Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერია ტაქსების რეგულირებას აპირებს


თბილისის მერია აპირებს ტაქსების სავალდებულო რეგისტრაცია დაიწყოს. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ილაპარაკა. პირველ ეტაპზე მძღოლებს რეგისტრაციისთვის მარტივი ნორმების დაკმაყოფილება მოუწევთ - მათ უნდა ჰქონდეთ ტაქსის ტრაფარეტი და ნებართვა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები გასცემენ იმის დასადასტურებლად, რომ ისინი ამ საქმიანობით არიან დაკავებულნი. მერიაში აცხადებენ, რომ სატრანსპორტო პოლიტიკა მიზნად ისახვს არა თანხების მობილიზებას, არამედ საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოების, ტექნიკური გამართულობის, სანიტარულ-ტექნიკური ნორმების დაცვასა და ასევე მძღოლების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას. გარკვეული წესების შემოღებას შესაძლოა დასჭირდეს ერთ წლამდე ვადა და ეს თანდათნობით, ტექნიკური დათვალიერების ამოქმედების პარალელურად, მოხდება, ამბობენ მერიაში.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG