28 აგვისტოს აღინიშნება “ვაშინგტონზე მარშის” 50-ე წლისთავი. მსვლელობა 1963 წელს თავისუფლებისა და დასაქმების მოთხოვნით გამართა აფროამერიკელთა მოძრაობამ. “ვაშინგტონზე მარში” განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აფროამერიკელთა თანასწორობისთვის ბრძოლის ისტორიაში. 200 000-ზე მეტმა აქტივისტმა მიიღო მონაწილეობა მსვლელობაში, რომელშიც მარტინ ლუთერ კინგმა წარმოთქვა თავისი ცნობილი სიტყვა რასობრივი თანასწორობის შესახებ – “მე მაქვს ოცნება”. ქვემოთ წარმოდგენილ ფოტოებში 1950-60-იანი წლების სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ზოგიერთი სხვა ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა ნაჩვენები.