საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ლაზიკის სტატუსთან დაკავშირებით კონსტიტუციაში შესატან ცვლილებას, რომლის მიხედვითაც შავი ზღვის პირას მშენებარე ქალაქის სტატუსი და უფლებამოსილება ორგანული კანონით განისაზღვრება. რა უძღოდა წინ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილების მიღებას?
ლაზიკის აშენებამდე საჭირო გახდა მომავალი ქალაქისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება, რისთვისაც დაახლოებით ერთი თვის წინ მომზადდა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილება და შეიქმნა საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვის კომისია. დღეს კი, 12 ივნისს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე, საქართველოს პარლამენტმა ლაზიკის სტატუსთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების განხილვა დაიწყო.
კონსტიტუციაში შესატანი ცვლილების მისაღებად მაღალი კვორუმი, ანუ, სულ ცოტა, ასი დეპუტატის ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამ აჩვენა, რომ ლაზიკის სტატუსის კონსტიტუციით განსაზღვრას 107-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი, თუმცა მანამდე ცვლილებით დეპუტუტების წინაშე იუსტიციის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ძაგნიძე წარდგა:
„წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონის პროექტით, საქართველოს კონსტიტუციის მესამე მუხლს ემატება მეხუთე პუნქტი, რომლის თანახმადაც ქალაქ ლაზიკას სტატუსი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ორგანული კანონით.“
ორგანული კანონით ლაზიკის სტატუსის განსაზღვრის თაობაზე რადიო თავისუფლებამ კომენტარი სთხოვა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს პავლე კუბლაშვილს.
„ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება იყოს განსხვავებული მიდგომა საგადასახადო კუთხით, თვითმმართველობის კუთხით, სხვადასხვა კერძო სამართლებრივი ურთიერთობის კუთხით. ეს ნიშნავს იმას, რომ ლაზიკა, რომელიც გეოგრაფიული კუთხით შეიძლება იყოს მიმზიდველი ინვესტორებისთვის, უნდა გავხადოთ კიდევ უფრო მიმზიდველი იმით, რომ იქნება დამატებითი წამახალისებელი ნორმები, რაც საშუალებას მისცემს ბიზნესს, რომ მარტივად შექმნას ახალი საწარმოები და მარტივად დაასაქმოს უფრო მეტი ჩვენი თანამოქალაქე“, უთხრა პავლე კუბლაშვილმა რადიო თავისუფლებას.
თუმცა ხელისუფლებისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს ლაზიკის მშენებლობისა და კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის გამო ბევრი აკრიტიკებს. საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ვეფხვაძის თქმით, ხდება უცნაური რამ: იწყება ქალაქის მშენებლობა ყოველგვარი გეგმისა და მიზნის გარეშე:
„გეკითხებით, იცით კი რაზე ლაპარაკობთ? რა იქნება ლაზიკა, იცით? იმიტომ რომ ჩვენ განხილვის დროს ვერაფერი გავიგეთ!“
საკონსიტიტუციო ცვლილებას ასევე არ დაუჭირა მხარი კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ფრაქცია „ერთობა სამართლიანობის“ წევრმა, ჯონდი ბაღათურიამ, რომლის თქმითაც, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა უკვე მიმდინარეობს, მთავრობის წევრები ვერ იძლევიან ინფორმაციას იმაზე, თუ რა თანხა იხარჯება მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან და რა თანხა უნდა დაიხარჯოს მომავალი წლის ბიუჯეტიდან. და კიდევ:
„მშიერ ქვეყანაში, სადაც ხალხი ნაგავში იქექება, მილიარდების ხარჯვა ბუნდოვანი პერსპექტივების პროექტების დაფინანსებაში არამიზანშეწონილი და, ჩემი აზრით, უსინდისო საქციელია. მეორეც: ჩვენ მიგვაჩნია, რომ რაღაც ავტონომიური წარმონაქმნების შექმნა ასევე გაუმართლებელია!“
პასუხად იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ძაგნიძემ განაცხადა, რომ ცვლილება არ ითვალისწინებს ლაზიკისათვის ავტონომიის სტატუსის მინიჭებას, ხოლო ის, თუ რა კონტურებს მიიღებს ქალაქის უფლებამოსილებანი და სტატუსი, მინისტრის მოადგილის თქმით, დეპუტატების განსასაზღვრია:
„ეს უნდა იყოს მაღალი დონის თვითმმართველი ქალაქი და უნდა სარგებლობდეს შესაბამისი თვითმმართველობით, იმ უფლებით, რომ დაადგინოს წესები კერძოსამართლებრივ ურთიერთობაში, ანუ ეს უნდა იყოს მაქსიმალურად მიმზიდველი წესები, რომელსაც საერთაშორისო სავაჭრო პრაქტიკაში იყენებენ. მაგალითად, დუბაი, რომელიც წარმატებული პროექტი გამოვიდა. დუბაი იქცა ერთ-ერთ მთავარ საფინანსო ცენტრად.“
ლაზიკის მშენებლობის დაწყებას ოპონენტები გარემოსათვის ზიანის მიყენების შესაძლებლობის გამოც აკრიტიკებენ. საქმე ისაა, რომ ლაზიკა კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე შენდება, რის გამოც პარლამენტმა ცვლილება შეიტანა კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ კანონში. დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, საკითხი ეხება კოლხეთის ეროვნული პარკისა და იმ ტერიტორიის გამიჯვნას, სადაც დასაშვები იქნება ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება:
„800 ჰექტარი ამოვრიცხეთ ფოთი-ყულევის მონაკვეთზე. 3 ათასი ჰექტარი, რაზეც გვაქვს საუბარი, ამტკიცებთ, რომ არ შედის დაცულ ტერიტორიებში, რეალურად კი ეს არის კოლხეთის დაბლობის დაცული ტერიტორიის ნაწილი, რომლის ფართობი მთლიანად არის 43 ათასი ჰექტარი.“
არადა, ლაზიკის მშენებლობისას ჭაობის დაშრობის იდეა თვით საქართველოს პრეზიდენტს ეკუთვნის, რაც დიდად აშფოთებთ გარემოსდამცველებს. მათ შორისაა „მწვანე ალტერნატივის“ ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი.
„ჭაობი არის ისეთივე მნიშვნელოვანი ეკოსისტემა, როგორიცაა ტყე, ზღვა და ა.შ. ძალიან არაცივილიზებულია, როცა სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირები ამბობენ, ახლა დავაშრობთ ჭაობს და რაღაცას ავაშენებთო. ფაქტობრივად, ეს იგივეა, რომ თქვა, გავჩეხავ ტყეს და მის ადგილზე რაღაცას ავაშენებ“, უთხრა ირაკლი მაჭარაშვილმა რადიო თავისუფლებას.
ამგვარი წინააღმდეგობის მიუხედავად, პრეზიდენტი სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ნახევარმილიონიანი ქალაქი შავი ზღვის პირას - ყულევსა და ანაკლიას შორის - ათ წელიწადში აშენდება. მიხეილ სააკაშვილი ასევე დარმწუნებულია იმაში, რომ ლაზიკის პორტი, გეოგრაფიული მდებარეობისა და სპეციალური საგადასახადო რეჟიმის წყალობით, შუა აზიიდან წამოსული ტვირთების გასატარებლად ყველაზე მიმზიდველი პუნქტი იქნება.
ლაზიკის აშენებამდე საჭირო გახდა მომავალი ქალაქისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება, რისთვისაც დაახლოებით ერთი თვის წინ მომზადდა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილება და შეიქმნა საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვის კომისია. დღეს კი, 12 ივნისს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე, საქართველოს პარლამენტმა ლაზიკის სტატუსთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების განხილვა დაიწყო.
კონსტიტუციაში შესატანი ცვლილების მისაღებად მაღალი კვორუმი, ანუ, სულ ცოტა, ასი დეპუტატის ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამ აჩვენა, რომ ლაზიკის სტატუსის კონსტიტუციით განსაზღვრას 107-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი, თუმცა მანამდე ცვლილებით დეპუტუტების წინაშე იუსტიციის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ძაგნიძე წარდგა:
ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება იყოს განსხვავებული მიდგომა საგადასახადო კუთხით, თვითმმართველობის კუთხით, სხვადასხვა კერძო სამართლებრივი ურთიერთობის კუთხით ...პავლე კუბლაშვილი
ორგანული კანონით ლაზიკის სტატუსის განსაზღვრის თაობაზე რადიო თავისუფლებამ კომენტარი სთხოვა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს პავლე კუბლაშვილს.
„ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება იყოს განსხვავებული მიდგომა საგადასახადო კუთხით, თვითმმართველობის კუთხით, სხვადასხვა კერძო სამართლებრივი ურთიერთობის კუთხით. ეს ნიშნავს იმას, რომ ლაზიკა, რომელიც გეოგრაფიული კუთხით შეიძლება იყოს მიმზიდველი ინვესტორებისთვის, უნდა გავხადოთ კიდევ უფრო მიმზიდველი იმით, რომ იქნება დამატებითი წამახალისებელი ნორმები, რაც საშუალებას მისცემს ბიზნესს, რომ მარტივად შექმნას ახალი საწარმოები და მარტივად დაასაქმოს უფრო მეტი ჩვენი თანამოქალაქე“, უთხრა პავლე კუბლაშვილმა რადიო თავისუფლებას.
თუმცა ხელისუფლებისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს ლაზიკის მშენებლობისა და კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის გამო ბევრი აკრიტიკებს. საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ვეფხვაძის თქმით, ხდება უცნაური რამ: იწყება ქალაქის მშენებლობა ყოველგვარი გეგმისა და მიზნის გარეშე:
„გეკითხებით, იცით კი რაზე ლაპარაკობთ? რა იქნება ლაზიკა, იცით? იმიტომ რომ ჩვენ განხილვის დროს ვერაფერი გავიგეთ!“
საკონსიტიტუციო ცვლილებას ასევე არ დაუჭირა მხარი კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ფრაქცია „ერთობა სამართლიანობის“ წევრმა, ჯონდი ბაღათურიამ, რომლის თქმითაც, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა უკვე მიმდინარეობს, მთავრობის წევრები ვერ იძლევიან ინფორმაციას იმაზე, თუ რა თანხა იხარჯება მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან და რა თანხა უნდა დაიხარჯოს მომავალი წლის ბიუჯეტიდან. და კიდევ:
ეს უნდა იყოს მაღალი დონის თვითმმართველი ქალაქი და უნდა სარგებლობდეს შესაბამისი თვითმმართველობით, იმ უფლებით, რომ დაადგინოს წესები კერძოსამართლებრივ ურთიერთობაში, ანუ ეს უნდა იყოს მაქსიმალურად მიმზიდველი წესები, რომელსაც საერთაშორისო სავაჭრო პრაქტიკაში იყენებენ ...დიმიტრი ძაგნიძე