"მეათე სტუდიაში" წარმოგიდგენთ ჩვენი რადიოს პროექტის, "თავისუფლების დღიურების", მორიგ გამოცემას წიგნის სახით, უკვე მე-11 წიგნს.
გიამბობთ კიდევ ერთ წიგნზე - სამეცნიერო სტატიების კრებულზე, რომელშიც გაანალიზებულია, როგორ და რის გამო გამოხატავენ პროტესტს 21-ე საუკუნის საქართველოში. შევეცდებით გავერკვეთ, რატომ ემუქრება დახურვის საფრთხე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელს, ბუდაპეშტში მდებარე ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს. გიამბობთ რუსეთის კინოხელოვანთა პრემიით, "ნიკა"-თი, დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელზეც რამდენიმე ლაურეატმა, მათ შორის, გამოჩენილმა რეჟისორმა ალექსანდრ სოკუროვმა, დაგმო რუსეთში საპროტესტო აქციებზე ათასობით დემონსტრანტის დაკავება. ბოლოს შემოგთავაზებთ ჩვენს სპორტულ რუბრიკას: საუბარი შეეხება სპორტის რამდენიმე სახეობას, ფეხბურთის ჩათვლით.