Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისლამურმა სახელმწიფომ“ ბრიუსელის ტერაქტებისთვის პასუხისმგებლობა იკისრა


კერძო დაცვის თანამშრომელი დაჭრილ ქალს დახმარებას უწევს მეტროს სადგურ "მალბეკში" მომხდარი აფეთქების შემდეგ.
კერძო დაცვის თანამშრომელი დაჭრილ ქალს დახმარებას უწევს მეტროს სადგურ "მალბეკში" მომხდარი აფეთქების შემდეგ.

ბრიუსელში, სულ ცოტა, 34 ადამიანი დაიღუპა და 180-ზე მეტი დაიჭრა აეროპორტში და მეტროში მოწყობილი აფეთქებების შედეგად. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“. 22 მარტის დილას ჯერ ორი აფეთქება მოხდა ზავენტემის აეროპორტში, რასაც მოჰყვა აფეთქება "მალბეკის" მეტროს სადგურზე, რომელიც ევროკავშირის რამდენიმე უწყების მახლობლად მდებარეობს. საინფორმაციო სააგენტო „ამაყი“, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაახლოებულ წყაროდ ითვლება, იუწყება, რომ „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა განახორციელეს აფეთქებები ასაფეთქებელი ქამრებით და მოწყობილობებით... აეროპორტისა და ცენტრალური მეტროსადგურის წინააღმდეგ“. დაჭრილებიდან ბევრის მდგომარეობა არის მძიმე. აფეთქებების შემდეგ დაიხურა ბრიუსელის აეროპორტი და შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. ევროპის ბევრ ქვეყანაში გაძლიერდა აეროპორტებისა და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების კონტროლი. ბრიუსელში თავდასხმა მოეწყო ოთხ დღეში მას შემდეგ, რაც ბრიუსელშივე დააკავეს პარიზში შარშან ნოემბერში მოწყობილ თავდასხმებთან კავშირში ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამი. პარიზის თავდასხმების შედეგად 130 ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG