მარტინ ლუთერ კინგის 50 წლისწინანდელ ისტორიულ გამოსვლას ვაშინგტონში, აბრაამ ლინკოლნის მემორიალთან, საგანგებო ცერემონია მიეძღვნა 28 აგვისტოს.
1963 წელს მარტინ ლუთერ კინგი 250 ათასი ამერიკელის წინაშე გამოვიდა სახელგანთქმული სიტყვით - „ჩემი ოცნებაა“..., რომელშიც შავკანიანთა უფლებებისთვის მებრძოლმა რასებს შორის თანასწორობის თავისი ხედვა გაუზიარა „სამუშაო ადგილებისა და თავისუფლებისთვის ვაშინგტონისკენ სვლის“ მონაწილეებს. 50 წლისთავის აღსანიშნავ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ 50 წლისწინანდელი მსვლელობის მონაწილეთა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და ამერიკა უკეთესი ქვეყანა გახდა არა მხოლოდ აფროამერიკელებისთვის, არამედ ყველა უმცირესობისთვის. თუმცა ობამამ ისიც უთხრა შეკრებილებს, - აშშ-ის ორ ყოფილ პრეზიდენტს, მარტინ ლუთერ კინგის ოჯახის წევრებსა და ათასობით დამსწრეს, - რომ 1963 წელს გამოთქმული სურვილები და ოცნებები მთლიანად შესრულებული ჯერ კიდევ არ არის. მარტინ ლუთერ კინგთან ერთად ამ მსვლელობაში მონაწილეობდნენ შავკანიანთა სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათი თავკაცები, სხვა არაერთი სახელგანთქმული უფლებადამცველი და მუსიკოსი, მათ შორის, ბობ დილანი, მაჰალია ჯეკსონი, ჰარი ბელაფონტე და ჯოან ბაეზი. მარტინ ლუთერ კინგი ბოლო გამომსვლელი იყო. მან დააპირა თავდაპირველი ვერსიიდან ამოეღო ამ ორატორული ხელოვნების შედევრის უმთავრესი პასაჟი, რომელიც იწყება სიტყვებით „ჩემი ოცნებაა“, მაგრამ მსვლელობის მონაწილემ, გოსპელისა და სპირიჩუელსის გამოჩენილმა შემსრულებელმა მაჰალია ჯეკსონმა არ დაანება პასტორს ამ ჭეშმარიტად ბიბლიური არსის მქონე სიტყვების გამოტოვება და, თურმე, უკვე ქადაგების დაწყების შემდეგ, შეუძახა: „დოქტორო კინგ, თქვენი ოცნებების შესახებაც გვითხარითო“. და სიტყვა შედგა... გარდა იმისა, რომ აქ მარტინ ლუთერ კინგი თავის ოცნებაზე ლაპარაკობს, ის ხალხს უხსნის, 1963 წელი არა დემოკრატიული ნორმების განხორციელების შედეგი, არამედ დასაწყისი უნდა იყოსო, თეთრკანიანებისა და შავკანიანების რასობრივი სეგრეგაციის დასრულების დასაწყისი.
ამ 17-წუთიანი გამოსვლისას მარტინ ლუთერ კინგი მიმართავს ალუზიებს ძველი და ახალი აღთქმიდან, აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციიდან, ასევე ლინკოლნის სახელგანთქმული გეტისბურგის მიმართვიდან, მისივე მონათა ემანსიპაციის შესახებ განცხადებიდან.
„ჩვენ არ დავკმაყოფილდებით“ - ესაა მარტინ ლუთერ კინგის ფრაზა, რომელიც ემყარება ძველიაღთქმისეულ, ამოს წინასწარმეტყველის ფორმულას: არ ვიქნებით კმაყოფილი, „სანამ წყალივით, დაუწყვეტელი ნაკადულივით არ იდინებს სამართალი და მართლმსაჯულება“. მარტინ ლუთერ კინგის გამოსვლა ერთობ პოპულარული ქადაგებაა. მასში ასევე ბიბლიიდან მომდინარეა, ესაია წინასწარმეტყველს ეკუთვნის სიტყვები: „ყოველი ტაფობი მაღლა აიწევს და ყოველი მთა და ბორცვი დადაბლდება, ფერდობი დავაკდება და მთაგრეხილები გასწორდება“... ეს არის ჩვენი იმედიო, არწმუნებდა ამერიკელი უფლებადამცავი თავის 250 ათას თანამოქალაქეს 50 წლის წინ ვაშინგტონში.
რადიო თავისუფლებამ ჩვენი მაუწყებლობის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, უფლებადამცავებს მიმართა თხოვნით, ეთქვათ, მარტინ ლუთერ კინგის ანალოგიით, რა არის მათი ოცნება.
რუსეთის ახალგაზრდა უფლებადამცავთა მოძრაობის ლიდერი დმიტრი მაკაროვი რუს აქტივისტებს იურიდიული ხასიათის რჩევებს აძლევს: „ვისურვებდი ისეთ ქვეყანაში მეცხოვრა, სადაც ტერიტორიაზე, სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებზე მეტად მნიშვნელოვანი იქნებოდა კონკრეტული ადამიანის ინტერესები, ისეთი ფასეულობები, როგორიცაა თავისუფლება, სამართლიანობა და ღირსება. ადამიანის უფლებების დაცვის კონცეფცია, რომელსაც მე ვიცავ, ბედნიერებას კი არ ეხება, არამედ მინიმუმს - იმას, რომ ადამიანებმა თავი იგრძნონ ღირსეულად და თავისუფლად. ჩემი ოცნებაა, ეს მინიმუმი განხორციელდეს ჩემს ქვეყანაში“.
რუსი უფლებადამცავისგან განსხვავებული ფილოსოფია აქვს ირანელ იურისტს შირინ ებადის, პირველ მაჰმადიან ქალს, რომელიც ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი გახდა. ჩემი ოცნებააო, თქვა მან, „მოხდეს ადამიანთა გულების გლობალიზაცია ისე, რომ ყოველმა მათგანმა იგრძნოს, გაითავისოს სხვისი ტკივილი და დარდი. ვაჭრობისა და ეკონომიკის გლობალიზების ნაცვლად, კაცობრიობის გლობალიზებაა საჭირო!“
თათრეთში, ყაზანში მუშაობს ელვირა ფატიხოვა, რომელიც გვეუბნება, ჟურნალისტი ვარ, არ ვარ უფლებადამცავი - ჩემი ოცნებაა კორუფციისა და ნეპოტიზმისგან თავისუფალ ქვეყანაში ვიცხოვროო. მაგრამ მას მხოლოდ ეს არა აქვს საოცნებო, მას სურს ახალგაზრდებს ჰქონდეთ სასწავლებლის დამოუკიდებლად, ნაცნობობის გარეშე არჩევის უფლება და აი, ესეც მისი ოცნებაა: „...ვიცხოვრო ქვეყანაში, სადაც ალკოჰოლს ბოროტად არ იყენებენ, სადაც ქალებს შეეძლებათ დატკბნენ თავიანთი დედობით და არ ეშინოდეთ, რომ მათი უმუშევარი ქმარი არაყში ჩაიხრჩობს თავს“.
როცა მარტინ ლუთერ კინგი ადამიანის უფლებებისთვის იბრძოდა, სამყარო სხვაგვარი იყო. დღეს საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად წარმოქმნილ ქვეყნებში პრობლემებიც მსგავსია. მოლდავეთში არასამთავრობო ორგანიზაციაში საქმიანობს ანასტასია დანილოვა, რომელიც სექსუალურ უმცირესობათა უფლებებს იცავს. როცა ის ყველა ადამიანის თანასწორობაზე ლაპარაკობს, არ გულისხმობს კონკრეტულად რასობრივ, რელიგიურ ან სხვა თანასწორობას, არამედ გულისხმობს საყოველთაო თანასწორობას - თანასწორობას, ზოგადად - და ეს მოლდოველი ლესბოსელი სხვა უფლებადამცავების სახელით ამბობს:
„ბევრი უფლებადამცავის ოცნება შეიძლება დავიდეს ერთ ძალიან მცირე, შეიძლება ბანალურ, მაგრამ მაინც დიდებულ ოცნებამდე: ყველა ადამიანს ჰქონდეს თანაბარი უფლებები“ - ასეთი მინდა იყოს მოლდავეთიო.
67 წლისაა ნატაშა კანდიჩი, სერბი უფლებადაცვის აქტივისტი, რომელიც ყოფილ იუგოსლავიაში შერიგების თემითაა დაკავებული. მისი სურვილია ბალკანეთის ომის მსხვერპლთა ვინაობის გარკვევა. ეს ჩემი ოცნებაა და იმედია, „რომ ერთ დღეს ჩვენ, სულ ყველა, ყოფილ იუგოსლავიასა და მსოფლიოში, შევიტყობთ საომარი დანაშაულებისა და ომის მსხვერპლთა სახელებსო“, - ამბობს ის.
ჩემი ოცნებაა „რომ საქართველოში აქტიურ უფლებადაცვით საქმიანობას მალე შეუერთდეს უფლებადამცველთა ახალგაზრდა, კვალიფიციური და ენერგიული თაობა. მაშინ მართლაც ბედნიერი ვიქნებოდიო“, - ამბობს უფლებადამცავი ემილ ადელხანოვი, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც საქართველოს სენს კარგად იცნობს და კადრების, კვალიფიციური ადამიანების ნაკლებობა მიაჩნია იქაურ მთავარ პრობლემად.