Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზრები პარიზში და მათი ვიზუალური ხატი


ნანა გიგლემიანი
ნანა გიგლემიანი

„თანამედროვე სტუდენტისთვის უცხოეთში წასვლა აუცილებელია“, ამას გეტყვით „უხილავ ფარდის“ დღევანდელი სტუმარი, ნანა გიგლემიანი. ის პარიზში სწავლობს, პარიზის დიდროს უნივერსიტეტში, მაგისტრატურაში, კულტურული ინტელექტისა და ინოვაციის სპეციალობით.

აზრები პარიზში და მათი ვიზუალური ხატი
please wait

No media source currently available

0:00 0:54:32 0:00
გადმოწერა

ნანა ფოტოხელოვანია და თბილისის სამხატვრო აკადემიაში გრაფიკული დიზაინის ფაკულტეტზე სწავლობდა წელიწად-ნახევარი. თბილისის უნივერსიტეტი დაამთავრა კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით. "უხილავი ფარდის" ავტორი ოქროპირ რუხაძე და ნანა გიგლემიანი საუბრობენ პარიზზე, იმაზე, თუ ვინ ქმნის ამ ქალაქის შესახებ ლეგენდას, რატომ მიილტვის ადამიანი პარიზისკენ, კლასიკური გაგებით, ხელოვნებისა და, ამავე დროს, თანამედროვე ხელოვნების, კიჩის, დიზაინის შეხვედრის ადგილისკენ.

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG