„იარე ფეხით“ ასე ჰქვია მოძრაობას, რომელიც უკვე დაახლოებით ხუთი წელია თბილისში ფეხით მოსიარულეთა უფლებებისთვის იბრძვის; გიამბობთ ცნობილი ენათმეცნიერის და ლექსიკოლოგის მიხეილ ჭაბაშვილის წიგნზე „მოგონებები“; ვისაუბრებთ სხვა წიგნზეც - გაგაცნობთ თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგიას, სახელწოდებთ „ორმაგი ავტოგრაფი“; გიამბობთ ზარალზე, რომელიც თურქეთის ტურისტულ ბიზნესს მიადგა მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობის გაუარესების შედეგად.