Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხადიჯა ისმაილოვა: „მე შეიძლება ციხეში ვიყო, მაგრამ ჩემი საქმე გაგრძელდება“


ხადიჯა ისმაილოვა
ხადიჯა ისმაილოვა

ცნობილმა აზერბაიჯანელმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა და რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა, ხადიჯა ისმაილოვამ ბაქოში გამართულ სასამართლოზე დაუმორჩილებელი განცხადებები გააკეთა და თქვა, რომ ეკონომიკური დანაშაულების ბრალდებით მისი გასამართლება ვერ ჩაკლავს მის სულისკვეთებას და ვერც მის საქმიანობას შეაჩერებს.

ისმაილოვამ, რომელიც აცხადებს, რომ მისთვის წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურადაა მოტივირებული, სასამართლოს ბრალი დასდო ბრალდებების შეთითხვნაში, მისი ციხეში გაშვების და მთავრობის მაღალ ეშელონებში კორუფციის გამოძიების შესახებ საქმიანობის შეწყვეტის მიზნით. „მე შეიძლება ციხეში ვიყო, მაგრამ ჩემი საქმე გაგრძელდებაო“ - თქვა ისმაილოვამ იმ ტექსტის თანახმად, რომელიც მას წინასწარ ჰქონდა მომზადებული და რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა.

მოსამართლემ განსასჯელს სიტყვა შეაწყვეტინა. როგორც კი ისმაილოვამ ახსენა პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის სახელი, პროკურორმა მოსამართლეს მოუწოდა, მისთვის აღარ მიეცა სიტყვის გაგრძელების უფლება. პროკურატურა ისმაილოვასთვის ცხრა წლით ითხოვს თავისუფლების აღკვეთას. 31 აგვისტოს მოსამართლემ განაჩენის გამოცხადება 1 სექტემბრისთვის გადადო.

XS
SM
MD
LG