წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში წყოუშის თემის საბაზო სკოლის მოსწავლეები ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
საბერიო-ფახულანის ბლოკ-საგუშაგოზე რუსეთის სამხედროებისგან უარის მიღების გამო მოსწავლეებს შემოვლითი გზებით უწევთ გადაადგილება.
წყოუშის თემის საბაზო სკოლის დირექტორის ვახტანგ გოგოხიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მშობლებმა საბერიოს დე ფაქტო ადმინისტრაციისგან პრობლემის მოგვარების დაპირება მიიღეს, რუსეთის სამხედროები მოსწავლეებს არ ატარებენ:
„სოფლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობამ მოაწერა ხელი. ხელი ასევე მოაწერეს სოხუმის ადმინისტრაციაში. ეს დოკუმენტაცია წარუდგინეს აქ მესაზღვრეებს, რომლებმაც ახლა დამატებით ვიღაც რუსი გენერლის თანხმობა მოითხოვეს. ისევ ისეთი ცუდი მდგომარეობაა“.
ვახტანგ გოგოხიას ინფორმაციით, ოკუპირებული რეგიონიდან სულ 40 ბავშვს ჰქონდა სურვილი ესწავლა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორაზე, თუმცა გადაადგილების შეზღუდვის გამო მათი რიცხვი განახევრდა:
„თითქმის ოცი მოსწავლე ყოველდღე მოდის. რისკის ფაქტორი ძალიან დიდია. შეიძლება დაიჭირონ და მერე უკვე პრობლემებს შეუქმნიან ამ ბავშვებს. ახლა ძალიან დაძაბულები ტყე-ტყე მოდიან. ერთი წყალში ჩავარდნილა, გაცივდა და ხუთი დღე ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო“.
მშობლების განცხადებით, საბერიოს საჯარო სკოლა მათი დასახლებიდან შორს მდებარეობს, მოზარდებს რამდენიმე კილომეტრის გავლა ფეხით უწევთ და ამიტომ მათთვის ხელსაყრელი წყოუშის სკოლაში გადმოსვლაა.
ოკუპირებულ საბერიოში მცხოვრებ მაკა ობოლაძეს, სხვა მშობლების მსგავსად, ურჩევნია, შვილმა განათლება ქართულ ენაზე მიიღოს. სწორედ ამიტომ მისი ქალიშვილი ახლა ფახულანში ნათესავებთან ცხოვრობს და წყოუშის სკოლაში სწავლობს:
„იქეთ მყავს დატოვებული. იმ სკოლაშია გადაყვანილი, რადგან აქ საზღვარზე ცვლილებები არ არის“.
წყოუშის საბაზო სკოლა სამეგრელოში ერთადერთი არ არის, სადაც ოკუპირებული სოფლებიდან გადმოსული მოზარდები სწავლობენ. საბერიო-ფახულანის პირობითი საზღვრის მსგავსად, გადასვლის პრობლემა მოსწავლეებს ხშირად ექმნებათ ასევე ოტობაია-განმუხურის ე.წ. საზღვარზეც.
არსებული შეზღუდვების შესახებ ინფორმირებულია აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა. სამეგრელო-ზემო სვანეთში უწყების წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ოთარ გოგოხიამ რადიო თავისუფლებას განუცხადა:
„ამის შესახებ ინფორმირებულია მთავრობა, განათლების სამინისტრო. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ საკითხის განხილვა იგეგმება ჟენევის მოლაპარაკებაზე“.
წყოუშის თემის საბაზო სკოლის დირექტორის ვახტანგ გოგოხიას ინფორმაციით, პრობლემის შესახებ ინფორმირებულნი არიან ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, რომლებიც ინტენსიურად აკვირდებიან ადმინისტრაციულ საზღვარს. ისინი მშობლებს და სკოლის ხელმძღვანელობას დაჰპირდნენ, რომ საზღვარზე არსებული მდგომარეობის განხილვა საერთაშორისო დონის შეხვედრებზე მოგვიანებით, მაგრამ აუცილებლად მოხდება.
ადმინისტრაციულ საზღვარზე მოსწავლეებისთვის გადაადგილება შეიზღუდა 16 სექტემბრიდან, როდესაც ქართულმა სკოლებმა სწავლის პროცესი დაიწყეს.
მაშინ რუსეთის სამხედროებმა მოზარდებს და მათ მშობლებს განუცხადეს, რომ განათლების მიღება აფხაზეთშიც არის შესაძლებელი და ამ მიზნით საზღვრის გადაკვეთა საჭირო არ არის.

თითქმის ოცი მოსწავლე ყოველდღე მოდის. რისკის ფაქტორი ძალიან დიდია. შეიძლება დაიჭირონ და მერე უკვე პრობლემებს შეუქმნიან ამ ბავშვებს... ერთი წყალში ჩავარდნილა, გაცივდა და ხუთი დღე ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო...ვახტანგ გოგოხია
ვახტანგ გოგოხიას ინფორმაციით, ოკუპირებული რეგიონიდან სულ 40 ბავშვს ჰქონდა სურვილი ესწავლა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორაზე, თუმცა გადაადგილების შეზღუდვის გამო მათი რიცხვი განახევრდა:
„თითქმის ოცი მოსწავლე ყოველდღე მოდის. რისკის ფაქტორი ძალიან დიდია. შეიძლება დაიჭირონ და მერე უკვე პრობლემებს შეუქმნიან ამ ბავშვებს. ახლა ძალიან დაძაბულები ტყე-ტყე მოდიან. ერთი წყალში ჩავარდნილა, გაცივდა და ხუთი დღე ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო“.
მშობლების განცხადებით, საბერიოს საჯარო სკოლა მათი დასახლებიდან შორს მდებარეობს, მოზარდებს რამდენიმე კილომეტრის გავლა ფეხით უწევთ და ამიტომ მათთვის ხელსაყრელი წყოუშის სკოლაში გადმოსვლაა.
ოკუპირებულ საბერიოში მცხოვრებ მაკა ობოლაძეს, სხვა მშობლების მსგავსად, ურჩევნია, შვილმა განათლება ქართულ ენაზე მიიღოს. სწორედ ამიტომ მისი ქალიშვილი ახლა ფახულანში ნათესავებთან ცხოვრობს და წყოუშის სკოლაში სწავლობს:
„იქეთ მყავს დატოვებული. იმ სკოლაშია გადაყვანილი, რადგან აქ საზღვარზე ცვლილებები არ არის“.
წყოუშის საბაზო სკოლა სამეგრელოში ერთადერთი არ არის, სადაც ოკუპირებული სოფლებიდან გადმოსული მოზარდები სწავლობენ. საბერიო-ფახულანის პირობითი საზღვრის მსგავსად, გადასვლის პრობლემა მოსწავლეებს ხშირად ექმნებათ ასევე ოტობაია-განმუხურის ე.წ. საზღვარზეც.
ამის შესახებ ინფორმირებულია მთავრობა, განათლების სამინისტრო. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ საკითხის განხილვა იგეგმება ჟენევის მოლაპარაკებაზე...ოთარ გოგოხია