კარგა ხანია, არავინ იცის, რამდენია მინიმალური ხელფასი საქართველოში. უცნაურია, მაგრამ არც არავინ იცის, რომ უნდა იცოდეს. ბოლო მონაცემი 2005 წლისა მოიპოვება.
მას შემდეგ ინფორმაცია არ არის - არც ერთი სტატისტიკით და არც ერთი დათვლით... იქნებ საერთოდ არ არის საჭირო, რომ ეს დათვლილი იყოს, ან რას ცვლის ჩვენს ცხოვრებაში ამის ცოდნა და რას მოასწავებს? სულაც რა არის „მინიმალური ხელფასი“, როგორ ითვლება და რა კავშირშია საარსებო მინიმუმთან? ამას ჩვენი სადისკუსიო მაგიდის სტუმრებისგან შეიტყობთ.
საუბრობენ სახალხო დამცველის საერთაშორისო ურთიერთობების და კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკო თათულაშვილი და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ეკონომიკური ანალიტიკოსი გიორგი ჭანტურიძე. საუბარს მარინა ვაშაყმაძე უძღვება.