Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში 12 ადამიანი დაიღუპა ჟურნალის რედაქციაზე თავდასხმისას


სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები თავდასხმის ადგილას
სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები თავდასხმის ადგილას

საფრანგეთის პოლიციის ცნობით, პარიზში, სულ ცოტა, 12 ადამიანი, მათ შორის ერთი ჟურნალისტი და ორი პოლიციელი დაიღუპა სატირულ ჟურნალ "შარლი ებდოს" რედაქციაზე თავდასხმისას. როგორც პოლიცია აცხადებს, დაჭრილია ათი ადამიანი, მათ შორის ხუთი მძიმედ. ჟურნალს ემუქრებოდნენ წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების გამო. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა თავდასხმა შეაფასა, როგორც „ტერორიზმის აქტი“. „უკიდურესად ბარბაროსული დანაშაული ჩაიდინეს აქ პარიზში, ჟურნალის წინააღმდეგ - გამოცემის წინააღმდეგ, რომელიც თავისუფლების განსახიერებაა“, განაცხადა ოლანდმა, რომელიც ინციდენტის ადგილას მივიდა.

როგორც იუწყებიან, ოლანდი დღესვე აპირებს მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევას. საინფორმაციო სააგენტო „ასოიშიეიტიდ პრესი“ თვითმხილველის ნათქვამზე დაყრდნობით იუწყება, რომ თავდასხმაში რამდენიმე შეიარაღებული პირი მონაწილეობდა. „შარლი ებდოს“ რედაქციაზე 2011 წელსაც განხორციელდა თავდასხმა: მის ყოფილ ოფისს ცეცხლი წაუკიდეს, სავარაუდოდ, სპეციალური გამოცემისთვის, რომელიც სატირულად ასახავდა ისლამს.

XS
SM
MD
LG