ქუთაისს მერის მოვალეობის ახალი შემსრულებელი და ახალი ვიცე-მერი ჰყავს. საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ქუთაისელ შოთა მურღულიას, ამ მოვალეობის შესრულება ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ მარგველაშვილმა გასული კვირის ბოლოს დაავალა. თამაზ მარგველაშვილის განცხადებით, შოთა მურღულია მერის მოვალეობას კონკურსის გამოცხადებამდე შეასრულებს. ქუთაისის მერის თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების თარიღი საკრებულოს თავმჯდომარეს არ დაუსახელებია. ქუთაისის განვითარების შემაფერხებელი საკითხების მოგვარებას მიიჩნევს ერთ-ერთ მიზნად თავად მერის მოვალეობის ახლად დანიშნული შემსრულებელი შოთა მურღულია. ჟურნალისტებთან საუბრისას შოთა მურღულიამ განაცხადა, რომ ქუთაისისთვის ამ ეტაპზე მთავარია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულება. მერის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ ქუთაისის აქტიური მხარდამჭერი იყო მაშინაც, როცა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.
ინფრასტრუქტურა, არქიტექტურა და სახელმწიფო შესყიდვები იქნება ახლად დანიშნული ვიცე-მერის ნოდარ მიქიაშვილის საკურატორო სფეროები. ნოდარ მიქიაშვილი ბოლო ერთი წლის განმავლობაში შოთა მურღულიასთან ერთად რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მუშაობდა. ნოდარ მიქიაშვილისა და შოთა მურღულიას დანიშვნამდე დაკავებული თანამდებობა ორმა ვიცე-მერმა დატოვა. შოთა მურღულიასთვის ახალი გუნდის დაკომპლექტებისას არჩევანის თავისუფლების აუცილებლობა დაასახელა თანამდებობიდან საკუთარი სურვილით გადადგომის მიზეზად ვიცე-მერის მოვალეობის ერთ-ერთმა შემსრულებელმა, თენგიზ თოფურიძემ.
თენგიზ თოფურიძის მსგავსად, ახალი კადრებისთვის ხელშეწყობად მიიჩნევს ვიცე-მერის თანამდებობის დატოვებას კონსტანტინე ლომიძეც.
მერის მოვალეობის ახალ შემსრულებელთან თანამშრომლობის სურვილსა და იმედს გამოთქვამს ვიცე-მერი ნიკოლოზ კაჭკაჭიშვილი, რომელმაც ადგილობრივ თვითმმართველობაში მუშაობისას ყველაზე მეტჯერ შეასრულა მერის მოვალეობა.
შოთა მურღულიას, ქუთაისის პრობლემების გაცნობასთან ერთად, არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობას და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებას ურჩევს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადგილობრივი ოფისის პროგრამების დირექტორი ნოდარ ჯიქია. მისივე თქმით, წლების განმავლობაში დაგროვდა რეკომენდაციები, რომლებიც ქალაქის ბიუჯეტში არ ასახულა.
სავარაუდოდ, შოთა მურღულია მერის მოვალეობას რამდენიმე თვეს შეასრულებს. იგი ქუთაისის მერის თანამდებობაზე გამოსაცხადებელ კონკურსში მონაწილეობას აპირებს. მერის შესარჩევად კონკურსი წელს ერთხელ უკვე ჩატარდა. საკრებულოს უმრავლესობამ, რომელსაც „პატრიოტთა ალიანსი“ წარმოადგენს, ქალაქის მერად 6 ივნისს აირჩია აშშ-დან ახლად დაბრუნებული დიმიტრი კოპალიანი. დაახლოებით სამ თვეში კოპალიანმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. სექტემბრიდან ქუთაისის მერის მოვალეობას რიგრიგობით ასრულებდნენ ვიცე-მერები. შოთა მურღულიას დანიშვნამდე ეს ფუნქცია გიორგი შარაბიძეს ეკისრა.