საზღვრად დაკანონდა. კიშინიოვი ამ ნაბიჯმა განარისხა. 17 ივნისს პრეზიდენტმა ნიკოლაე ტიმოფტიმ ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა:
„ვიღაცას მოლდავეთის დესტაბილიზება სურს. ჩვენთვის ცნობილია, რომ როცა კი მოლდავეთის რესპუბლიკა უახლოვდება ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას, ან დნესტრისპირელები, ან ისინი, ვინც მათ რეგიონს მხარს უჭერს, პროვოკაციებს აწყობენ“.
მოლდავეთში დაძაბულობას თავისი ექო ჰქონდა საქართველოში: ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალებმა დაიწყეს მავთულხლართიანი ზღუდის შენება და ზოგ არეალში რამდენიმე ასეული მეტრით გადმოიწია დე ფაქტო გამყოფმა ზოლმა. ორივე შემთხვევაში, სეპარატისტებისა და რუსეთში მათი მხარდამჭერების პროვოკაციული ნაბიჯები მიმართული იყო კიშინიოვისა და თბილისის მცდელობების წინააღმდეგ. ეს მცდელობები ემსახურება რეგიონებთან პირდაპირი კავშირების გააქტიურების გზით კონფლიქტების შერბილებას. ევროკავშირში ინტეგრაციამ და შიდა რეფორმებმა, ამ პოლიტიკის მიხედვით, სეპარატისტული რეგიონებისთვის უფრო მიმზიდველი უნდა გახადოს კვლავ შეერთება. ვაშინგტონში მოქმედი ჯეიმსტაუნის ფონდის მკვლევარი ვლადიმირ სოკორი დნესტრისპირეთისა და სამხრეთ ოსეთის ქმედებებში პარალელს ხედავს:
„რაც შეეხება დნესტრისპირეთის ლიდერის შევჩუკის დეკრეტს, რომელიც მცდელობა თუ განზრახვაა, დადგინდეს „საზღვარი“, და ცხინვალის რეგიონში მსგავს პროცესს, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ორივე აქტის შთაგონების წყარო მოსკოვში იმყოფება“.
კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხუციშვილი ამ თვალსაზრისს განავრცობს და ცხინვალის, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეგიონის, ამ ნაბიჯის სხვა მხარეზე ლაპარაკობს, კერძოდ კი იმაზე, რომ მისი მიზანი იყო საქართველოს მთავრობის ახალი მიდგომის, ასევე მისი დასავლელი პარტნიორების მიმართ საზოგადოების ნდობა შეერყია. 2009 წლის შემდეგ მოლდოვა დაადგა, ასე ვთქვათ, „მცირე ნაბიჯების“ პოლიტიკას, რომელიც დნესტრიპირეთის დე ფაქტო მთავრობასთან პირდაპირი ურთიერთობის ძებნის სურვილს გულისხმობს. ამის მსგავსად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დასაბამი დაუდო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონების მიმართ „დეიზოლაციის“ ანუ იზოლაციის საპირისპირო პოლიტიკას, რომელიც უკავშირდება მოსკოვთან ურთიერთობათა განვითარების მცდელობებს. ახლა მოლდავეთის მთავრობა შეშფოთებულია შესაძლო პროვოკაციების გამო. კიშინიოვი ნოემბერში ევროკავშირის აღმოსავლეთთან პარტნიორობის პროგრამის მონაწილე ქვეყნების სამიტზე, ვილნიუსში, ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას მოელის. სწორედ ამას უკავშირდება მისი შეშფოთება და შიში, რომ შეიძლება მორიგმა პროვოკაციამ ეს შესაძლებლობაც ჩაშალოს. მოლდავეთში არ ავიწყდებათ 1992 წელი, როცა რუსეთმა და დნესტრისპირეთის სეპარატისტულმა მოძრაობამ ომი წამოიწყო, რომელსაც რეგიონის დე ფაქტო დამოუკიდებლობის გამოცხადება მოჰყვა სწორედ იმ დღეს, როცა გაერომ მოლდავეთი სრულუფლებიან წევრად აირჩია. პოლიტოლოგი ვლადიმირ სოკორი ამბობს, რომ არც სეპარატისტულ რეგიონს და არც მის მფარველებს მოსკოვში არ სურთ, რომ მოლდავეთმა ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა დაამყაროს. მისი დაკვირვებით, ვილნიუსის სამიტის მოახლოებასთან ერთად, მოსკოვი დნესტრისპირეთთან კავშირებს უფრო მეტად ამყარებს:
„მოსკოვის რეაქცია შეიძლება იწვევდეს ინციდენტს, მაგრამ ის მხოლოდ ამას არ ემსახურება, მისი უმთავრესი მიზანი სხვაა. ეს მიზანი მოსკოვსა და ტირასპოლს შორის ურთიერთობის ისე გამყარებაა, რომ მოლდავეთისგან დნესტრისპირეთის ჩამოშორება შეუქცევადი გახადოს“.
სოკორი ამბობს, რომ მოსკოვი ამას აკეთებს ტირასპოლში დე ფაქტო საკონსულოს გახსნით, სადაც მოქალაქეებს დაჩქარებული წესით ურიგებენ რუსეთის პასპორტებს; ზეწოლით კიშინიოვზე, გადაუხადოს „გაზპრომს“ ვალი და, ამავე დროს, დნესტრისპირეთის ვალზე თვალის დახუჭვით; ასევე სეპარატისტულ რეგიონში რუსეთის ორგანიზაციების ფილიალების გახსნით. მეტიც, ფიქრობს სოკორი, მოსკოვი და ტირასპოლი შეთანხმებულად იყენებენ მოლდავეთის მცდელობებს თავისი მიზნებისთვის:
„ამ პროცესს გონივრულად და მტკიცედ თუ არ მოჰკიდეს ხელი კიშინიოვმა და მისმა დასავლელმა პარტნიორებმა, არის საფრთხე, რომ კიშინიოვს მოუხდეს ტირასპოლის დე ფაქტო აღიარება. ტირასპოლი საკმაოდ ჭკვიანურად ცდილობს გამოიყენოს „ნდობის მოპოვებისა“ და „პატარა ნაბიჯების“ ეს პროცესი იმისთვის, რომ დე ფაქტო აღიარება მოიპოვოს“.
სოკორის დაკვირვებით, ტირასპოლი მეთოდურად მიიწევს ამ „მცოცავი აღიარებისკენ“, სხვათა შორის, იმისკენ, რომ მოიპოვოს ავტომანქანების საკუთარი ნომრები, ასევე მათი რეგიონისთვის ცალკე საერთაშორისო სატელეფონო კოდი. მოსკოვის კარნეგის ცენტრის დირექტორს დმიტრი ტრენინს ეჭვი ეპარება, რომ მოლდავეთისა და საქართველოს ამ პოლიტიკამ, რომლის მიზანია სეპარატისტული რეგიონების დაბრუნება, შედეგი მოიტანოს. მისი აზრით, არც მოსკოვი ჩანს ამის გამო შეშფოთებული. „ისინი მიმართავენ ამ პოლიტიკას, მაგრამ არა მგონია, მოელოდნენ, რომ ეს პოლიტიკა ვითარებას საგრძნობლად შეცვლისო“, აცხადებს დმიტრი ტრენინი.
მოსკოვსა და სეპარატისტულ რეგიონებში ცნობილია, რომ ევროკავშირში ბევრი სკეპტიკურად უყურებს საქართველოსა და მოლდავეთის მსგავსი ხანგძლივი კონფლიქტების მქონე სახელმწიფოების ევროკავშირთან დაახლოებას. ევროპის პარლამენტის წევრი, გერმანიის წარმომადგენელი ვერნერ შულცი, პარლამენტში ევროკავშირ-რუსეთის დელეგაციის თავმჯდომარის მოადგილე, ფიქრობს, რომ ტერიტორიული კონფლიქტების „გაყინულ“ მდგომარეობაში შენარჩუნება ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით კიშინიოვისა და თბილისის მცდელობების „კონტრპროდუქტიულია“:
„რუსეთი ამ ქვეყნებს მუდმივ განსაცდელში ამყოფებს. და ევროკავშირში არის აზრი, რომ სანამ ეს კონფლიქტები არაა მოგვარებული, ეს სახელმწიფოები ვერ იქნებიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატები. ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ ევროკავშირში ისეთი ქვეყნები, რომლებშიც ასეთი შინადაძაბულობაა, ასეთი საშინაო პრობლემებია“.
„ვიღაცას მოლდავეთის დესტაბილიზება სურს. ჩვენთვის ცნობილია, რომ როცა კი მოლდავეთის რესპუბლიკა უახლოვდება ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას, ან დნესტრისპირელები, ან ისინი, ვინც მათ რეგიონს მხარს უჭერს, პროვოკაციებს აწყობენ“.
მოლდავეთში დაძაბულობას თავისი ექო ჰქონდა საქართველოში: ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალებმა დაიწყეს მავთულხლართიანი ზღუდის შენება და ზოგ არეალში რამდენიმე ასეული მეტრით გადმოიწია დე ფაქტო გამყოფმა ზოლმა. ორივე შემთხვევაში, სეპარატისტებისა და რუსეთში მათი მხარდამჭერების პროვოკაციული ნაბიჯები მიმართული იყო კიშინიოვისა და თბილისის მცდელობების წინააღმდეგ. ეს მცდელობები ემსახურება რეგიონებთან პირდაპირი კავშირების გააქტიურების გზით კონფლიქტების შერბილებას. ევროკავშირში ინტეგრაციამ და შიდა რეფორმებმა, ამ პოლიტიკის მიხედვით, სეპარატისტული რეგიონებისთვის უფრო მიმზიდველი უნდა გახადოს კვლავ შეერთება. ვაშინგტონში მოქმედი ჯეიმსტაუნის ფონდის მკვლევარი ვლადიმირ სოკორი დნესტრისპირეთისა და სამხრეთ ოსეთის ქმედებებში პარალელს ხედავს:
„რაც შეეხება დნესტრისპირეთის ლიდერის შევჩუკის დეკრეტს, რომელიც მცდელობა თუ განზრახვაა, დადგინდეს „საზღვარი“, და ცხინვალის რეგიონში მსგავს პროცესს, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ორივე აქტის შთაგონების წყარო მოსკოვში იმყოფება“.
მოსკოვის რეაქცია შეიძლება იწვევდეს ინციდენტს, მაგრამ ის მხოლოდ ამას არ ემსახურება, მისი უმთავრესი მიზანი სხვაა. ეს მიზანი მოსკოვსა და ტირასპოლს შორის ურთიერთობის ისე გამყარებაა, რომ მოლდავეთისგან დნესტრისპირეთის ჩამოშორება შეუქცევადი გახადოს...ვლადიმირ სოკორი
„მოსკოვის რეაქცია შეიძლება იწვევდეს ინციდენტს, მაგრამ ის მხოლოდ ამას არ ემსახურება, მისი უმთავრესი მიზანი სხვაა. ეს მიზანი მოსკოვსა და ტირასპოლს შორის ურთიერთობის ისე გამყარებაა, რომ მოლდავეთისგან დნესტრისპირეთის ჩამოშორება შეუქცევადი გახადოს“.
რუსეთი ამ ქვეყნებს მუდმივ განსაცდელში ამყოფებს. და ევროკავშირში არის აზრი, რომ სანამ ეს კონფლიქტები არაა მოგვარებული, ეს სახელმწიფოები ვერ იქნებიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატები. ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ ევროკავშირში ისეთი ქვეყნები, რომლებშიც ასეთი შინადაძაბულობაა...ვერნერ შულცი