20 ნოემბერს საქართველოში დაბრუნდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2008 წლის 28 მარტს დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. გარდა ამისა, საქართველოს მართლმსაჯულება ოქრუაშვილს ასევე ედავება უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ფულის გათეთრების გამო. სამშობლოში დაბრუნებული ირაკლი ოქრუაშვილი პოლიციამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა და გლდანის მერვე საპყრობილეში გადაიყვანა. საქართველოში დაბრუნებამდე საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და „ქართული პარტიის“ ლიდერი საფრანგეთში პოლიტიკური დევნილის სტატუსით ცხოვრობდა.
ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში 20 ნოემბერს, გამთენიისას, სტამბოლი-თბილისის რეისით დაბრუნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით, ძებნაში მყოფი თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბიძასთან, იოსებ გიგუაშვილთან ერთად, თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის დანაყოფების თანამშრომლებმა დააკავეს:
„ირაკლი ოქრუაშვილი დაკავებული იქნა სსკ 342-ე, 332-ე და 338-ე მუხლებით, ხოლო იოსებ გიგუაშვილი სსკ 223-ე, 236-ე და 376-ე მუხლებით. ამ დროისათვის ორივე გადაყვანილია გლდანის მერვე საპყრობილეში“.
ირაკლი ოქრუაშვილის სამშობლოში დაბრუნებას ბრიფინგით გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომლის ვარაუდით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი საქართველოში, შეცვლილი პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ჩამოვიდა:
„ვუერთდები იმ პოზიციას, რომ ირაკლი ოქრუაშვილი „ნაციონალური ხელისუფლების“ მიერ იყო პოლიტიკური ნიშნით დევნილი, რაც არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ის ავტომატურად ყველა იმ ბრალდებაში, რაც მის წინაშე შეიძლება დადგეს, არის უდანაშაულო. ამას სჭირდება გამოძიება და ფაქტების დადგენა“.
ცხადია, ფაქტების დადგენას შეეცდება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაც, რომელმაც 20 ნოემბერს ირაკლი ოქრუაშვილისათვის წაყენებული მორიგი ბრალდების (უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა-ხელმძღვანელობა) განხილვა დაიწყო. თუმცა, როგორც ოქრუაშვილის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განაცხადა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს საპატიმროს მალე დატოვების ილუზია აქვს:
„მიუხედავად სასამართლოს დღევანდელი სხდომისა (გადაიდება თუ არა), ირაკლი ოქრუაშვილი დარჩება პატიმრობაში. მას უკვე მისჯილი აქვს და ის ამას აცნობიერებდა, როცა ბრუნდებოდა. ერთადერთი მოტივი მისი ჩამოსვლისა არის ის, რომ, პოლიტიკური თავშესაფრის მიღების მიუხედავად, არ აპირებს სხვა ქვეყანაში ცხოვრებას. ქვეყანაში შექმნილმა სიტუაციამ, ცვლილებებმა გააჩინა სამართლიანი სასამართლოს იმედი“.
სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ირაკლი ოქრუაშვილის კომენტარი გაავრცელა ტელეკომპანია „მეცხრე არხმა“, რომლის ეთერში გასული სამოყვარულო კამერით ჩაწერილი კადრების მიხედვით, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ აუსრულდა ორი ოცნება: მოეშორებინა მიხეილ სააკაშვილი და სამშობლოში დაბრუნებულიყო. უნდა ითქვას, რომ ოქრუაშვილის ამ სურვილების ასრულებას წინ უძღოდა მისი გვარის შეტანა პოლიტიკური ნიშნით დევნილთა სიაში, რომლის დადგენაზეც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა 19 ნოემბერს დაიწყო მუშაობა, თუმცა მოგვიანებით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განმარტა, რომ პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭება არ ნიშნავს მართლმსაჯულების გვერდის ავლით გათავისუფლებას:
„ნებისმიერ ადამიანს, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს (იქნება ეს ოქრუაშვილი თუ ნებისმიერი სხვა) ჩვენი ხელისუფლების პირობებში აქვს გარანტირებული უფლება დაექვემდებაროს სამართლიან სასამართლოს. პოლიტიკური დიქტატი, პოლიტიკური დავალებების მიცემა, პოლიტიკური ნიშნით გადაწყვეტილებების გამოტანა - ეს დრო წარსულს ჩაბარდა“.
ეკა ბესელიას მოსაზრებას, რომ პოლიტიკური კუთვნილება გადაწყვეტილების განმსაზღვრელი არ არის, არ იზიარებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი, რომელიც ხელისუფლებას შერჩევითი მართლმსაჯულების გამო საყვედურობს:
„ახალი ხელისუფლება, რომელიც აშკარად ავლენს პოლიტიკურ მოტივებს სისხლისსამარ-თლებრივი დევნის დროს, ვფიქრობ, ამ მოტივს გამოავლენს ამ საქმეშიც, - ალბათ, ოქრუაშვილს ამის იმედი აქვს, - ოღონდ ამ შემთხვევაში ოქრუაშვილის მიმართ დადებითად!“
თავად ოქრუაშვილის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი პრინციპულ უარზეა გამოიყენოს საპროცესო გარიგება და ამ გზით დააღწიოს თავი პატიმრობას. ზვიად კორძაძის თქმით, გარდა იმისა, რომ ოქრუაშვილი ითანამშრომლებს გამოძიებასთან, მისი ჩამოსვლით შესაძლებელი გახდა 2008 წლის 28 მარტს გამოტანილი განაჩენის შეცვლა:
„ეს უკავშირდება „ჯეოსელის“ წილის საქმეს და მისჯილი აქვს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ოქრუაშვილის ჩამოსვლამ აამოქმედა საპროცესო შესაძლებლობა აღნიშნული განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრების, რის გაკეთებასაც ვაპირებთ“.
ზვიად კორძაძის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის დევნა დაიწყო 2007 წლის 25 სექტემბერს, როცა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა პირადად დაუკვეთა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაცია და რომ მიხეილ სააკაშვილის დაკვეთით მოხდა ყოფილ დეპუტატზე, ვალერი გელაშვილზე თავდასხმა. ოქრუაშვილმა ასევე ეჭვი შეიტანა პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიაში და მტკიცებულებას გამოგონილი უწოდა. ირაკლი ოქრუაშვილის სამშობლოში დაბრუნებას სიხარულით შეხვდნენ თანაპარტიელები და მეგობრები, მათ შორის, მსახიობი რამაზ იოსელიანი.
„ირაკლი რომ არ ყოფილიყო, დღეს ასე თავისუფლად ვერ ვისუნთქებდით. ფაქტიურად ირაკლიმ დაიწყო ეს ყველაფერი ... სიმართლისთვის ბრძოლა დაიწყო ირაკლიმ, ყველას კარგად უნდა ახსოვდეს“, - უთხრა რამაზ იოსელიანმა რადიო თავისუფლებას. თუმცა იმასთან დაკავშირებით, თუ რა და როგორ ახსოვს მოქმედ ხელისუფლებას, ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა. შესაბამისად, უცნობია ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური მომავალი და გეგემებიც.

ახალი ხელისუფლება, რომელიც აშკარად ავლენს პოლიტიკურ მოტივებს სისხლისსამარ-თლებრივი დევნის დროს, ვფიქრობ, ამ მოტივს გამოავლენს ამ საქმეშიც, - ალბათ, ოქრუაშვილს ამის იმედი აქვს, - ოღონდ ამ შემთხვევაში ოქრუაშვილის მიმართ დადებითად...დავით დარჩიაშვილი
სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ირაკლი ოქრუაშვილის კომენტარი გაავრცელა ტელეკომპანია „მეცხრე არხმა“, რომლის ეთერში გასული სამოყვარულო კამერით ჩაწერილი კადრების მიხედვით, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ აუსრულდა ორი ოცნება: მოეშორებინა მიხეილ სააკაშვილი და სამშობლოში დაბრუნებულიყო. უნდა ითქვას, რომ ოქრუაშვილის ამ სურვილების ასრულებას წინ უძღოდა მისი გვარის შეტანა პოლიტიკური ნიშნით დევნილთა სიაში, რომლის დადგენაზეც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა 19 ნოემბერს დაიწყო მუშაობა, თუმცა მოგვიანებით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განმარტა, რომ პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭება არ ნიშნავს მართლმსაჯულების გვერდის ავლით გათავისუფლებას:
„ნებისმიერ ადამიანს, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს (იქნება ეს ოქრუაშვილი თუ ნებისმიერი სხვა) ჩვენი ხელისუფლების პირობებში აქვს გარანტირებული უფლება დაექვემდებაროს სამართლიან სასამართლოს. პოლიტიკური დიქტატი, პოლიტიკური დავალებების მიცემა, პოლიტიკური ნიშნით გადაწყვეტილებების გამოტანა - ეს დრო წარსულს ჩაბარდა“.
ეკა ბესელიას მოსაზრებას, რომ პოლიტიკური კუთვნილება გადაწყვეტილების განმსაზღვრელი არ არის, არ იზიარებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი, რომელიც ხელისუფლებას შერჩევითი მართლმსაჯულების გამო საყვედურობს:
„ახალი ხელისუფლება, რომელიც აშკარად ავლენს პოლიტიკურ მოტივებს სისხლისსამარ-თლებრივი დევნის დროს, ვფიქრობ, ამ მოტივს გამოავლენს ამ საქმეშიც, - ალბათ, ოქრუაშვილს ამის იმედი აქვს, - ოღონდ ამ შემთხვევაში ოქრუაშვილის მიმართ დადებითად!“
თავად ოქრუაშვილის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი პრინციპულ უარზეა გამოიყენოს საპროცესო გარიგება და ამ გზით დააღწიოს თავი პატიმრობას. ზვიად კორძაძის თქმით, გარდა იმისა, რომ ოქრუაშვილი ითანამშრომლებს გამოძიებასთან, მისი ჩამოსვლით შესაძლებელი გახდა 2008 წლის 28 მარტს გამოტანილი განაჩენის შეცვლა:
„ეს უკავშირდება „ჯეოსელის“ წილის საქმეს და მისჯილი აქვს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ოქრუაშვილის ჩამოსვლამ აამოქმედა საპროცესო შესაძლებლობა აღნიშნული განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრების, რის გაკეთებასაც ვაპირებთ“.
ირაკლი რომ არ ყოფილიყო, დღეს ასე თავისუფლად ვერ ვისუნთქებდით. ფაქტიურად ირაკლიმ დაიწყო ეს ყველაფერი ... სიმართლისთვის ბრძოლა დაიწყო ირაკლიმ, ყველას კარგად უნდა ახსოვდეს...რამაზ იოსელიანი